საქართველოს პარლამენტის 2010 წლის
1 ოქტომბრის პლენარული სხდომის
ოქმი N 112
სხდომა დაიწყო – 1115სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდნენ – დავით ბაქრაძე
სხდომას ესწრებოდნენ _ ი.გორდულაძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე), გ.ხუროშვილი (მთავრობის საპარლამენტო მდივანი), ზ.ადეიშვილი (იუსტიციის მინისტრი), დ.ძაგნიძე (იუსტიციის მინისტრის მოადგილე)
რეგისტრაცია გაიარა – 112 პარლამენტის წევრმა, კვორუმი – 76
ხელის აწევით დამტკიცდა სხდომის დღის წესრიგი.
ზ.ადეიშვილმა პარლამენტს II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით, I მოსმენის დროს გამოთქმული შენიშვნების უმრავლესობის გათვალისწინებით წარუდგინა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი «საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად მიღწეულ შეთანხმებებზე, რომლებიც გათვალისწინებულ იქნა კანონპროექტში ისაუბრა პ.კუბლაშვილმა.
ლ.ვეფხვაძემ ზოგიერთ მუხლთან დაკავშირებით ითხოვა დამატებითი კონსულტაციები.
იუსტიციის მინისტრს შეკითხვებით და მოსაზრებებით მიმართეს: ლ.ვეფხვაძემ, ჯ.ბაღათურიამ, პ.ლეჟავამ, მ.მაჭავარიანმა, პ.კუბლაშვილი (განმარტება), ა.მინაშვილმა, ზ.მელიქიშვილმა, გ.ასანიძემ, გ.თორთლაძემ, ნ.ერგემლიძემ, ჩ.თაქთაქიშვილმა, ნ.ლალიაშვილმა, პ.ცისკარიშვილმა, გ.ახვლედიანმა, გ.გაბაშვილმა, გ.წერეთელმა, გ.ჩახვაძემ, ვ.ბალავაძემ, დ.დარჩიაშვილმა, დ.ლორთქიფანიძემ.
ზ.ადეიშვილმა ამომწურავად უპასუხა ყველა გამომსვლელს.
კანონპროექტის განხილვის დასრულების შემდეგ გამოცხადდა ტექნიკური შესვენება.
შესვენების შემდეგ დ.ბაქრაძემ დარბაზს გააცნო შესვენების დროს ოპოზიციის წარმომადგენლებთან მიღწეული შეთანხმებების თაობაზე.
აღნიშნულ შეთანხმებაზე ისაუბრეს ლ.ვეფხვაძემ და პ.კუბლაშვილმა.
ცალკეული დეპუტატებიდან კანონპროექტთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდნენ: ჯ.ბაღათურია, გ.ცაგარეიშვილი, ა.მინაშვილი, დ.დარჩიაშვილი, პ.დავითაია.
ფრაქციების სახელით გამოვიდნენ: გ.თორთლაძე და დ.ლორთქიფანიძე (დრო გაინაწილეს), პ.კუბლაშვილი.
უმცირესობის სახელით გამოვიდა ლ.ვეფხვაძე
უმრავლესობის სახელით – გ.გაბაშვილი და პ.ცისკარიშვილი (დრო გაინაწილეს)
საკონსტიტუციო ცვლილებაზე მსჯელობა დასრულდა.
გ.კანდელაკმა პარლამენტს III მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
მანვე III მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტები: «სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე», «საკონსულო მოსაკრებლის შესახებ», «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე», «საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ», «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
თ.წურწუმიამ ასევე, III მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
ლ.თორდიამ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
საკითხების განხილვა დასრულდა.
კენჭისყრის პროცედურების დაწყების წინ ჩატარდა რეგისტრაცია - 129
კენჭისყრაზე დადგა შემდეგი საკითხები:
საქართველოს კანონის პროექტი «ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 130 მომხრე – 114
კვორუმი – 66
წინააღმდეგი _ 4
____________________________________________________________________________საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი «საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 131 მომხრე – 125
კვორუმი – 100
წინააღმდეგი _ 4
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 131 მომხრე – 106
კვორუმი – 66
წინააღმდეგი _ 3
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 131 მომხრე – 97
კვორუმი – 66
წინააღმდეგი _ 1
საქართველოს კანონის პროექტი «სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 131 მომხრე – 100
კვორუმი – 66
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საკონსულო მოსაკრებლის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 131 მომხრე – 100
კვორუმი – 66
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 131 მომხრე – 96
კვორუმი – 66
წინააღმდეგი _ 1
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 131 მომხრე – 94
კვორუმი – 66
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 131 მომხრე – 101
კვორუმი – 71
წინააღმდეგი _ 0
ჯ.ბაღათურია (განცხადება ოკუპანტების მიერ საზღვრის თვითნებურად გადმოწევის თაობაზე), გ.წერეთელი (განმარტება)
სხდომა დასრულდა.