საქართველოს პარლამენტის 2010 წლის
9 თებერვლის პლენარული სხდომის
ოქმი
N87
სხდომა დაიწყო – 1610სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდა – რუსუდან კერვალიშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ _ გ.ხუროშვილი (მთავრობის საპარლამენტო მდივანი), ზ.დეკანოიძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე),
დ.ძაგნიძე (იუსტიციის მინისტრის მოადგილე), მ.ზოდელავა (მთავარი პროკურორი), ნ.ფრუიძე (ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე).
რეგისტრაცია გაიარა – 93 პარლამენტის წევრმა, კვორუმი – 76
საგაზაფხულო სესია გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით.
პარლამენტმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ვანო ხუხუნაიშვილის ხსოვნას.
დღის წესრიგთან დაკავშირებით გამოვიდნენ: ვ.ბალავაძე (ითხოვა
დამატებითი რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით «უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» კანონპროექტის და მისგან გამომდინარე კანონპროექტების განხილვის გადადება), ზ.დეკანოიძე (ითხოვა «საქონლის დროებითი შემოტანის შესახებ» კონვენციასთან საქართველოს მიერთების შესახებ» საკითხის განხილვის მომდევნო სხდომისთვის გადადება).
ხელის აწევით, აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით დამტკიცდა დღის წესრიგი.
განცხადებებით გამოვიდნენ: პ.დავითაია (საფრანგეთის მიერ რუსეთისათვის «მისტრალის» მიყიდვის თაობაზე; ასევე, გააპროტესტა სეპარატისტების იტალიის სენატში ვიზიტიც), რ.მაისურაძე (ხელისუფლების ახალ ინიციატივაზე განათლების სისტემაში სამხედრო-პატრიოტული აღზრდის დანერგვის თაობაზე), ნ.ლალიაშვილი (უკრაინაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე და არჩევნებიდან გამომდინარე მოსალოდნელ სავარაუდო შედეგებზე), გ.თარგამაძე (კომენტარი საქართველოს პრეზიდენტის მიერ მცხეთის რეაბილიტაციის საჭიროებაზე გამოთქმული მოსაზრების თაობაზე), ლ.ვეფხვაძე (ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის რუსეთში გახშირებულ ვიზიტებზე, ასევე, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის პრობლემაზე ხილის რეალიზაციასთან დაკავშირებით), გ.ახვლედიანი (რეგიონებში სოციალური და ეკონომიური პრობლემების თაობაზე), ზ.მელიქიშვილი (კომენტარი ოპონენტების, კერძოდ, გ.თარგამაძის განცხადებასთან დაკავშირებით), გ.ჩახვაძე (მცირე მეწარმეების პრობლემების თაობაზე), დ.ლორთქიფანიძე (მოითხოვა პარლამენტში უმცირესობის ფორმატში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოწვევა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით), დ.დარჩიაშვილი (კომენტარი ნ.ლალიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, ასევე, ისაუბრა «მისტრალის» თემასთან დაკავშირებით), ჯ.ბაღათურია (მოითხოვა უახლოეს დღეებში ანტიკრიზისული საბჭოს სხდომის მოწვევა და აგვისტოს ომის შემდეგ დევნილებისათვის დაგვიანებული სტატუსის მინიჭების და კომპენსაციების მიცემის საკითხის განხილვა), კ.სუხიშვილი (კომენტარი), პ.კუბლაშვილი (ზ.ნოღაიდელის რუსეთის მმართველ პარტიასთან თანამშრომლობის თაობაზე), შ.მალაშხია (კომენტარი წინა გამომსვლელების განცხადებებზე), ვ.ბალავაძე (განმარტება მცირე მეწარმეებთან დაკავშირებული გაუგებრობის თაობაზე), ლ.თორდია (კომენტარი დ.ლორთქიფანიძის განცხადებასთან დაკავშირებით).
განცხადებების დასრულების შემდეგ ნ.ფრუიძემ პარლამენტს III მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
მანვე III მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტი «სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
შენიშვნები არ გამოთქმულა.
ნ.ფრუიძემ ასევე, III მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
ზ.დეკანოიძემ პარლამენტს II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარუდგინა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი «საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ»
თანამოხსენებით გამოვიდა პ.კუბლაშვილი.
შეკითხვები არ დასმულა.
მ.ზოდელავამ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს: გ.თარგამაძემ, გ.ცაგარეიშვილმა, დ.ლორთქიფანიძემ, ჯ.ბაღათურიამ.
მომხსენებელმა უპასუხა შეკითხვებს.
თანამოხსენებით გამოვიდნენ ლ.თორდია და გ.არსენიშვილი.
ცალკეული პარლამენტის წევრებიდან კანონპროექტთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა ჯ.ბაღათურია.
ფრაქციების სახელით გამოვიდნენ გ.ცაგარეიშვილი და პ.კუბლაშვილი.
დასკვნითი სიტყვით გამოვიდა მომხსენებელი.
მ.ზოდელავამ ასევე, I მოსმენისათვის წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტები «საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე» და «პატიმრობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
თანამოხსენებით გამოვიდა ლ.თორდია.
მ.ზოდელავამ ასევე, I მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ»
მას შეკითხვებით მიმართეს ჯ.ბაღათურიამ და დ.ლორთქიფანიძემ.
მომხსენებელმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
დაზუსტებისთვის გამოვიდა ჯ.ბაღათურია.
თანამოხსენებით გამოვიდა ჩ.თაქთაქიშვილი.
ცალკეული პარლამენტის წევრებიდან სიტყვით გამოვიდა ჯ.ბაღათურია.
უმრავლესობის სახელით გამოვიდა პ.კუბლაშვილი.
დასკვნითი სიტყვით გამოვიდა მ.ზოდელავა.
ხ.ოჩიაურმა პარლამენტს II მოსმენით, მუხლობრივად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
ვ.ლეჟავამ (მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი) პარლამენტს I მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ»
მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს ზ.კიკალეიშვილმა და ბ.ბუცხრიკიძემ.
თანამოხსენებით გამოვიდნენ: ჩ.თაქთაქიშვილი, დ.დარჩიაშვილი, ო.თოიძე.
ვ.ლეჟავამ ასევე, I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე I მოსმენით გამოიტანა გამომდინარე კანონპროექტები «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და «სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
ვ.ლეჟავამ ასევე, წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენით
შეკითხვები არ დასმულა.
ჩ.თაქთაქიშვილმა პარლამენტს I მოსმენით წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ»
თანამოხსენებით გამოვიდნენ გ.არსენიშვილი და გ.კანდელაკი.
საკითხების განხილვა დასრულდა. კენჭისყრების დაწყებამდე გამოცხადდა შესვენება ( 25 წუთი ).
შესვენების შემდეგ პარლამენტის წევრებმა ხელის აწევით თანხმობა განაცხადეს კენჭისყრის პროცედურების ჩატარებაზე.
ჩატარდა რეგისტრაცია – 104, კვორუმი – 76
კენჭისყრაზე დადგა შემდეგი საკითხები:
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 98
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
K
რეგისტრაცია – 108 მომხრე – 100
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «პატიმრობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
K
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 101
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 101
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი «საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ» II მოსმენა
რეგისტრაცია – 110 მომხრე – 105
კვორუმი – 100
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 110 მომხრე – 96
კვორუმი – 56
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 110 მომხრე – 92
კვორუმი – 56
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 110 მომხრე – 92
კვორუმი – 56
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 110 მომხრე – 89
კვორუმი – 56
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 110 მომხრე – 87
კვორუმი – 56
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 110 მომხრე – 89
კვორუმი – 56
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 110 მომხრე – 86
კვორუმი – 56
წინააღმდეგი _ 0
სხდომა დასრულდა.