საქართველოს პარლამენტის 2010 წლის
23 თებერვლის პლენარული სხდომის
ოქმი N 89
სხდომა დაიწყო – 1110სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდა – დავით ბაქრაძე, გიორგი წერეთელი.
სხდომას ესწრებოდნენ _ ხ.კაპანაძე (მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე), ზ.დეკანოიძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე), დ.ძაგნიძე (იუსტიციის მინისტრის მოადგილე), ნ.მიქელაძე (ფინანსთა მინისტრის მოადგილე)
რეგისტრაცია გაიარა – 81 პარლამენტის წევრმა, კვორუმი – 76
დღის წესრიგთან დაკავშირებით გამოვიდნენ გ.გოგუაძე (ითხოვა 26 თებერვლის დღის წესრიგში «ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის უსაფრთხოების კარტახენას ოქმის» დამატება), პ.კუბლაშვილი (ითხოვა დღის წესრიგში საქართველოს კანონის პროექტის «საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ» და საქართველოს ორგანული კანონის პროექტის «საქართველოს ორგანულ კანონში «საქართველოს საარჩევნო კოდექსი» ცვლილების შეტანის შესახებ» დამატება), დ.ბაქრაძე (კომენტარი).
აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, ხელის აწევით დამტკიცდა დღის წესრიგი.
დ.ბაქრაძემ პარლამენტის წევრებს აცნობა საარჩევნო პროცესის მონიტორინგთან დაკავშირებით ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის თაობაზე და გააცნო მისი შემადგენლობა.
განცხადებებით გამოვიდნენ: რ.მაისურაძე (მოითხოვა სახელმწიფოს მიერ სახელფასო დავალიანებების დაფარვა), კ.ბადაგაძე (დუშეთის რაიონში გაზიფიცირებისა და გამრიცხველიანების პრობლემებზე), დ.ბაქრაძე (კ.ბადაგაძის განცხადებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ითხოვა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტისგან ამ საკითხზე კომიტეტის მოსმენის ჩატარება და კერძო კომპანიების წარმომადგენლების მოწვევა), მ.ანიკაშვილი (კასპის რაიონის სოფ. თელიანში ჩასახლებულ დევნილთა მძიმე მდგომარეობაზე), კ.სუხიშვილი (განმარტება მ.ანიკაშვილის განცხადების თაობაზე), დ.ლორთქიფანიძე (სურვილი გამოთქვა ინტერფრაქციული და ჩრდილოკავკასიის მეგობრობის ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე), დ.ბაქრაძე (განმარტება), ჯ.ბაღათურია (სოციალურად დაუცველი მოქალაქეების პრობლემებზე. ითხოვა პარლამენტის სახელზე 1157 პენსიონერის ხელმოწერით წარმოდგენილი წერილის დეპუტატებისთვის დარიგება), ლ.ვეფხვაძე (იაპონიის მთავრობის გრანტით შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიზნობრივად დარიგების თაობაზე), დ.ბაქრაძე (კომენტარი), პ.ცისკარიშვილი (განმარტება ლ.ვეფხვაძის გამოსვლასთან დაკავშირებით), ნ.ლალიაშვილი (გლეხების დიზელის საწვავით მომარაგების თაობაზე), რ.სამყურაშვილი (ზ.ნოღაიდელის თანამშრომლობის შესახებ რუსეთის სახელისუფლო პარტია «ედინაია როსიასთან»), დ.ბაქრაძე (ინფორმაცია პარლამენტის ეზოში მდებარე ეკლესიაში 1921 წელს დაღუპული იუნკერების სულის მოსახსენიებელი წირვის ჩატარების თაობაზე), ნ.წიკლაური (გაიხსენა რუსეთის მიერ კავკასიის ხალხთა მასობრივი გადასახლებების ფაქტი ასევე, რუსეთის დუმის შეშფოთებაზე ჩრდილო-კავკასიის ხალხებისადმი პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის მიმართვის თაობაზე), გ.ჩახვაძე (მცირე მეწარმეებზე მიუხედავად, ფინანსთა მინისტრის განცხადებისა საგადასახადო ორგანოების მხრიდან ზედდებულების წარმოდგენის იძულების თაობაზე), გ.თარგამაძე (საქართველოში სოციალური პოლიტიკის მავნე ტრადიციაზე, კერძოდ, როგორებიცაა მხოლოდ დედაქალაქის და არა მთელი საქართველოს მოსახლეობისათვის ასლარიანი გაზის ვაუჩერების, 25 ლარიანი წამლის ვაუჩერების და სხვათა დარიგება), გ.ახვლედიანი (გააკრიტიკა ქრისტიან-დემოკრატების მიერ დასმულ კითხვებზე უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან არაადეკვატური პასუხების მიღება), ვ.ბალავაძე (განმარტება გ.თარგამაძის გამოსვლასთან დაკავშირებით), პ.კუბლაშვილი (შენიშვნა განცხადებების პროცედურებთან დაკავშირებით).
განცხადებების დასრულების შემდეგ ხ.გოგორიშვილმა პარლამენტს წარუდგინა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ვანო ხუხუნაიშვილის ადგილმონაცვლის გურანდა ჯაბუას კანდიდატურა უფლებამოსილების ცნობისათვის.
შეკითხვები არ დასმულა.
დ.ბაქრაძემ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ასარჩევად წარმოადგინა ფრაქციის «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა» ერთადერთი კანდიდატურა (ვახტანგ ბალავაძე)
შეკითხვები არ დასმულა.
ვ.ბალავაძემ პარლამენტს II მოსმენით მუხლობრივი განხილვით წარუდგინა საკუთარი ინიციატივა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი «საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ»
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე პარლამენტს I მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ»
შეკითხვები არ დასმულა.
ვ.ბალავაძემ ასევე, პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა თავისი ინიციატივა საქართველოს კანონის პროექტი «უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ»
შეკითხვები არ დასმულა.
მან ასევე, I მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტები: «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე», «ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «დაზღვევის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე», «არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის და უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე».
შეკითხვები არ დასმულა.
დ.ძაგნიძემ III მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
მანვე III მოსმენისათვის წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტები «საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე» და «პატიმრობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
თანამოხსენებით გამოვიდნენ და კანონპროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს გ.არსენიშვილმა და პ.კუბლაშვილმა.
აზრი გამოთქვეს ლ.ვეფხვაძემ და გ.ცაგარეიშვილმა.
გ.წერეთელი (დაუწუნა ოპონენტებს გამოსვლები), ჯ.ბაღათურია (შეეცადა ორივე მხარის განეიტრალებას).
დ.ძაგნიძემ ითხოვა «პატიმრობის კოდექსის» და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტის მომდევნო სხდომისთვის გადადება.
მან III მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ»
მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს დ.ლორთქიფანიძემ და პ.კუბლაშვილმა.
კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს ჯ.ბაღათურიამ და გ.თორთლაძემ.
დასკვნითი სიტყვით გამოვიდა მომხსენებელი. დ.ლორთქიფანიძე (დაზუსტება)
ზ.დეკანოიძემ პარლამენტს II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე II მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ» სქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე»
შენიშვნა გამოთქვა ჩ.თაქთაქიშვილმა.
ზ.დეკანოიძემ ასევე, II მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტი საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე»
ჩ.თაქთაქიშვილი – მოსაზრება.
შეკითხვები არ დასმულა.
ნ.მიქელაძემ პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარუდგინა შეთანხმება «საერთაშორისო სავალუტო ფონდში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლების გაზრდის შესახებ» და «საერთაშორისო სავალუტო ფონდის საინვესტიციო უფლებამოსილების გაფართოების შესახებ»
შეკითხვები არ დასმულა.
დ.ძაგნიძემ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ»
მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს ლ.ვეფხვაძემ, ბ.ბუცხრიკიძემ, გ.ჩახვაძემ.
მომხსენებელმა უპასუხა შეკითხვებს.
დაზუსტებისათვის გამოვიდა ბ.ბუცხრიკიძე.
ფრაქციის სახელით აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა გ.ჩახვაძე.
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა გ.წერეთელმა.
ასევე, ფრაქციის სახელით სიტყვით გამოვიდა ლ.ვეფხვაძე.
უმრავლესობის სახელით – პ.კუბლაშვილი.
დაზუსტებისთვის გამოვიდა გ.ჩახვაძე.
დასკვნითი სიტყვით გამოვიდა დ.ძაგნიძე.
გ.წერეთელი (კომენტარი), ზ.მელიქიშვილი (განმარტება)
დ.ძაგნიძემ ასევე, წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტი «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
მას შეკითხვით მიმართა ბ.ბუცხრიკიძემ.
ლ.თორდიამ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე I მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტი «სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
ზ.კუკავამ I მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
ხ.ოჩიაურმა III მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
ნ.მიქელაძემ I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
ბ.ბუცხრიკიძემ პარლამენტს წარუდგინა საქართველოს კონტროლის პალატის 2009 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შუალედური ანგარიში გაწეული მუშაობის თაობაზე და ითხოვა კომისიისათვის ვადის გაგრძელება 3 თვით.
ამით დილის სხდომა დასრულდა.
სხდომა განახლდა 1600 საათზე.
სხდომას თავმჯდომარეობდა – გიორგი წერეთელი, დავით ბაქრაძე.
სხდომას ესწრებოდნენ – დ.ძაგნიძე, ნ.მიქელაძე, ხ.კაპანაძე.
სხდომა გაგრძელდა საკითხების განხილვით.
პ.კუბლაშვილმა პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა თავისი ინიციატივა - საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ»
მომხსენებელს შეკითხვით მიმართა ჯ.ბაღათურიამ.
თანამოხსენებით გამოვიდა ზ.მელიქიშვილი.
პ.კუბლაშვილმა ასევე I მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი: «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ», «საჯარო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე», «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე», «საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ».
რაც შეეხება კანონპროექტებს «საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ» და «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე» მომხსენებლის შეთავაზებით აქტუალობის დაკარგვის გამო პარლამენტმა აღარ განიხილა.
თანამოხსენებით გამოვიდა ლ.თორდია.
ლ.ვეფხვაძემ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საკუთარი ინიციატივა - საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «საქართველოს ორგანულ კანონში «საქართველოს საარჩევნო კოდექსი» ცვლილების შეტანის შესახებ»
ჯ.ბაღათურიამ გამოთქვა მოსაზრება მონიტორინგის ვადის გადაწევასთან დაკავშირებით.
თანამოხსენებით გამოვიდა პ.კუბლაშვილი.
ნ.მიქელაძემ III მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «შემოსავლების სამსახურის შესახებ»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
მანვე III მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი: «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ», «საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ», «საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ»
შენიშვნები არ გამოთქმულა.
ვ.ლეჟავამ (მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი) II მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტის «ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ» განუხილავად დარჩენილი 30-ე მუხლი», ხოლო შემდეგ თავად საქართველოს კანონის პროექტი «ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ» III მოსმენით
მოსაზრებებით გამოვიდა გ.ჩახვაძე.
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა დავით ბაქრაძემ.
ვ.ლეჟავამ ასევე, III მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და მისგან გამომდინარე კანონპროექტები «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და «სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
ვ.ლეჟავამ III მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
შენიშვნები არ გამოთქმულა.
ჩ.თაქთაქიშვილი (პროცედურაზე)
გამოცხადდა ტექნიკური შესვენება.
შესვენების შემდეგ კონსტანტინე გამსახურდიამ წარმოადგინა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შუალედური ანგარიში გაწეული მუშაობის თაობაზე. მან ითხოვა დროებითი კომისიისათვის ვადის გაგრძელება.
ზ.გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ე.ხერხეულიძემ მომხსენებელს მიაწოდა ინფორმაცია ზოგიერთი ისეთი ფაქტის შესახებ, რომელიც კ.გამსახურდიასთვის ცნობილი არ იყო.
კომისიის თავმჯდომარეს შეკითხვებით მიმართეს: ე.კვერნაძემ, გ.ახვლედიანმა, რ.სამყურაშვილმა.
პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა გ.წერეთელი.
მოსაზრებები გამოთქვეს: ბ.ბუცხრიკიძემ, ჯ.ბაღათურიამ, რ.მაისურაძემ.
ამით დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დასრულდა.
კენჭისყრის პროცედურებამდე გამოცხადდა ხუთწუთიანი ტექნიკური შესვენება.
შესვენების შემდეგ ჩატარდა რეგისტრაცია – 104
დარბაზმა ხელის აწევით თანხმობა განაცხადა კენჭისყრების ჩატარებაზე.
კენჭისყრაზე დადგა შემდეგი საკითხები:
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ვანო ხუხუნაიშვილის ადგილმონაცვლის გურანდა ჯაბუას უფლებამოსილების ცნობის შესახებ»
რეგისტრაცია – 107 მომხრე – 81
კვორუმი – 54
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «ვახტანგ ბალავაძის საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის თაობაზე»
რეგისტრაცია – 107 მომხრე – 94
კვორუმი – 69
წინააღმდეგი _ 1
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი «საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» II მოსმენა
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 94
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 90
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 86
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 84
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 76
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «დაზღვევის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 73
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის და უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 81
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 82
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 3
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 83
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «პატიმრობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 78
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 85
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 82
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ» სქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 78
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 76
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საერთაშორისო სავალუტო ფონდში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლების გაზრდის შესახებ» და «საერთაშორისო სავალუტო ფონდის საინვესტიციო უფლებამოსილების გაფართოების შესახებ» შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე»
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 86
კვორუმი – 76
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქართველოს კონტროლის პალატის 2009 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე»
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 83
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 84
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 80
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 0
_______________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე» I
მოსმენა
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 78
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» I
მოსმენა
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 84
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 0
_______________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 79
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 78
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 80
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 77
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 75
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 109 მომხრე – 80
კვორუმი – 55
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 110 მომხრე – 76
კვორუმი – 56
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საჯარო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 110 მომხრე – 71
კვორუმი – 56
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 110 მომხრე – 77
კვორუმი – 56
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 110 მომხრე – 71
კვორუმი – 56
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «საქართველოს ორგანულ კანონში «საქართველოს საარჩევნო კოდექსი» ცვლილების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 110 მომხრე – 82
კვორუმი – 69
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიისათვის ვადის გაგრძელების თაობაზე»
რეგისტრაცია – 110 მომხრე – 91
კვორუმი – 56
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «შემოსავლების სამსახურის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 110 მომხრე – 78
კვორუმი – 56
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 110 მომხრე – 71
კვორუმი – 56
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 110 მომხრე – 78
კვორუმი – 56
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 110 მომხრე – 74
კვორუმი – 56
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 110 მომხრე – 79
კვორუმი – 56
წინააღმდეგი _ 0
სხდომა დასრულდა.