საქართველოს პარლამენტის
2009 წლის 11 დეკემბრის რიგგარეშე
სხდომის ოქმი N80
სხდომა დაიწყო – 1208სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდა – დავით ბაქრაძე.
სხდომას ესწრებოდნენ _ გ.ხუროშვილი (მთავრობის საპარლამენტო მდივანი), დ.ძაგნიძე (იუსტიციის მინისტრის მოადგილე)
რეგისტრაცია გაიარა – 80 პარლამენტის წევრმა, კვორუმი – 76
პარლამენტის თავმჯდომარემ დარბაზს გააცნო საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 დეკემბრის ¹ 883 განკარგულება საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ (თანდართული Dდღის წესრიგით)
ი.ქავთარაძემ მოახსენა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ბიუროს გადაწყვეტილება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ პარლამენტის განცხადების მომზადების თაობაზე რუსეთის ფედერაციის გახშირებულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით შესრულებულია, თუმცა გარკვეული მოსაზრების გამო დ.ბაქრაძემ შესთავაზა კოლეგებს განცხადების მორიგ სხდომაზე განხილვა.
პ.დავითაიამ პარლამენტს მიაწოდა ინფორმაცია გალის რაიონიდან ათი ქართველის გატაცების თაობაზე.
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე განხილვები დაიწყო საქართველოს ორგანული კანონის პროექტით «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში დამატებების შეტანის თაობაზე». იგი I მოსმენით წარმოადგინა პ.კუბლაშვილმა.
მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს: ლ.ვეფხვაძემ, ჯ.ბაღათურიამ, ა.ბობოხიძემ, გ.ახვლედიანმა, ბ.ბასიშვილმა,შ.მალაშხიამ.
პ.კუბლაშვილმა უპასუხა შეკითხვებს.
დაზუსტებისთვის გამოვიდნენ: ჯ.ბაღათურია, ლ.ვეფხვაძე, გ.ახვლედიანი.
მომხსენებელმა დააზუსტა პასუხები.
კომიტეტის სახელით გამოვიდა ზ.მელიქიშვილი.
პარლამენტის ცალკეული წევრებიდან სიტყვით გამოვიდა ჯ.ბაღათურია.
ფრაქციის სახელით გამოვიდნენ გ.ახვლედიანი და ვ.ხუხუნაიშვილი.
უმცირესობის სახელით – ლ.ვეფხვაძე.
უმრავლესობის სახელით – მ.მაჭავარიანი.
ამით საკითხზე მსჯელობა დასრულდა.
პ.კუბლაშვილმა ასევე I მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტები: «ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე», საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ»,
შეკითხვა – გ.ცაგარეიშვილი, ლ.ვეფხვაძე.
ცალკეული დეპუტატებიდან სიტყვით გამოვიდნენ ჯ.ბაღათურია და ლ.ვეფხვაძე.
უმრავლესობის სახელით გამოვიდა ვ.ხუხუნაიშვილი.
ასევე, გამომდინარე კანონპროექტები: «სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე», «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე», «პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე».
შეკითხვები არ დასმულა.
კ.ანჯაფარიძემ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე»
დ.ძაგნიძემ პარლამენტს მიმართა თხოვნით აღნიშნული კანონპროექტის კენჭისყრის გადადების თაობაზე, რაზეც მიიღო ინიციატორის თანხმობა.
შეკითხვები არ დასმულა.
კ.ანჯაფარიძემ ასევე, I მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» და მისგან გამომდინარე «სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე».
მანვე I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ»
შეკითხვები არ დასმულა.
ასევე, I მოსმენით გამოიტანა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ»
შეკითხვები არ დასმულა.
კ.ანჯაფარიძემ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ» და მისგან გამომდინარე «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ»
შეკითხვები არ დასმულა.
ხ.გოგორიშვილმა III მოსმენით წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი «საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
ლ.თორდიამ პარლამენტს I მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე»
მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს ლ.ვეფხვაძემ და გ.ცაგარეიშვილმა.
მომხსენებელმა უპასუხა შეკითხვებს.
დაზუსტებისთვის გამოვიდა ლ.ვეფხვაძე.
ფრაქციის სახელით სიტყვით გამოვიდა ლ.ვეფხვაძე.
უმრავლესობის სახელით გამოვიდა პ.კუბლაშვილი.
განხილულ კანონპროექტზე თავისი მოსაზრება გამოხატა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ლ.თორდიამ ასევე, I მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
მას შეკითხვებით მიმართეს მ.ანიკაშვილმა და პ.კუბლაშვილმა.
მომხსენებელმა უპასუხა შეკითხვებს.
დაზუსტებისთვის გამოვიდა მ.ანიკაშვილი.
აღნიშნულ კანონპროექტზე ვრცელი განმარტებით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე.
ლ.თორდიამ ასევე I მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტები «მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» და «ვეტერინარიის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
ზ.კუკავამ III მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
მანვე III მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი: «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე», «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ».
განხილვების დასრულების შემდეგ გამოცხადდა 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება.
შესვენების შემდეგ ჩატარდა რეგისტრაცია – 92
ხელის აწევით დეპუტატებმა თანხმობა განაცხადეს კენჭისყრის პროცედურების ჩატარებაზე.
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა ვიცე-სპიკერმა ანზორ ბოლქვაძემ.
კენჭისყრაზე დადგა შემდეგი საკითხები:
საქართველოს კანონის პროექტი «ოფიციალური სტატისტიკის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 92 მომხრე – 83
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 83
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 80
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 1
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საგადასახადო კოდექსში» ცვლილების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 80
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ტყის კოდექსში» ცვლილების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 81
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «წყლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 79
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 76
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 80
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «ვეტერინარიის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 79
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 73
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 80
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 77
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 2
__________________________________________________________________________
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 82
კვორუმი – 70
წინააღმდეგი _ 4
საქართველოს კანონის პროექტი «ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 83
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 4
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 80
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 3
საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 80
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 2
საქართველოს კანონის პროექტი «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 80
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 2
საქართველოს კანონის პროექტი «სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 74
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 2
საქართველოს კანონის პროექტი «პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 74
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 1
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 73
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 75
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ»
I მოსმენა
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 76
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 74
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი «საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებების შეტანის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 72
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
რიგგარეშე სხდომა დასრულდა.