საქართველოს პარლამენტის 2010 წლის
12 იანვრის რიგგარეშე სესიის
პლენარული სხდომის ოქმი N85
სხდომა დაიწყო – 16 სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდა – მიხეილ მაჭავარიანი.
სხდომას ესწრებოდა _ ზ.დეკანოიძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე)
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მიხეილ მაჭავარიანმა პარლამენტის წევრებს გააცნო საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 იანვრის ¹ 14 განკარგულება საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ.
რეგისტრაცია გაიარა – 97 პარლამენტის წევრმა, კვორუმი – 76
რიგგარეშე სესია გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით.
დღის წესრიგი წარმოდგენილი იყო ერთადერთი საკითხით - «საქართველოს ორგანულ კანონში «საქართველოს საარჩევნო კოდექსი» ცვლილების შეტანის თაობაზე» _ (გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით)
მ.მაჭავარიანმა პარლამენტის წევრებს გააცნო ცსკოს თავმჯდომარის არჩევის ახლებური პროცედურა.
ხელის აწევით დეპუტატებმა თანხმობა განაცხადეს დღის წესრიგის დამტკიცებაზე.
განცხადებით გამოვიდა ჯ..ბაღათურია. მან გააპროტესტა პენსიონერებისათვის მაღალი საპროცენტო დაქვითვა, რამოდენიმე თვის პენსიის ერთად აღების შემთხვევებში.
განცხადების შემდეგ ზ.დეკანოიძემ პარლამენტს წარუდგინა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა - «საქართველოს ორგანულ კანონში «საქართველოს საარჩევნო კოდექსი» ცვლილების შეტანის თაობაზე» _ (გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით)
პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა საქართველოს პარლამენტს რამდენიმე დღით იმ ვადის გაგრძელების თაობაზე, რომელიც კანონითაა დადგენილი ცსკ-ოს თავმჯდომარის პოსტზე ასარჩევად.
მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს: ლ.ვეფხვაძემ, გ.ცაგარეიშვილმა, ჯ.ბაღათურიამ, პ.დავითაიამ.
ზ.დეკანოიძემ უპასუხა შეკითხვებს.
დაზუსტებისთვის გამოვიდა ლ.ვეფხვაძე.
თანამოხსენებით გამოვიდა ლ.თორდია.
კომიტეტის სახელით სიტყვით გამოვიდა ა.მინაშვილი.
ცალკეული პარლამენტის წევრებიდან გამოვიდნენ: გ.ჩახვაძე, ლ.ვეფხვაძე, ჯ.ბაღათურია, გ.ცაგარეიშვილი.
ფრაქციების სახელით გამოვიდნენ პ.დავითაია და გ.გაბაშვილი.
უმცირესობის სახელით გამოვიდა გ.თარგამაძე.
უმრავლესობის სახელით – დ.დარჩიაშვილი და პ.ცისკარიშვილი (დრო გაიყვეს).
დასკვნითი სიტყვით გამოვიდა ზ.დეკანოიძე.
განხილვის დასრულების შემდეგ ჩატარდა რეგისტრაცია – 104
პარლამენტის წევრებმა ხელის აწევით თანხმობა განაცხადეს კენჭისყრის პროცედურის ჩატარებაზე.
კენჭი ეყარა საქართველოს ორგანული კანონის პროექტს «საქართველოს ორგანულ კანონში «საქართველოს საარჩევნო კოდექსი» ცვლილების შეტანის თაობაზე» _ (გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით)
რეგისტრაცია – 104 მომხრე – 103
კვორუმი – 69
წინააღმდეგი _ 1
სხდომა დასრულდა.