საქართველოს პარლამენტის 2010 წლის
26 თებერვლის პლენარული სხდომის
ოქმი N 90
სხდომა დაიწყო – 1115სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდა – გიორგი წერეთელი.
სხდომას ესწრებოდნენ _ ხ.კაპანაძე (მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე), ზ.დეკანოიძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე), დ.ძაგნიძე (იუსტიციის მინისტრის მოადგილე).
რეგისტრაცია გაიარა – 99 პარლამენტის წევრმა, კვორუმი – 76
დღის წესრიგთან დაკავშირებით გამოვიდნენ: ლ.თორდია (ითხოვა დღის წესრიგში «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე» /II მოსმენა/ და «საქართველოს ორგანულ კანონში «საქართველოს საარჩევნო კოდექსი» ცვლილების შეტანის შესახებ» /II მოსმენა/ კანონპროექტების დამატება), თ.წურწუმია («სამშენებლო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და მისგან გამომდინარე კანონპროექტების /I მოსმენა/ დღის წესრიგში დამატება), ზ.დეკანოიძე (ითხოვა «სადაზვერვო საქმიანობის შესახებ» და მისგან გამომდინარე კანონპროექტების განხილვის გადადება), ხ.კაპანაძე (ითხოვა დღის წესრიგში კანონპროექტის «თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» /II მოსმენა/ და მისგან გამომდინარე კანონპროექტის დამატება).
აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, ხელის აწევით დამტკიცდა დღის წესრიგი.
დ.ლორთქიფანიძე გამოვიდა განცხადებით ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის თომას ჰამერბერგის თბილისში ვიზიტის თაობაზე.
განცხადების შემდეგ დ.ძაგნიძემ პარლამენტს II მოსმენით წარუდგინა განუხილავად დარჩენილი საქართველოს კანონის პროექტის «პატიმრობის კოდექსი» მე-16 მუხლის მე-7 პუნქტი და მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტის «დ» ქვეპუნქტი
შეკითხვები არ დასმულა. ამის შემდეგ მომხსენებელმა უკვე III მოსმენით წარმოადგინა თავად «პატიმრობის კოდექსი»
ჯ.ბაღათურიამ და გ.არსენიშვილმა ისაუბრეს კოდექსის დადებით მხარეებზე. გ.წერეთელი (კომენტარი)
დ.ძაგნიძემ ასევე, III მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი: «საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საპარლამენტო ფრაქციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «პროკურატურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «პაციენტის უფლებების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «საქართველოს ორგანულ კანონში «საქართველოს საარჩევნო კოდექსი» ცვლილებების შეტანის თაობაზე», ,,განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების საინჟინრო-გეოდეზიური კონტროლისა და უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «მშენებლობის ნებართვის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «სახელმწიფო პენსიის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», ,,სახალხო დამცველის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», ,,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «ჯანმრთელობის დაცვის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში» ცვლილების შეტანის თაობაზე», ,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე», ,,სპორტის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «რეფერენდუმის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საბიბლიოთეკო საქმის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე», «საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე», «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე».
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
ზ.დეკანოიძემ III მოსმენისათვის წარმოადგინა «მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
შენიშვნები არ გამოთქმულა.
მანვე III მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ» სქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე» და მისგან გამომდინარე «საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე»
შენიშვნები არ გამოთქმულა.
ჩ.თაქთაქიშვილმა II მოსმენისათვის გამოიტანა საქართველოს კანონის პროექტის «ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» ღიად დარჩენილი 1-ლი მუხლის 1-ლი და მე-6 პუნქტები
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე III მოსმენით წარმოადგინა თავად საქართველოს კანონის პროექტი «ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ»
შენიშვნები არ გამოთქმულა.
ზ.დეკანოიძემ პარლამენტს წარუდგინა შოთა ღვინერიას კანდიდატურა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დასანიშნად.
შეკითხვები არ დასმულა.
მან ასევე, პარლამენტს წარუდგინა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონის კანდიდატურა წმინდა საყდართან (ვატიკანში) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დასანიშნად
შეკითხვები არ დასმულა.
თანამოხსენებით გამოვიდა ა.მინაშვილი.
გ.მამაცაშვილმა (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე) II მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვავნე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე» მუხლობრივი განხილვით.
შეკითხვები არ დასმულა.
გ.ხუროშვილმა II მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» მუხლობრივად
მანვე II მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტი «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ»
შეკითხვები არ დასმულა.
ლ.თორდიამ II მოსმენისათვის გამოიტანა საქართველოს კანონის პროექტი «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე» და მისგან გამომდინარე კანონპროექტი «სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» პუნქტობრივი განხილვით.
შეკითხვები არ დასმულა.
თ.წურწუმიამ პარლამენტს I მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «სამშენებლო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და მისგან გამომდინარე კანონპროექტები «წყლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «იარაღის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე».
შეკითხვები არ დასმულა.
ლ.ვეფხვაძემ II მოსმენით წარმოადგინა საკუთარი ინიციატივა, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «საქართველოს ორგანულ კანონში «საქართველოს საარჩევნო კოდექსი» ცვლილების შეტანის შესახებ» მუხლობრივად.
ბ.ბუცხრიკიძე (შენიშვნა), პ.კუბლაშვილი (მოსაზრება).
ამით დილის სხდომა დასრულდა.
სხდომა განახლდა 1600 საათზე.
სხდომას თავმჯდომარეობდა – გიორგი წერეთელი, დავით ბაქრაძე.
სხდომას ესწრებოდა – ნიდერლანდებში საქართველოს ელჩობის კანდიდატი.
ჩატარდა რეგისტრაცია – 109 პ.წ.
სხდომა გაგრძელდა კენჭისყრის პროცედურებით.
კენჭისყრაზე დადგა შემდეგი საკითხები:
საქართველოს კანონის პროექტი «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე»
III მოსმენა
რეგისტრაცია – 112 მომხრე – 91
კვორუმი – 57
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 114 მომხრე – 94
კვორუმი – 58
წინააღმდეგი _ 1
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ» სქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 116 მომხრე – 98
კვორუმი – 59
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 116 მომხრე – 93
კვორუმი – 59
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტის «ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» 1-ლი მუხლის 1-ლი და მე-6 პუნქტები
II
მოსმენა
რეგისტრაცია – 116 მომხრე – 90
კვორუმი – 59
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 116 მომხრე – 95
კვორუმი – 59
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 116 მომხრე – 87
კვორუმი – 59
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «შოთა ღვინერიას ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე»
რეგისტრაცია – 117 მომხრე – 95
კვორუმი – 59
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონის წმინდა საყდართან (ვატიკანში) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე»
რეგისტრაცია – 117 მომხრე – 89
კვორუმი – 59
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» II მოსმენა
რეგისტრაცია – 117 მომხრე – 88
კვორუმი – 59
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ» II მოსმენა
რეგისტრაცია – 117 მომხრე – 85
კვორუმი – 59
წინააღმდეგი _ 0
_______________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 117 მომხრე – 92
კვორუმი – 59
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 117 მომხრე – 88
კვორუმი – 59
წინააღმდეგი _ 0
_______________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «სამშენებლო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 117 მომხრე – 91
კვორუმი – 59
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «წყლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 117 მომხრე – 83
კვორუმი – 59
წინააღმდეგი _ 1
საქართველოს კანონის პროექტი «იარაღის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 117 მომხრე – 88
კვორუმი – 59
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 117 მომხრე – 86
კვორუმი – 59
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «საქართველოს ორგანულ კანონში «საქართველოს საარჩევნო კოდექსი» ცვლილების შეტანის შესახებ» II მოსმენა (მე-9 პუნქტის გარეშე)
რეგისტრაცია – 117 მომხრე – 94
კვორუმი – 70
წინააღმდეგი _ 0
კენჭისყრის პროცედურების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე სხდომაზე გამოცხადდა შესვენება.
შესვენების დროს პრეზიდენტის გამოსვლამდე დარბაზი შეივსო მოწვეული სტუმრებით (უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, პრეზიდენტის რწმუნებულები საქართველოს რეგიონებში, საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საპატიო სტუმრის სტატუსით მყოფი რუსი ჟურნალისტები და სხვ.)
პრეზიდენტის მობრძანების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და სიტყვა გადასცა საქართველოს პრეზიდენტს.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტისა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე წარსდგა «ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე» ყოველწლიური მოხსენებით.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატების დაწყებამდე გამოცხადდა 15-წუთიანი შესვენება.
შესვენების შემდეგ პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა ძალებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიციები. უმრავლესობა-უმცირესობისთვის განკუთვნილი 45 – 45 წუთი გადაინაწილეს: მ.ანიკაშვილმა, გ.ჩახვაძემ, დ.ლორთქიფანიძემ, გ.წერეთელმა, გ.არსენიშვილმა, ზ.მელიქიშვილმა, ჯ.ბაღათურიამ, გ.ცაგარეიშვილმა, პ.კუბლაშვილმა.
ფრაქციების სახელით გამოვიდნენ: გ.თორთლაძე, გ.ახვლედიანი, გ.გაბაშვილი.
უმცირესობის სახელით გამოვიდა გ.თარგამაძე, უმრავლესობის სახელით – პ.ცისკარიშვილი.
შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი.
სხდომა დასრულდა.