საქართველოს პარლამენტის 2010 წლის

                                  

9 ნოემბრის პლენარული სხდომის

                           

ოქმი N 117

 

                                

 

    სხდომა დაიწყო – 1215სთ.

   

სხდომას თავმჯდომარეობდნენდავით ბაქრაძე                          

 

სხდომას ესწრებოდნენ    _                    .გორდულაძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე),   .ხუროშვილი (მთავრობის საპარლამენტო მდივანი),   .მიქელაძე (ფინანსთა მინისტრის მოადგილე), .კალანდაძე (საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე), .მამაცაშვილი (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე).

 

რეგისტრაცია გაიარა – 96 პარლამენტის წევრმა,  კვორუმი – 76

 

დღის წესრიგთან დაკავშირებით გამოვიდა .გაბაშვილი (ითხოვა მომავალი სხდომის დღის წესრიგში საქართველოს კანონის პროექტისეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” III მოსმენით ჩასმა)

 

ხელის აწევით, დამტკიცდა სხდომის დღის წესრიგი.

 

რეგლამენტის თანახმად განცხადებებით გამოვიდნენ: .ბაღათურია (გააპროტესტაელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებკანონში შეტანილი დამატება, რომლის მიხედვითაც დენის, წყლისა და დასუფთავების გადასახადებიდან ერთ-ერთის გადაუხდელობის შემთხვევაში აბონენტს უწყდება სამივე მომსახურება. მან ასევე, უარყოფითად შეაფასა მეთორმეტე კლასელებისათვის საატესტაციო გამოცდების დანიშვნა), L.ვეფხვაძე (მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მის მიერ შემოთავაზებული ინიციატივის განხორციელების დაჩქარება), .ბაქრაძე (განმარტება), .ახვლედიანი (ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე), .ლორთქიფანიძე (მოითხოვა პარლამენტის მონიტორინგის ჯგუფის შესვლა ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებებში და გლდანის ¹8 საგამოძიებო იზოლატორში. მოითხოვა სახალხო დამცველისგან ამ დაწესებულებებში არსებული ვითარების შესწავლა), .გაბაშვილი (.ბაღათურიას განცხადების საპასუხოდ ვრცლად განმარტა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთათვის გამოცდების ჩატარების წესები), .არსენიშვილი (განმარტება .ლორთქიფანიძის განცხადებაზე), .ცაგარეიშვილი (მიმდინარე წლის გაზრდილი ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივად განაწილების თაობაზე), .ჩახვაძე (გამოთქვა ეროვნულ-დემოკრატების მოსაზრება გამოსაშვები კლასების გამოცდებთან და კომუნალური მომსახურების ერთიანი ადმინისტრირების თაობაზე), .ბაღათურია (დაზუსტება).

 

განცხადებების დასრულების შემდეგ .ზამბახიძემ (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი) პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტისაჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მომხსენებელს შეკითხვით მიმართა .ვეფხვაძემ.

 

.კალანდაძემ პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარუდგინასაკონსულო ფუნქციების შესახებ ევროპული კონვენცია

შეკითხვები არ დასმულა.

 

მანვე რატიფიცირებისათვის წარმოადგინალტოლვილთა დაცვასთან დაკავშირებით საკონსულო ფუნქციების შესახებევროპული კონვენციის ოქმი

შეკითხვები არ დასმულა.

 

.გოდაბრელიძემ პარლამენტს წარუდგინა უკვე I მოსმენით განხილული, მაგრამ აღნიშნული დროისთვის უკვე აქტუალობადაკარგული საკუთარი ინიციატივა - ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”. მან განმარტა კანონპროექტის შემდგომი განხილვის მიზანშეუწონლობა და ითხოვა პარლამენტისგან მისი და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტის სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზეგამოთხოვა.

 

.ხუროშვილმაც პარლამენტს ასევე, წარუდგინა უკვე II მოსმენით განხილული, მაგრამ აღნიშნული დროისთვის აქტუალობადაკარგული მთავრობის ინიციატივა - “საქონლის დეკლარირების მოსაკრებლების შესახებ. მან განმარტა კანონპროექტის შემდგომი განხილვის მიზანშეუწონლობა და ითხოვა პარლამენტისგან მისი გამოთხოვა.

 

მანვე პარლამენტს II მოსმენით, მუხლობრივად განსახილველად წარუდგინა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისაქართველოს კონსტიტუციაში დამატებების შეტანის შესახებ

მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს .ჩახვაძემ და .ვეფხვაძემ.

მომხსენებელმა უპასუხა შეკითხვებს.

განმარტებებით და თანამოხსენებით გამოვიდა .მელიქიშვილი.

ცალკეული დეპუტატებიდან კანონპროექტთან დაკავშირებით გამოვიდნენ: .ჩახვაძე, .ბაღათურია

ფრაქციის სახელით გამოვიდა .ვეფხვაძე

უმრავლესობის სახელით.მელიქიშვილი.

დასკვნითი სიტყვით გამოვიდა მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

 

.თორდიამ პარლამენტს II მოსმენით, მუხლობრივად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტიეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

შეკითხვები არ დასმულა.

 

.გორდულაძემ II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტიუცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებსაქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” II მოსმენა

შეკითხვები არ დასმულა.

 

.მიქელაძემ III მოსმენისათვის გამოიტანა საქართველოს კანონის პროექტისაქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე

რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

მანვე II მოსმენით, მუხლობრივად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტისაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

შეკითხვები არ დასმულა.

 

.მამაცაშვილმა III მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტისაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

.თორდიამ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტისაქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

შეკითხვები არ დასმულა.

 

მანვე I მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტებისააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზედასაქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსიცვლილების შეტანის შესახებ

შეკითხვები არ დასმულა.

 

.ცინცაძემ (სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე) I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს  კანონის  პროექტი ,,საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მომხსენებელს შეკითხვებით მიმართა .ჩახვაძემ.

 

.კუკავამ პარლამენტს წარუდგინა უკვე II მოსმენით განხილული, მაგრამ აღნიშნული დროისთვის აქტუალობადაკარგული საკუთარი ინიციატივა -  მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზემან განმარტა კანონპროექტის შემდგომი განხილვის მიზანშეუწონლობა და ითხოვა პარლამენტისგან მისი გამოთხოვა.

  

 

 

 

                 დილის სხდომა დასრულდა.

 

 

 

                      სხდომა განახლდა 1605 საათზე.

 

 

სხდომას თავმჯდომარეობდადავით ბაქრაძე  

სხდომას ესწრებოდნენ 

 

 სხდომა განახლდა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ 2009 წლის საშემოდგომო და 2010 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშის განხილვით. ანგარიში წარმოადგინა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეკითხვები არ დასმულა.

 

დეპუტატებმა ხელის აწევით ცნობად მიიღეს წარმოდგენილი ანგარიში.

 

    პარლამენტის თავმჯდომარემ მოითხოვა თანხმობა კენჭისყრების პროცედურების ჩატარებაზე.

 

რეგისტრაცია გაიარა 101 პარლამენტის წევრმა,    კვორუმი – 76

 

კენჭისყრაზე დადგა შემდეგი საკითხები:

 

 საქართველოს კანონის პროექტისაჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენა

                  

         რეგისტრაცია – 101                        მომხრე – 97

           კვორუმი – 51                   წინააღმდეგი _ 0

___________________________________________________________________________

საქართველოს კანონის პროექტი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” II მოსმენა (მიღებულია    I მოსმენით 2009 წლის 6 ნოემბერს; საქართველოს პარლამენტის წევრს გიორგი გოდაბრელიძეს /მომართვის წერილი ¹145 ბიურო/ კანონპროექტის შემდგომი განხილვა მიზანშეუწონლად მიაჩნია)

                  

       რეგისტრაცია – 102                        მომხრე – 11

           კვორუმი – 52                   წინააღმდეგი _ 44

 

საქართველოს კანონის პროექტი სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” II მოსმენა

                     

       რეგისტრაცია – 104                        მომხრე – 9

           კვორუმი – 53                   წინააღმდეგი _ 42

 

___________________________________________________________________________

საქართველოს კანონის პროექტიმოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” III მოსმენა (მიღებულია II მოსმენით 2010 წლის 13 ივლისს; საქართველოს პარლამენტის წევრს ზვიად კუკავას /მომართვის წერილი ¹150 ბიურო/ კანონპროექტის შემდგომი განხილვა მიზანშეუწონლად მიაჩნია)

                

        რეგისტრაცია – 104                        მომხრე – 4

           კვორუმი – 53                   წინააღმდეგი _ 40

 

____________________________________________________________________________

საქართველოს კანონის პროექტისაქონლის დეკლარირების მოსაკრებლების შესახებ” III მოსმენა (მიღებულია II მოსმენით 2010 წლის 21 ივლისს; საქართველოს მთავრობას /განკარგულება N1351, 20.10.10/ კანონპროექტის შემდგომი განხილვა მიზანშეუწონლად მიაჩნია)

                    

       რეგისტრაცია – 107                        მომხრე – 0

           კვორუმი – 54                   წინააღმდეგი _ 37

 ____________________________________________________________________________

საქართველოს კანონის პროექტიეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” II მოსმენა

 

        რეგისტრაცია – 107                        მომხრე – 99

           კვორუმი – 54                   წინააღმდეგი _ 0

 

____________________________________________________________________________

საქართველოს კანონის პროექტიუცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებსაქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” II მოსმენა

      

       რეგისტრაცია – 107                        მომხრე – 88

           კვორუმი – 54                   წინააღმდეგი _ 0

 

____________________________________________________________________________

 საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისაქართველოს კონსტიტუციაში დამატებების შეტანის შესახებ” II მოსმენა (1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის გარეშე)

         

        რეგისტრაცია – 107                        მომხრე – 105

           კვორუმი – 100                   წინააღმდეგი _ 0

 

____________________________________________________________________________

საქართველოს კანონის პროექტისაქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” I მოსმენა

           

       რეგისტრაცია – 107                        მომხრე – 93

           კვორუმი – 54                   წინააღმდეგი _ 0

 

საქართველოს კანონის პროექტისააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე     I მოსმენა

                

       რეგისტრაცია – 108                        მომხრე – 90

           კვორუმი – 55                   წინააღმდეგი _ 0

 

საქართველოს ორგანული კანონის პროექტისაქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსიცვლილების შეტანის შესახებ  I მოსმენა

            

       რეგისტრაცია – 108                        მომხრე – 93

           კვორუმი – 71                   წინააღმდეგი _ 0

      ___________________________________________________________________________

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტისაკონსულო ფუნქციების შესახებ ევროპული კონვენციისრატიფიცირების თაობაზე 

            

       რეგისტრაცია – 108                        მომხრე – 95

           კვორუმი – 76                   წინააღმდეგი _ 0

    ___________________________________________________________________________

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტილტოლვილთა დაცვასთან დაკავშირებით საკონსულო ფუნქციების შესახებევროპული კონვენციის ოქმისრატიფიცირების თაობაზე

           

        რეგისტრაცია – 108                        მომხრე – 91

           კვორუმი – 76                   წინააღმდეგი _ 0

___________________________________________________________________________

საქართველოს კანონის პროექტისაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” II მოსმენა

          

        რეგისტრაცია – 108                        მომხრე – 89

           კვორუმი – 55                   წინააღმდეგი _ 0

 

____________________________________________________________________________

საქართველოს  კანონის  პროექტი  ,,საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” I მოსმენა

            

       რეგისტრაცია – 108                        მომხრე – 86

           კვორუმი – 55                   წინააღმდეგი _ 0

 

     

 

                      სხდომა დასრულდა.