საქართველოს პარლამენტის 2010 წლის

 

14 სექტემბრის პლენარული სხდომის

 

ოქმი  N108

 

                                

 

    სხდომა დაიწყო – 1210სთ.

   

სხდომას თავმჯდომარეობდნენმიხეილ მაჭავარიანი, გიორგი წერეთელი                            

სხდომას ესწრებოდნენ    _                          .გორდულაძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე),   მოადგილე),  .კაპანაძე (მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე), .ქადაგიძე (ეროვნული ბანკის პრეზიდენტი)

 

რეგისტრაცია გაიარა – 95 პარლამენტის წევრმა,  კვორუმი – 76

 

საშემოდგომო სესია გაიხსნა საქართველოს ჰიმნით.

 

დღის წესრიგის დამტკიცებამდე .ლალიაშვილმა ითხოვა ავღანეთში დაღუპული ასმეთაურის მუხრან შუკვანისათვის წუთიერი დუმილით პატივის მიგება.

 

ხელის აწევით დამტკიცდა წარმოდგენილი დღის წესრიგი.

 

განცხადებებით გამოვიდნენ: .თარგამაძე (სასურსათო პროდუქტებზე ფასების კატასტროფულ ზრდასთან დაკავშირებით ითხოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის პარლამენტში მობრძანება და პოლიტიკური დებატების გამართვა), .მაჭავარიანი (განმარტება), .ბაღათურია (მოითხოვა მთავრობის მხრიდან ჩარევა და  სურსათსა და მედიკამენტებზე არსებული მონოპოლიური ფასების დარეგულირება), .ვეფხვაძე (საკონსტიტუციო რეფორმის განხილვის მიმდინარეობის არასათანადოდ გაშუქების თაობაზე), .ანიკაშვილი (სახელმწიფოს მიერ ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახებისათვის გამოყოფილი კომპენსაციის გარეშე დარჩენილი 25 ოჯახის თაობაზე), .მაჭავარიანი (დაავალა ჯანდაცვის კომიტეტს საკითხის შესწავლა და მომდევნო სხდომაზე მოხსენება), .კერვალიშვილი (გენდერული თანასწორობის საბჭოს სახელით მიმართა პარლამენტს ერთობლივად ეთხოვოს ირანის ხელისუფლებას სიცოცხლე შეუნარჩუნოს ორი შვილის დედას საქინე აშთიანის, რომელსაც ქვეყნის კანონმდებლობით მიესაჯა ჩაქოლვა), .ლორთქიფანიძე (გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს  ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა დაბრუნების შესახებ რეზოლუციის მიღებისას სომხეთის არაკეთილმეზობლური პოზიციის დაფიქსირების თაობაზე), .მინაშვილი (კომენტარი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ განცხადებებზე), .გამსახურდია (14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტარიზმის აღდგენის 20 წლისთავთან დაკავშირებით მოითხოვა ამ თარიღის ღირსეულად ღნიშვნა), .მაჭავარიანი (განმარტება), .ცაგარეიშვილი (წლევანდელი გვალვის სავალალო შედეგებზე რეგიონებში და მის მიმართ მთავრობის უყურადღებობაზე), .მაჭავარიანი (კომენტარი), .მისაბიშვილი (განმარტება .ცაგარეიშვილის განცხადების თაობაზე), .მელიქიშვილი (კომერციული ბანკების მიერ კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული საკომისიოს მიზანშეუწონლობაზე. მოითხოვა ეროვნული ბანკისგან ამ საკითხის მოსახლეობის სასარგებლოდ გადაწყვეტა), .წერეთელი, .ხაბაზი (მთავრობის ინიციატივაზე ქობულეთში სასტუმროების ამშენებელი ინვესტორების 15 წლით გადასახადებისაგან გათავისუფლების თაობაზე), .ცისკარიშვილი (კომენტარი საპარლამენტო ოპოზიციის წევრების გამოსვლების თაობაზე და მათ არაკომპეტენტურობაზე).

 

სხდომის თავმჯდომარემ .ბაღათურიას გამოსვლის პასუხად დარბაზს წაუკითხა ამონარიდი საგაზაფხულო სესიის სტენოგრაფიული ჩანაწერიდან.

 

  სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა გიორგი წერეთელმა.

 

განცხადებების დასრულების შემდეგ .ქადაგიძემ პარლამენტს წარუდგინა საქართველოს ეროვნული ბანკის 2009 წლის წლიური ანგარიში.

მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს .თარგამაძემ და .მალაშხიამ.

მომხსენებელმა უპასუხა შეკითხვებს.

თანამოხსენებით გამოვიდა .მელიქიშვილი.

ანგარიშთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის სახელით გამოვიდა .ჩახვაძე.

 

.მელიქიშვილმა პარლამენტს წარუდგინა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქართველოს ეროვნული ბანკის 2009 წლის წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ»

 

 

                  დილის სხდომა დასრულდა.

         

               

 

                      სხდომა განახლდა 1610 საათზე.

 

 

სხდომას თავმჯდომარეობდაგიორგი წერეთელი.

სხდომას ესწრებოდნენ  .მიქელაძე (ფინანსთა მინისტრის მოადგილე), .გორდულაძე.

 

 

სხდომა განახლდა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2009-2010 წლების განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიშით.

ანგარიში წარმოადგინა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ .კენჭოშვილმა.

შეკითხვები არ დასმულა.

 

.იმნაძემ პარლამენტს წარუდგინა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ 2009 წლის საშემოდგომო და 2010 წლის საგაზაფხულო სესიებზე გაწეული საქმიანობის ანგარიში.

შეკითხვები არ დასმულა.

 

.თორდიამ წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილისა და ლაშა თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (N07-3/234, 11.02.10)  «საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ», «აივ ინფექცია /შიდსის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» და «ნოტარიატის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» კანონპროექტების მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების თაობაზე»

შეკითხვები არ დასმულა.

 

.გოგორიშვილმა პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ»

შეკითხვები არ დასმულა.

 

.გორდულაძემ პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარუდგინა შეთანხმება «ნატოსა და საქართველოს შორის ნატოს სამეკავშირეო ოფისის შექმნის, სტატუსისა და პერსონალის შესახებ»

შეკითხვები არ დასმულა.

 

მანვე რატიფიცირებისათვის წარმოადგინა შეთანხმება «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს შორის პოლიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ»

შეკითხვები არ დასმულა.

 

.მიქელაძემ ასევე, რატიფიცირებისათვის წარმოადგინა ხელშეკრულება «ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ (ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის

შეკითხვები არ დასმულა.

 

მანვე პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარუდგინა «საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ» შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე» 2010 წლის 17 ივლისს ხელმოწერილი ოქმი

შეკითხვები არ დასმულა.

 

.მიქელაძემ ასევე, რატიფიცირებისათვის წარმოადგინა «საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინასების (განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიებადა «საქართველოსა და რეკონსტრუქციისა  და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო (განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიებახელშეკრულებები

შეკითხვები არ დასმულა.

 

მანვე რატიფიცირებისათვის წარმოადგინა «საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულება (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა)

შეკითხვები არ დასმულა.

 

.ანჯაფარიძემ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»

შეკითხვები არ დასმულა.

 

მანვე I მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტი «საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»

შეკითხვები არ დასმულა.

 

.ანჯაფარიძემ ასევე, I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»

მომხსენებელს შეკითხვებით მიმართა .ცაგარეიშვილმა.

განმარტებით გამოვიდა .თორდია.

აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდნენ .ვეფხვაძე და .მინაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გამოვიდა .ვეფხვაძე.

უმრავლესობის სახელით.მინაშვილი.

დასკვნითი სიტყვით გამოვიდა .ანჯაფარიძე.

 

.ქავთარაძემ I მოსმენით განსახილველად გამოიტანა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»

შეკითხვები არ დასმულა.

 

მანვე I მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტები: «სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე», «საკონსულო მოსაკრებლის შესახებ», «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე», «საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ» და «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»

შეკითხვები არ დასმულა.

.თორდიამ ასევე, I მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე»

შეკითხვები არ დასმულა.

 

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დასრულდა.

 

ხუთწუთიანი ტექნიკური შესვენების შემდეგ ჩატარდა რეგისტრაცია – 93

   

ხელის აწევით დარბაზმა თანხმობა განაცხადა კენჭისყრის პროცედურების ჩატარებაზე.

 

კენჭისყრაზე დადგა შემდეგი საკითხები:

 

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქართველოს ეროვნული ბანკის 2009 წლის წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ»

         

          რეგისტრაცია – 93                        მომხრე – 83

              კვორუმი – 50                    წინააღმდეგი _ 1

___________________________________________________________________________

პარლამენტმა ცნობად მიიღო საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების  მიერ 2009 წლის საშემოდგომო და 2010 წლის საგაზაფხულო სესიებზე გაწეული საქმიანობის ანგარიშები.

 

____________________________________________________________________________

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილისა და ლაშა თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (¹07-3/234, 11.02.10)  «საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ», «აივ ინფექცია /შიდსის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» და «ნოტარიატის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» კანონპროექტების მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების თაობაზე»

 

          რეგისტრაცია – 94                         მომხრე – 83

              კვორუმი – 50                    წინააღმდეგი _ 0

 

____________________________________________________________________________

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «ნატოსა და საქართველოს შორის ნატოს სამეკავშირეო ოფისის შექმნის, სტატუსისა და პერსონალის შესახებ» შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე»

            რეგისტრაცია – 94                         მომხრე – 78

              კვორუმი – 76                    წინააღმდეგი _ 0

 

____________________________________________________________________________

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს შორის პოლიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ» შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე»

  

            რეგისტრაცია – 94                         მომხრე – 82

              კვორუმი – 76                    წინააღმდეგი _ 0

 

____________________________________________________________________________

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ ხელშეკრულების (ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვისრატიფიცირების თაობაზე»

    

          რეგისტრაცია – 94                         მომხრე – 89

              კვორუმი – 76                    წინააღმდეგი _ 0

 

__________________________________________________________________________________

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ» შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე» 2010 წლის 17 ივლისს ხელმოწერილი ოქმის რატიფიცირების თაობაზე»

    

          რეგისტრაცია – 94                         მომხრე – 87

              კვორუმი – 76                    წინააღმდეგი _ 0

 

____________________________________________________________

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინასების ხელშეკრულების (განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიებარატიფიცირების თაობაზე»

 

           რეგისტრაცია – 94                         მომხრე – 87

              კვორუმი – 76                    წინააღმდეგი _ 0

 

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქართველოსა და რეკონსტრუქციისა  და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიებარატიფიცირების თაობაზე»  

   

           რეგისტრაცია – 94                         მომხრე – 87

              კვორუმი – 76                    წინააღმდეგი _ 0

 

____________________________________________________________________________

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა) რატიფიცირების თაობაზე»

    

            რეგისტრაცია – 94                         მომხრე – 87

              კვორუმი – 76                    წინააღმდეგი _ 0

    ____________________________________________________________       

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»     I მოსმენა

           

          რეგისტრაცია – 94                         მომხრე – 86

              კვორუმი – 71                    წინააღმდეგი _ 0

 

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» I მოსმენა

                

           რეგისტრაცია – 94                         მომხრე – 83

              კვორუმი – 71                    წინააღმდეგი _ 0

 

____________________________________________________________________________

საქართველოს კანონის პროექტი «ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე» I მოსმენა

                

           რეგისტრაცია – 94                         მომხრე – 80

              კვორუმი – 50                    წინააღმდეგი _ 0

 

____________________________________________________________________________

საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა

        

          რეგისტრაცია – 94                         მომხრე – 85

              კვორუმი – 50                    წინააღმდეგი _ 0

 

საქართველოს კანონის პროექტი «სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»     I მოსმენა

            

          რეგისტრაცია – 94                         მომხრე – 84

              კვორუმი – 50                    წინააღმდეგი _ 0

 

საქართველოს კანონის პროექტი «საკონსულო მოსაკრებლის შესახებ»         I მოსმენა

                                                                                                                                                   რეგისტრაცია – 94                         მომხრე – 76

              კვორუმი – 50                    წინააღმდეგი _ 1

 

 

საქართველოს კანონის პროექტი «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა

            

          რეგისტრაცია – 94                         მომხრე – 80

              კვორუმი – 50                    წინააღმდეგი _ 0

 

საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ» I მოსმენა

           

          რეგისტრაცია – 94                         მომხრე – 77

              კვორუმი – 50                    წინააღმდეგი _ 0

 

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»     I მოსმენა

                            

 რეგისტრაცია – 94                         მომხრე – 81

              კვორუმი – 71                    წინააღმდეგი _ 0

   ____________________________________________________________________________

საქართველოს კანონის პროექტი «ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა

                                       

      რეგისტრაცია – 94                         მომხრე – 77

              კვორუმი – 50                    წინააღმდეგი _ 0

    ____________________________________________________________________________

საქართველოს კანონის პროექტი «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ» I მოსმენა

              

 რეგისტრაცია – 94                         მომხრე – 77

              კვორუმი – 50                    წინააღმდეგი _ 0

 

  

 

 

                      სხდომა დასრულდა.