საქართველოს პარლამენტის 2010 წლის
26 მარტის პლენარული სხდომის
ოქმი N94
სხდომა დაიწყო – 1115სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდა – დავით ბაქრაძე, გიორგი წერეთელი.
სხდომას ესწრებოდნენ _ გ.ხუროშვილი (მთავრობის საპარლამენტო მდივანი), ზ.დეკანოიძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე), ნ.მიქელაძე (ფინანსთა მინისტრის მოადგილე), გ.მამაცაშვილი (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე), ლ.ჭოლაძე (სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე), ი.ღვალაძე (საქპატენტის გენერალური დირექტორი).
რეგისტრაცია გაიარა – 72 პარლამენტის წევრმა, კვორუმი – 76
კვორუმი არ შედგა. გამოცხადდა ათწუთიანი შესვენება.
შესვენების შემდეგ ჩატარდა განმეორებითი რეგისტრაცია – 97
დღის წესრიგთან დაკავშირებით გამოვიდა გ.ახვლედიანი (ითხოვა «კარტახენას ოქმის» განხილვის დროს «ქრიატიან-დემოკრატების» დადგენილების პროექტის გათვალისწინებაც. ასევე, ითხოვა დღის წესრიგში რატი მაისურაძის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წევრად არჩევის საკითხის დამატება). დ.ბაქრაძე (განმარტება).
ხელის აწევით დამტკიცდა დღის წესრიგი.
განცხადებებით გამოვიდნენ: პ.დავითაია (რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ერთობლივი დაცვის თაობაზე შეთანხმებების მომზადების შესახებ), დ.ბაქრაძე (დაავალა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადების პროექტის მომზადება), ჯ.ბაღათურია («სახალხო ბანკის» მიერ პენსიონერებისათვის ოვერდრაფტით სარგებლობისას მაღალი საპროცენტო განაკვეთის დაწესების თაობაზე. მოითხოვა «სამთავრობო საათზე» ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების მოწვევა და განმარტებების გაკეთება), დ.ლორთქიფანიძე (ჟურნალ «ტაბულაში» საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ანალიტიკური სტატიის თაობაზე), დ.ბაქრაძე (კომენტარი), დ.დარჩიაშვილი (ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში დანიშნული საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომის თაობაზე)
ნ.ლალიაშვილი (თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პრობლემების თაობაზე), ა.მინაშვილი (კომენტარი დ.ლორთქიფანიძის გამოსვლასთან დაკავშირებით), დ.ბაქრაძე (ჰოსპიტალური რეფორმის პრობლემის გადაწყვეტის მთავრობისეული გეგმის შესახებ), მ.მაჭავარიანი (კომენტარი ნ.ლალიაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით), გ.თარგამაძე (რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მოგვარების გზებზე), შ.მალაშხია (ინფორმაცია დროებითი კომისიის მომავალი სხდომის თაობაზე).
განცხადებების დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის წევრებს აცნობა ბიუროს გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის «სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე» დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე.
ს.სისაურმა პარლამენტს II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარუდგინა ზემოთ აღნიშნული კანონპროექტი.
შეკითხვები არ დასმულა.
განხილვის დასრულების შემდეგ კენჭისყრაზე დადგა საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე»
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 83
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
ასევე კენჭი ეყარა:
საქართველოს კანონის პროექტის «სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ» მე-4 მუხლი II მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 86
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 83
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
სხდომა გაგრძელდა საკითხების განხილვით.
რ.კერვალიშვილმა პარლამენტს III მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «გენდერული თანასწორობის შესახებ»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
ლ.თორდიამ II მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» მუხლობრივი განხილვით.
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე პარლამენტს I მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე I მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტები საქართველოს კანონის პროექტი «აივ ინფექცია/შიდსის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» და საქართველოს კანონის პროექტი «ნოტარიატის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
ლ.თორდიამ ასევე, I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი:
«მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე», «საჯარო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ», «გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე», «სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ».
შეკითხვები არ დასმულა.
ელჩების დამტკიცების საკითხი გადაიდო მათი გამოუცხადებლობის გამო.
ა.მინაშვილმა პარლამენტს II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე»
შენიშვნა გამოთქვა გ.ხუროშვილმა.
შეკითხვები არ დასმულა.
გ.ხუროშვილმა I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
მ.მჟავანაძემ (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე) პარლამენტს I მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
თანამოხსენებით გამოვიდა ო.თოიძე.
აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა გ.წერეთელი.
გ.მამაცაშვილმა II მოსმენით, მუხლობრივად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარმოადგინა
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
გ.მამაცაშვილმა ასევე, II მოსმენისათვის, მუხლობრივი განხილვით გამოიტანა საქართველოს კანონის პროექტი ,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
ლ.ჭოლაძემ III მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის Fთაობაზე»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
მანვე წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» (გამარტივებული წესით)
შეკითხვები არ დასმულა.
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა გიორგი წერეთელმა.
გ.ჩახნაშვილმა II მოსმენისათვის, პუნქტობრივად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე II მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტები «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და «მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
თანამოხსენებით გამოვიდა ჩ.თაქთაქიშვილი.
გ.ჩახნაშვილმა პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «გრანტების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე»
თანამოხსენებით გამოვიდა ზ.მელიქიშვილი.
გ.ჩახნაშვილმა ასევე, I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი «ამნისტიის შესახებ»
მომხსენებელს შეკითხვით და თხოვნით მიმართა დ.ლორთქიფანიძემ.
თანამოხსენებით გამოვიდა ლ.თორდია.
ნ.მიქელაძემ პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარუდგინა «საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2010 წლის 18 თებერვალს ხელმოწერილი «სასესხო ხელშეკრულება (ჭარის მყარი ნარჩენების პროექტი)»
თანამოხსენებით გამოვიდა ზ.მელიქიშვილი.
შეკითხვები არ დასმულა.
გ.გოგუაძემ რატიფიცირებისათვის წარმოადგინა «ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციისა» და «ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმი მოთხოვნათა რეალიზაციის შესახებ»
თანამოხსენებით გამოვიდა ზ.მელიქიშვილი.
მომხსენებელს შეკითხვით მიმართა დ.ლორთქიფანიძემ.
განმარტებითი სიტყვით გამოვიდა გ.წერეთელი.
მოსაზრება გამოთქვა ზ.გამცემლიძემ.
უმცირესობის სახელით სიტყვით გამოვიდა გ.თარგამაძე.
უმრავლესობის სახელით – ზ.გამცემლიძე.
დ.ლორთქიფანიძე – შეკითხვით მიმართა მომხსენებელს. ზოგადად მხარი დაუჭირა მის ინიციატივას.
მ.ცქიტიშვილმა III მოსმენით წარმოადგინა თავისი ინიციატივა - საქართველოს კანონის პროექტი «შემოსავლების სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
მანვე III მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტები: «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ», «საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «იარაღის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე».
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა დავით ბაქრაძემ.
ზ.კუკავამ პარლამენტს I მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ»
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე I მოსმენისათვის წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტი «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე»
შეკითხვები არ დასმულა.
ი.ღვალაძემ პარლამენტს I მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «დიზაინის შესახებ»
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე I მოსმენისათვის წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტები: «საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე», «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე», «საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ», «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ».
შეკითხვები არ დასმულა.
დილის სხდომა დასრულდა.
სხდომა განახლდა 1610 საათზე.
სხდომას თავმჯდომარეობდა – დავით ბაქრაძე, რუსუდან კერვალიშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ – ს.სისაური, გ.ხუროშვილი.
სხდომა განახლდა დარჩენილი საკითხების განხილვით.
ს.სისაურმა პარლამენტს III მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე»
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტს წარუდგინა უმცირესობიდან წარმოდგენილი რატი მაისურაძის კანდიდატურა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წევრად ასარჩევად.
კენჭისყრებამდე გამოცხადდა ხუთწუთიანი ტექნიკური შესვენება.
შესვენების შემდეგ ჩატარდა რეგისტრაცია – 98
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა რუსუდან კერვალიშვილმა.
კენჭისყრაზე დადგა შემდეგი საკითხები:
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 98 მომხრე – 85
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «აივ ინფექცია/შიდსის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 101 მომხრე – 88
კვორუმი – 51
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «ნოტარიატის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 104 მომხრე – 86
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «გენდერული თანასწორობის შესახებ»
III მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 93
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 89
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 83
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 90
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» II
მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 80
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 73
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 1
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი ,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 77
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის Fთაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 81
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» (გამარტივებული წესით)
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 78
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 78
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 83
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საჯარო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 78
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 84
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 76
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 77
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 77
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» II მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 83
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 78
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «გრანტების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 78
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «ამნისტიის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 83
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 1
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციისა» და «ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმის მოთხოვნათა რეალიზაციის შესახებ»
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 83
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2010 წლის 18 თებერვალს ხელმოწერილი «სასესხო ხელშეკრულების (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი)» რატიფიცირების თაობაზე»
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 86
კვორუმი – 76
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «შემოსავლების სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 81
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ» III მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 81
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 69
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «იარაღის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 76
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 70
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 76
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
_____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «დიზაინის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 70
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 68
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 1
საქართველოს კანონის პროექტი «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 72
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 70
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ» I მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 77
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» I მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 76
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე» III მოსმენა
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 76
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი «რატი მაისურაძის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წევრად არჩევის შესახებ
რეგისტრაცია – 105 მომხრე – 94
კვორუმი – 53
წინააღმდეგი _ 0
სხდომა დასრულდა.