საქართველოს პარლამენტის 2011 წლის
27 სექტემბრის პლენარული სხდომის
ოქმი N 152
სხდომა დაიწყო – 1110სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდა – დავით ბაქრაძე
სხდომას ესწრებოდნენ _ ი.გორდულაძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე), გ.ხუროშვილი (მთავრობის საპარლამენტო მდივანი), გ.მამაცაშვილი (გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე)
რეგისტრაცია გაიარა – 91 პარლამენტის წევრმა,
კვორუმი – 76
პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის წევრებს და სრულიად საქართველოს მიულოცა ჯვართამაღლება. ამის შემდეგ მან გაიხსენა სოხუმის დაცემის დღე და ისაუბრა საქართველოს უახლოეს ისტორიაში ამ ტრაგიკული თარიღის შესახებ.
პარლამენტმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო სოხუმთან ბრძოლაში დაღუპულ მამულიშვილებს.
დღის წესრიგთან დაკავშირებით გამოვიდნენ: ჯ.ბაღათურია (ითხოვა ფრაქცია “ერთობა სამართლიანობის” კვოტების საკითხის დღის წესრიგში დამატება და დ.ლორთქიფანიძის სამი საპარლამენტო დელეგაციიდან გამოწვევის თაობაზე განმარტება), ხ.გოგორიშვილი (განმარტება), დ.ლორთქიფანიძე (პარლამენტის თავმჯდომარისაგან მოითხოვა განმარტება მისი დელეგაციებიდან გამოწვევის თაობაზე), დ.ბაქრაძე (კომენტარი და განმარტება დ.ლორთქიფანიძის გამოსვლასთან დაკავშირებით), ლ.ვეფხვაძე (მოითხოვა დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნა ჰიბრიდული სიმინდის საკითხთან დაკავშირებით პრობლემების შესასწავლად), დ.ბაქრაძე (კომენტარი)
ხელის აწევით დამტკიცდა წარმოდგენილი დღის წესრიგი.
განცხადებებით გამოვიდნენ: დ.ლორთქიფანიძე (მისი სამი საპარლამენტო დელეგაციიდან გამოწვევისა და ახალი ფრაქციის საერთაშორისო პოლიტიკური ცხოვრების ასპარეზიდან მიზანმიმართულად ჩამოშორების თაობაზე), დ.ბაქრაძე (კომენტარი), პ.მამრაძე (ბრალი დასდო საქართველოს პრეზიდენტს 2008 წლის აგვისტოს ომის პროვოცირებაში)
პ.მამრაძის გამოსვლას მოჰყვა უმრავლესობის წარმომადგენელთა აღშფოთება და ფიზიკური დაპირისპირება (ა.ბობოხიძე), დ.ბაქრაძე (კომენტარი), ჯ.ბაღათურია (სოციალური დახმარებების თაობაზე), დ.ბაქრაძე (კომენტარი), მ.მაჭავარიანი (კომენტარი პ.მამრაძის განცხადებასთან დაკავშირებით), ა.ბობოხიძე (მოიბოდიშა მომხდარი ინციდენტის გამო), დ.ბაქრაძე (კომენტარი), ლ.ვეფხვაძე (ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებზე), გ.ახვლედიანი, ნ.წიკლაური, ჯ.ბაღათურია, გ.გაბაშვილი.
განცხადებების დასრულების შემდეგ დ.თოდრაძემ პარლამენტს წარუდგინა დადგენილების პროექტი საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ჩივიაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე” მისი კახეთის საოლქო პროკურორად დანიშვნასთან დაკავშირებით
შეკითხვები არ დასმულა
მანვე პარლამენტს წარუდგინა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ტატიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე” მისი სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნასთან დაკავშირებით
შეკითხვები არ დასმულა
თ.წურწუმიამ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
მომხსენებელს შეკითხვით მიმართა ნ.ერგემლიძემ
გ.ხუროშვილმა პარლამენტს ასევე, I მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
პ.კუბლაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა თხოვნით შესვენების დროს საკომიტეტო მოსმენის ჩატარების და “საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილების შეტანის თაობაზე” და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” (პაკეტი) კანონპროექტების განხილვის თაობაზე, მათი მიმდინარე სხდომის დღის წესრიგში დამატებისათვის
პარლამენტის თავმჯდომარემ (ინიციატორებთან შეთანხმებით) თანხმობა განაცხადა პ.კუბლაშვილის წინადადებასთან დაკავშირებით
ლ.ვეფხვაძე (პროცედურაზე)
ნ.ხარშილაძემ (თავდაცვის მინისტრის I მოადგილე) პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარუდგინა შეთანხმების შესწორება “საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის “ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა
მ.ცქიტიშვილმა პარლამენტს II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
ლ.ვეფხვაძემ წარმოადგინა თავისი ალტერნატიული წინადადება “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (მუხლი 41)
შეკითხვები არ დასმულა
დ.ნადაშვილმა I მოსმენისათვის გამოიტანა საქართველოს კანონის პროექტი “ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
ი.გორდულაძემ პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარუდგინა “საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ”
1980 წლის 9 მაისის კონვენციაში (კოტიფი)” ცვლილებების შეტანის თაობაზე”
1999 წლის 3 ივნისის ოქმთან (“საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ”
1980 წლის 9 მაისის კონვენციის (კოტიფი)
1999 წლის 3 ივნისის ცვლილებების ოქმის ტექსტის თანახმად)” საქართველოს შეერთების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 2011
წლის 1 ივლისის ¹
4984-რს დადგენილებაში ცვლილება
შეკითხვები არ დასმულა
გ.მამაცაშვილმა პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “თბილისის ეროვნული პარკის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
მანვე I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
მ.ცქიტიშვილმა ასევე, I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “სააქციო საზოგადოების _ საპარტნიორო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
გ.ხუროშვილმა I მოსმენით განსახილველად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
ა.მინაშვილმა წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 15 ივლისის ¹209-რს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
ცვლილებებთან დაკავშირებით (რომელიც გამოიწვია ახალი საპარლამენტო ფრაქციის შექმნამ) მომხსენებელს შეკითხვით მიმართა ჯ.ბაღათურიამ
აღნიშნულ დადგენილებასთან დაკავშირებით ცალკეული დეპუტატებიდან სიტყვით გამოვიდა ჯ.ბაღათურია
ჯ.ბაღათურიას გამოსვლასთან დაკავშირებით განმარტებებით გამოვიდნენ დ.ბაქრაძე და პ.ცისკარიშვილი
დ.თოდრაძე პარლამენტის წინაშე წარსდგა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2010 წლის 1 სექტემბრიდან 2011 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიშით
შეკითხვები არ დასმულა
ხ.ოჩიაურმა ასევე წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ 2011 წლის საშემოდგომო სესიის დასაწყისისათვის ჩატარებული მუშაობის ანგარიში
შეკითხვები არ დასმულა
დ.დარჩიაშვილმა პარლამენტს წარუდგინა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2010 _ 2011 წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში
შეკითხვები არ დასმულა
გამოცხადდა ტექნიკური შესვენება 30 წუთით
შესვენების შემდეგ სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა
დავით ბაქრაძემ
ლ.ვეფხვაძემ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი “საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
ვ.ბალავაძემ ასევე, I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა
მანვე I მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი: “ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ კენჭისყრამდე ჩატარდა რეგისტრაცია – 95
ხელის აწევით დარბაზმა თანხმობა განაცხადა კენჭისყრის პროცედურების ჩატარებაზე
კენჭი ეყარა შემდეგ საკითხებს:
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ჩივიაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე”
რეგისტრაცია – 96 მომხრე – 87
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ტატიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე”
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 80
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 1
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 85
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 79
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 83
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “თბილისის ეროვნული პარკის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 80
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 1
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 76
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “სააქციო საზოგადოების _ საპარტნიორო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 83
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 73
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან ვეფხვაძის ალტერნატიული წინადადება “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (მუხლი 41)
ლ.ვეფხვაძემ ითხოვა საკითხის საბოლოო შეჯერებამდე კენჭისყრის გადადება, თუმცა კანონპროექტის ინიციატორებისგან თანხმობა ვერ მიიღო
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 4
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 32
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 80
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის “ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმების შესწორების რატიფიცირების თაობაზე”
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 85
კვორუმი – 76
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 15 ივლისის N209-რს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 82
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
ხელის აწევით ცნობად იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების მიერ 2010 წლის საშემოდგომო და 2011 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშები
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” I მოსმენა
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 78
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 98 მომხრე – 79
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” I მოსმენა
რეგისტრაცია – 98 მომხრე – 77
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 98 მომხრე – 73
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” I მოსმენა
რეგისტრაცია – 98 მომხრე – 77
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი “საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 98 მომხრე – 84
კვორუმი – 70
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ”
1980 წლის 9 მაისის კონვენციაში (კოტიფი)” ცვლილებების შეტანის თაობაზე”
1999 წლის 3 ივნისის ოქმთან (“საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ”
1980 წლის 9 მაისის კონვენციის (კოტიფი)
1999 წლის 3 ივნისის ცვლილებების ოქმის ტექსტის თანახმად)” საქართველოს შეერთების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 2011
წლის 1 ივლისის N
4984-რს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ”
რეგისტრაცია – 98 მომხრე – 89
კვორუმი – 76
წინააღმდეგი _ 0
სხდომა დასრულდა.