საქართველოს პარლამენტის 2011 წლის
30 სექტემბრის პლენარული სხდომის
ოქმი N153
სხდომა დაიწყო – 1415სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდა – მიხეილ მაჭავარიანი
სხდომას ესწრებოდნენ _ ი.გორდულაძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე), გ.ხუროშვილი (მთავრობის საპარლამენტო მდივანი), გ.მამაცაშვილი (გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე), რ.კემულარია (ფინანსთა მინისტრის მოადგილე)
რეგისტრაცია გაიარა – 69 პარლამენტის წევრმა,
კვორუმი – 76
კვორუმი არ შედგა
გამოცხადდა ათწუთიანი ტექნიკური შესვენება
შესვენების შემდეგ ჩატარდა განმეორებითი რეგისტრაცია – 79
სხდომა დაიწყო საკითხების განხილვით. რ.კემულარიამ პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარუდგინა “საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების ხელშეკრულება (განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიება)”
მომხსენებელს შეკითხვით მიმართა ჯ.ბაღათურიამ
ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ფრაქციების სახელით სიტყვით გამოვიდნენ: ჯ.ბაღათურია, გ.ჩახვაძე, ზ.მელიქიშვილი, დ.დარჩიაშვილი, ა.მინაშვილი, პ.ცისკარიშვილი
მ.ცქიტიშვილმა პარლამენტს III მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
გ.მამაცაშვილმა II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “თბილისის ეროვნული პარკის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
მომხსენებელს შეკითხვით მიმართა ჯ.ბაღათურიამ
ფრაქციის სახელით აღნიშნულ კანონპროექტზე სიტყვით გამოვიდა ჯ.ბაღათურია
მანვე ასევე, II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით გამოიტანა საქართველოს კანონის პროექტი “კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
თ.წურწუმიამ პარლამენტს II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს: ჯ.ბაღათურიამ, გ.ჩახვაძემ, ლ.ვეფხვაძემ
ფრაქციების სახელით სიტყვით გამოვიდნენ: ჯ.ბაღათურია, გ.ჩახვაძე, დ.დარჩიაშვილი
საპარლამენტო უმცირესობის სახელით სიტყვით გამოვიდა ლ.ვეფხვაძე
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა ანზორ ბოლქვაძემ
საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გამოვიდნენ გ.მელაძე და პ.ცისკარიშვილი (დრო გაინაწილეს)
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა მიხეილ მაჭავარიანმა
გ.ხუროშვილმა II მოსმენისათვის განსახილველად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
ხ.გოგორიშვილმა პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი “საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს ლ.ვეფხვაძემ და ჯ.ბაღათურიამ
ფრაქციების სახელით გამოვიდნენ: ჯ.ბაღათურია, გ.ცაგარეიშვილი (დრო გაინაწილეს), დ.დარჩიაშვილი
დასკვნითი სიტყვით გამოვიდა კანონპროექტის ინიციატორი
ბ.ბუცხრიკიძემ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა
გ.ხუროშვილმა II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
მანვე I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
ლ.ვეფხვაძემ II მოსმენით წარმოადგინა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი “საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილების შეტანის თაობაზე”
მომხსენებელს შეკითხვით მიმართა თ.დიასამიძემ
მოსაზრებით გამოვიდა კ.ანჯაფარიძე
ცალკეული დეპუტატებიდან კანონპროექტთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდნენ ჯ.ბაღათურია და გ.ცაგარეიშვილი
ფრაქციების სახელით გამოვიდნენ: ჯ.ბაღათურია, თ.დიასამიძე, გ.ჩახვაძე
უმცირესობი სახელით და დასკვნითი სიტყვითაც გამოვიდა ლ.ვეფხვაძე
ა.ალავიძემ პარლამენტს II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა
მანვე II მოსმენისათვის წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი: “ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (შეკითხვა – გ.ჩახვაძე), “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”,
“ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
აღნიშნულ პაკეტთან დაკავშირებით ფრაქციების სახელით სიტყვით გამოვიდნენ გ.ცაგარეიშვილი და გ.ჩახვაძე
მ.ცქიტიშვილმა II მოსმენით პუნქტობრივად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “სააქციო საზოგადოების _ საპარტნიორო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
რ.კემულარიამ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა
მანვე I მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი: “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
მანვე I მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტი “საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა
კ.ანჯაფარიძემ I მოსმენით გამოიტანა საქართველოს კანონის პროექტი “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
ა.ალავიძემ ასევე, I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
დ.ნადაშვილმა I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
მ.ცქიტიშვილმა პარლამენტს II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს გ.ცაგარეიშვილმა და ჯ.ბაღათურიამ
კანონპროექტთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა ჯ.ბაღათურია
ფრაქციის სახელით გამოვიდა გ.ცაგარეიშვილი
ფრაქციის სახელით და შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა მ.ცქიტიშვილი
ხელის აწევით სხდომის დრო გაგრძელდა 21 საათამდე
კენჭისყრის პროცედურების დაწყებამდე გამოცხადდა 15-წუთიანი შესვენება.
შესვენების შემდეგ ჩატარდა რეგისტრაცია – 64, კვორუმი – 76
კვორუმი არ შედგა
კვლავ გამოცხადდა 15-წუთიანი შესვენება
შესვენების შემდეგ ჩატარდა რეგისტრაცია – 66
კვორუმი კვლავ არ შედგა
რამდენიმე წუთში ჩატარდა განმეორებითი რეგისტრაცია – 70
კვორუმი არ შედგა
ჩატარდა კიდევ ერთი რეგისტრაცია – 74
კვორუმი კვლავ არ შედგა
სხდომის თავმჯდომარემ წაიკითხა იმ პარლამენტის წევრების სია, რომლებიც სხდომას არ ესწრებოდნენ და დაპირდა მათ რეგლამენტით გათვალისწინებულ სანქციებს.
სხდომა დასრულდა.