საქართველოს პარლამენტის 2011 წლის
23 მარტის პლენარული სხდომის
ოქმი N 132
სხდომა დაიწყო – 1205სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდნენ – დავით ბაქრაძე, გიორგი წერეთელი, მიხეილ მაჭავარიანი
სხდომას ესწრებოდნენ _ გ.ხუროშვილი (მთავრობის საპარლამენტო მდივანი), ა.ხეთაგური (ენერგეტიკის მინისტრი), ბ.კვეზერელი (სოფლის მეურნეობის მინისტრი), ა.ურუშაძე (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი)
რეგისტრაცია გაიარა – 77 პარლამენტის წევრმა,
კვორუმი – 76
პარლამენტის თავმჯდომარემ დარბაზს გააცნო მოხსენებით გამომსვლელ მინისტრთა თანმიმდევრობა.
პირველი, პარლამენტის წინაშე საანგარიშო მოხსენებით წარსდგა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ა.ხეთაგური.
მინისტრის მოხსენების დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა გ.წერეთელმა.
მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს: გ.ახვლედიანმა, გ.ჩახვაძემ, გ.თარგამაძემ, ლ.ვეფხვაძემ, გ.მელაძემ, რ.კერვალიშვილმა, გ.თორთლაძემ, ჯ.ბაღათურიამ, პ.დავითაიამ, ნ.ლალიაშვილმა, ზ.მელიქიშვილმა, გ.გოდაბრელიძემ, ვ.ბალავაძემ, დ.ლორთქიფანიძემ, რ.სამყურაშვილმა, გ.ცაგარეიშვილმა, პ.კუბლაშვილმა, შ.მალაშხიამ.
შეკითხვების შემდეგ გამოცხადდა 15-წუთიანი ტექნიკური შესვენება.
შესვენების შემდეგ მინისტრმა უპასუხა ყველა დასმულ შეკითხვას.
დაზუსტებისთვის გამოვიდნენ: ჯ.ბაღათურია, ლ.ვეფხვაძე, გ.თორთლაძე, გახვლედიანი, პ.დავითაია, ნ.ლალიაშვილი, გ.თარგამაძე, გ.ცაგარეიშვილი.
მინისტრმა დააზუსტა პასუხები.
ამით, ენერგეტიკის მინისტრის გამოსვლა დასრულდა.
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა დავით ბაქრაძემ.
შემდეგი საანგარიშო მოხსენებით გამობრძანდა საქართველოს სოფლის მეურნეობი მინისტრი ბაკურ კვეზერელი.
მოხსენების შემდეგ მინისტრს შეკითხვებით მიმართეს: ჯ.ბაღათურიამ, პ.დავითაიამ, პ.ლეჟავამ, გ.თარგამაძემ, კ.კუკულავამ, გ.წერეთელმა, გ.თორთლაძემ, ზ.მელიქიშვილმა, გ.ცაგარეიშვილმა, გ.მისაბიშვილმა, გ.ჩახვაძემ, ლ.ვეფხვაძემ, გ.ჩივიაშვილმა, ნ.ლალიაშვილმა, კ.ხაბაზმა, გ.ახვლედიანმა, ვ.ბალავაძემ, ა.ბობოხიძემ, კ.კოპალიანმა, რ.კერვალიშვილმა, პ.ცისკარიშვილმა, რ.მაისურაძემ, ლ.თორდიამ, რ.სამყურაშვილმა, დ.ლორთქიფანიძემ.
სრულფასოვანი დებატების ჩატარების მიზნით პარლამენტის თავმჯდომარემ დარბაზს შესთავაზა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ანგარიშის მოსმენის გადადება, ყოველ სხდომაზე ორი მინისტრის მოსმენა და ბოლოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა.
პროცედურასთან დაკავშირებით გამოვიდნენ: გ.თარგამაძე, ჯ.ბაღათურია, გ.წერეთელი.
გამოცხადდა 15-წუთიანი ტექნიკური შესვენება.
შესვენების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დარბაზს გააცნო კონსულტაციების შედეგად მიღწეული შეთანხმების თაობაზე, მომდევნო სხდომებზე მინისტრების ანგარიშების მოსმენის რიგითობასთან დაკავშირებით.
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა მიხეილ მაჭავარიანმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა უპასუხა ყველა დასმულ შეკითხვას.
დაზუსტებისთვის გამოვიდნენ: ჯ.ბაღათურია, გ.ცაგარეიშვილი, დ.ლორთქიფანიძე, გ.თორთლაძე, ლ.ვეფხვაძე, გ.თარგამაძე, რ.სამყურაშვილი, კ.კოპალიანი, გ.ახვლედიანი.
სხდომის დრო გაგრძელდა საკითხის ამოწურვამდე.
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა დავით ბაქრაძემ.
ბ.კვეზერელმა დააზუსტა პასუხები.
სოფლის მეურნეობის მინისტრის საანგარიშო მოხსენებასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდნენ:
ცალკეული პარლამენტის წევრებიდან _ ჯ.ბაღათურია, გ.ჩახვაძე, კ.ხაბაზი, გ.ცაგარეიშვილი, ლ.თორდია, დ.ლორთქიფანიძე, გ.მელაძე
ფრაქციის სახელით _ ნ.ლალიაშვილი (სიტყვის დასრულების შემდეგ მან ფრაქციის სახელით მოითხოვა მინისტრის გადაყენება)
მ.მაჭავარიანმა გააკეთა განმარტება პროცედურასთან დაკავშირებით.
დ.ბაქრაძე (განმარტება), გ.თარგამაძე (განმარტა ფრაქციის გადაწყვეტილება)
ასევე, ფრაქციების სახელით სიტყვით გამოვიდნენ: გ.თორთლაძე,
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა მიხეილ მაჭავარიანმა
გ.წერეთელი და ზ.მელიქიშვილი (დრო გაინაწილეს)
საპარლამენტო უმცირესობის სახელით _ ლ.ვეფხვაძე
საპარლამენტო უმრავლესობის სახელით _პ.ცისკარიშვილი
სხდომა დასრულდა.