საქართველოს პარლამენტის 2011 წლის
25 მარტის პლენარული სხდომის
ოქმი N 134
სხდომა დაიწყო – 1118სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდნენ – დავით ბაქრაძე, გიორგი წერეთეთელი
სხდომას ესწრებოდნენ _ გ.ხუროშვილი (მთავრობის საპარლამენტო მდივანი), კ.სუბელიანი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი), ა.ურუშაძე (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი)
რეგისტრაცია გაიარა – 92 პარლამენტის წევრმა,
კვორუმი – 76
სხდომა დაიწყო წინა სხდომაზე ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” მიერ პარლამენტის წინაშე დაყენებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების საკითხით. პარლამენტის თავმჯდომარემ დარბაზს განუმარტა რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურა.
ჯ.ბაღათურიამ ითხოვა მის მიერ მოპოვებული, მინისტრის კორუფციაში მამხილებელი დოკუმენტების პროკურატურისთვის გადაცემა.
დ.ბაქრაძე (განმარტება), ლ.ვეფხვაძე (პროცედურაზე)
პირველ რიგში რეგლამენტის თანახმად კენჭისყრაზე დადგა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების მიზანშეწონილობის საკითხი
რეგისტრაცია – 96 მომხრე _ 11
კვორუმი _ 50 წინააღმდეგი _ 79
გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. შესაბამისად ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” შუამდგომლობა არ იქნა გათვალისწინებული.
სხდომა გაგრძელდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ა.ურუშაძის საანგარიშო მოხსენებით.
მოხსენების დასრულების შემდეგ მინისტრს შეკითხვებით მიმართეს: გ.თარგამაძემ, ნ.ლალიაშვილმა, ჯ.ბაღათურიამ, მ.ანიკაშვილმა, გ.ჩივიაშვილმა, ლ.ვეფხვაძემ, რ.კერვალიშვილმა, გ.ჩახვაძემ, ჯ.მაღლაკელიძემ, გ.წერეთელმა, ა.სტურუამ, გ.ახვლედიანმა, რ.სამყურაშვილმა, კ.ხაბაზმა, გ.გოდაბრელიძემ, პ.ცისკარიშვილმა, დ.ლორთქიფანიძემ, დ.დარჩიაშვილმა, გ.ცაგარეიშვილმა, ზ.მელიქიშვილმა, ო.თოიძემ, ფ.თოდუამ.
შეკითხვების დასრულების შემდეგ გამოცხადდა 15-წუთიანი ტექნიკური შესვენება.
შესვენების შემდეგ მინისტრმა პასუხი გასცა ყველა დასმულ შეკითხვას.
სხდომის დრო გაგრძელდა მინისტრის გამოსვლის დასრულებამდე.
დაზუსტებისთვის გამოვიდნენ: ჯ.ბაღათურია, ზ.მელიქიშვილი, გ.წერეთელი, მ.ანიკაშვილი, ლ.ვეფხვაძე, ნ.ლალიაშვილი, გ.ახვლედიანი, გ.ცაგარეიშვილი, გ.თარგამაძე, პ.კუბლაშვილი, კ.კოპალიანი.
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა გიორგი წერეთელმა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დააზუსტა პასუხები.
დილის სხდომა დასრულდა.
სხდომა განახლდა 1600 საათზე.
სხდომას თავმჯდომარეობდნენ – მიხეილ მაჭავარიანი, გიორგი წერეთელი
სხდომას ესწრებოდნენ – გ.ხუროშვილი (მთავრობის საპარლამენტო
მდივანი), დ.შაშკინი (საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი),
მ.მიმინოშვილი (გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი)
სხდომა განახლდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის საანგარიშო მოხსენებით.
მოხსენების დასრულების შემდეგ მინისტრს შეკითხვებით მიმართეს: ჯ.ბაღათურიამ, გ.თარგამაძემ, ნ.ლალიაშვილმა, გ.ჩახვაძემ, გ.ახვლედიანმა, რ.კერვალიშვილმა, მ.ანიკაშვილმა, გ.წერეთელმა, ლ.ვეფხვაძემ, დ.ლორთქიფანიძემ, პ.კუბლაშვილმა, ლ.თორდიამ, რ.მაისურაძემ, რ.სამყურაშვილმა, გ.ცაგარეიშვილმა, კ.სუხიშვილმა.
შეკითხვების დასრულების შემდეგ გამოცხადდა 25-წუთიანი ტექნიკური შესვენება.
შესვენების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
დაზუსტებისთვის გამოვიდნენ: გ.თარგამაძე, ლ.ვეფხვაძე, გ.ახვლედიანი, ჯ.ბაღათურია, დ.ლორთქიფანიძე, გ.ცაგარეიშვილი.
მინისტრმა დააზუსტა პასუხები.
საანგარიშო მოხსენებასთან დაკავშირებით ცალკეული პარლამენტის წევრებიდან სიტყვით გამოვიდნენ: ჯ.ბაღათურია, გ.გოდაბრელიძე, დ.ლორთქიფანიძე, ხ.ოჩიაური,
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა გიორგი წერეთელმა
გ.ცაგარეიშვილი, კ.ხაბაზი, პ.ცისკარიშვილი.
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა მიხეილ მაჭავარიანმა
ზ.მელიქიშვილი, ო.თოიძე.
ფრაქციების სახელით სიტყვით გამოვიდნენ: მ.ანიკაშვილი, გ.ჩახვაძე, გ.წერეთელი.
საპარლამენტო უმცირესობის სახლით გამოვიდნენ ლ.ვეფხვაძე და გ.ახვლედიანი (დრო გაინაწილეს)
საპარლამენტო უმრავლესობის სახელით – გ.გაბაშვილი
სხდომა დასრულდა.