საქართველოს პარლამენტის 2011 წლის
22 ნოემბრის პლენარული სხდომის
ოქმი N160
სხდომა დაიწყო – 1115სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდნენ – დავით ბაქრაძე, ა.ბოლქვაძე
სხდომას ესწრებოდნენ _ გ.ხუროშვილი (მთავრობის საპარლამენტო მდივანი), რ.კემულარია (ფინანსთა მინისტრის მოადგილე), გ.მამაცაშვილი (გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე), ნ.ენუქიძე (ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე)
რეგისტრაცია გაიარა – 87 პარლამენტის წევრმა,
კვორუმი – 76
დღის წესრიგთან დაკავშირებით გამოვიდნენ: გ.თარგამაძე, ლ.ვეფხვაძე, გ.ხუროშვილი.
ხელის აწევით დარბაზმა თანხმობა განაცხადა დღის წესრიგის დამტკიცებაზე
განცხადებებით გამოვიდნენ: ნ.წიკლაური, დ.ბაქრაძე (კომენტარი), გ.თარგამაძე, ჯ.ბაღათურია, პ.კუბლაშვილი, დ.ლორთქიფანიძე, ლ.ვეფხვაძე, ზ.მელიქიშვილი, მ.ანიკაშვილი, გ.გაბაშვილი, პ.ცისკარიშვილი.
განცხადებების დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ დარბაზს გააცნო საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” მოთხოვნით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარების განხილვასთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატების დანიშვნის თარიღის შესახებ.
გ.ხუროშვილმა პარლამენტს II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
მანვე II მოსმენისათვის, ასევე მუხლობრივი განხილვით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა
გ.ხუროშვილმა II მოსმენისათვის განსახილველად გამოიტანა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ “112”-ის შექმნის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა
ლ.თორდიამ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
მოსაზრებებით გამოვიდა გ.ცაგარეიშვილი
შეკითხვები არ დასმულა
დასკვნითი სიტყვით გამოვიდა ლ.თორდია
მანვე II მოსმენისათვის , მუხლობრივად გამოიტანა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
მ.ცქიტიშვილმა II მოსმენით, მუხლობრივ განსახილველად წარმოადგინა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტი “საქართველოს
ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
მანვე II მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა
თ.წურწუმიამ II მოსმენით განსახილველად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა
ბ.ბუცხრიკიძემ პარლამენტს III მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
გ.ხუროშვილმა ასევე, III მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
მანვე III მოსმენით გამოიტანა საქართველოს კანონის პროექტი “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “სპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
გ.მამაცაშვილმა ასევე III მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი ,,გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტი “ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა ანზორ ბოლქვაძემ
გ.გაბუნიამ III მოსმენით განსახილველად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი “მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
ზ.კუკავამ III მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
მანვე III მოსმენით გამოიტანა თანმდევი კანონპროექტი “კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
რ.კემულარიამ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
მანვე I მოსმენისათვის განსახილველად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა
რ.კემულარიამ ასევე I მოსმენით გამოიტანა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
მომხსენებელს შეკითხვით მიმართა გ.ცაგარეიშვილმა
დასკვნითი სიტყვით გამოვიდა რ.კემულარია
მანვე პარლამენტს III მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
ვ.ბალავაძემ პარლამენტს III მოსმენით წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
მანვე III მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
ასევე ვ.ბალავაძემ III მოსმენით განსახილველად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
მანვე პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
მ.ცქიტიშვილმა I მოსმენისათვის გამოიტანა საქართველოს კანონის პროექტი “ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
ნ.ენუქიძემ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “ზოგიერთი ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა
მანვე I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა
კ.ანჯაფარიძემ პარლამენტს III მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
მანვე პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა
კ.ანჯაფარიძემ ასევე, I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: “საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
განხილული საკითხები კენჭისყრა გადაიდო მომდევნო სხდომისათვის.
სხდომა დასრულდა