საქართველოს პარლამენტის 2011 წლის
20 მაისის პლენარული სხდომის
ოქმი N 142
სხდომა დაიწყო – 1210სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდა – გიორგი წერეთელი
სხდომას ესწრებოდნენ _ ი.გორდულაძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე), ნ.ენუქიძე (ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე), რ.კემულარია (ფინანსთა მინისტრის მოადგილე), გ.ხუროშვილი (მთავრობის საპარლამენტო მდივანი), თ.ჭელიძე (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე), ი.ქურდაძე (განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე)
რეგისტრაცია გაიარა – 90 პარლამენტის წევრმა,
კვორუმი – 76
სხდომის თავმჯდომარემ აცნობა დეპუტატებს, რომ ბიუროს გადაწყვეტილებით სხდომის დღის წესრიგს დაემატა საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი “რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ”
ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებით გამოვიდა ნ.წიკლაური
ხელის აწევით დარბაზმა თანხმობა განაცხადა წარმოდგენილი დღის წესრიგის დამტკიცებაზე.
სხდომა გაგრძელდა საკითხების განხილვით. გ.ხუროშვილმა პარლამენტს III მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
მანვე III მოსმენისათვის გამოიტანა საქართველოს კანონის პროექტი “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
თ.ჭელიძემ პარლამენტს III მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “სტანდარტიზაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
მანვე III მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
რ.კემულარიამ ასევე, III მოსმენით განსახილველად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
მ.ცქიტიშვილმა პარლამენტს III მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
კ.ანჯაფარიძემ III მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
რ.კემულარიამ პარლამენტს II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
მანვე II მოსმენით, მუხლობრივად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა
თ.წურწუმიამ ასევე, II მოსმენისათვის, მუხლობრივი განხილვით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
გ.თორთლაძემ III მოსმენისათვის წარმოადგინა თავისი ინიციატივა, საქართველოს კანონის პროექტი “თავისუფლების ქარტია”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
ნ.ენუქიძემ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა
მანვე I მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტი “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
ვ.ბალავაძემ I მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
ი.ქურდაძემ ასევე, I მოსმენისათვის განსახილველად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
მანვე I მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
თანამოხსენებით გამოვიდა გ.გაბაშვილი
დილის სხდომა დასრულდა
სხდომა განახლდა 1615 საათზე.
სხდომას თავმჯდომარეობდა – გიორგი წერეთელი
სხდომას ესწრებოდნენ – უცხოეთი მცხოვრებ ჩერქეზთა დიასპორების წარმომადგენლები
სხდომის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები ფეხზე ადგომით მიესალმნენ ჩერქეზ სტუმრებს.
გ.წერეთელმა სიტყვა გადასცა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ნუგზარ წიკლაურს
ნ.წიკლაურმა სანამ რეზოლუციის პროექტს წარმოადგენდა მოკლედ მიმოიხილა ჩერქეზთა ეთნიკური წმენდისა და გენოციდის ისტორია. ხოლო შემდეგ დარბაზს გააცნო საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის ტექსტი რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ.
მომხსენებელს შეკითხვებით და მოსაზრებებით მიმართეს ჯ.ბაღათურიამ და რ.კერვალიშვილმა.
მომხსენებელმა უპასუხა გამომსვლელებს
დაზუსტებისთვის გამოვიდა ჯ.ბაღათურია
ნ.წიკლაურმა დააზუსტა პასუხი
რეზოლუციასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდნენ: გ.კანდელაკი, ლ.თორდია, გ.ჩახვაძე, შ.მალაშხია, გ.თარგამაძე, დ.ლორთქიფანიძე, ჯ.ბაღათურია, ე.ხერხეულიძე, რ.სამყურაშვილი, პ.კუბლაშვილი, გ.გაბაშვილი.
დასკვნითი სიტყვით გამოვიდა ნ.წიკლაური
კენჭისყრის პროცედურების დაწყების წინ ჩატარდა რეგისტრაცია – 97
კენჭისყრაზე დადგა შემდეგი საკითხები:
საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია “რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ”
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 95
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” III მოსმენა
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 77
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “სტანდარტიზაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” III მოსმენა
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 79
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” III მოსმენა
რეგისტრაცია – 98 მომხრე – 77
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ” III მოსმენა
რეგისტრაცია – 98 მომხრე – 78
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ” III მოსმენა
რეგისტრაცია – 98 მომხრე – 81
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” III მოსმენა
რეგისტრაცია – 98 მომხრე – 79
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” III მოსმენა
რეგისტრაცია – 98 მომხრე – 74
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 98 მომხრე – 73
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” II მოსმენა
რეგისტრაცია – 98 მომხრე – 76
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 98 მომხრე – 77
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 98 მომხრე – 75
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 98 მომხრე – 71
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” I მოსმენა
რეგისტრაცია – 98 მომხრე – 74
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 98 მომხრე – 74
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 98 მომხრე – 80
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
სხდომა დასრულდა.