საქართველოს პარლამენტის 2011 წლის
8 თებერვლის პლენარული სხდომის
ოქმი N 125
სხდომა დაიწყო – 1207სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდა – დავით ბაქრაძე
სხდომას ესწრებოდნენ _ ი.გორდულაძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე), გ.ხუროშვილი (მთავრობის საპარლამენტო მდივანი), ნ.მიქელაძე (ფინანსთა მინისტრის მოადგილე), ი.ქურდაძე (განათლების მინისტრის მოადგილე), ხ.კალმახელიძე (სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი)
რეგისტრაცია გაიარა – 92 პარლამენტის წევრმა,
კვორუმი – 76
საგაზაფხულო სესია გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით.
ხელის აწევით დარბაზმა თანხმობა განაცხადა წარმოდგენილი დღის წესრიგის დამტკიცებაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის წევრებს აცნობა, რომ 11 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წარსდგება ყოველწლიური მოხსენებით. მან დეპუტატებს გააცნო პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომი პროცედურა.
პროცედურასთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს პ.დავითაიამ და ლ.ვეფხვაძემ.
განცხადებებით გამოვიდნენ: ლ.ვეფხვაძე (კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირებისა და კომუნალური გადასახადების გაძვირების თაობაზე), ჯ.ბაღათურია (“ქართული დასის” მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის დაჩქარების თაობაზე, ასევე კ.სუბელიანის სამინისტროში ფინანსური დარღვევების შესახებ), გ.ჩახვაძე (ჯანდაცვის სისტემაში კონტროლის პალატის აუდიტის შედეგების თაობაზე), დ.ბაქრაძე (განმარტება), ო.თოიძე (განმარტება გ.ჩახვაძის განცხადებასთან დაკავშირებით), გ.მელაძე (კომენტარი ლ.ვეფხვაძის განცხადებასთან დაკავშირებით), გ.ცაგარეიშვილი (დევნილების პრობლემებსა და მათი გამოსახლების ფაქტებზე), დ.ლორთქიფანიძე (მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო დელეგაციის ვიზიტის შესახებ. გამოთქვა აზრი ასეთი დელეგაციის საქართველოს პარლამენტშიც შექმნის თაობაზე; ასევე საქალაქო სასამართლოს პროცესებზე დასწრების პრობლემებზე), ლ.თორდია (კომენტარი ოპოზიციის განცხადებებთან დაკავშირებით), პ.დავითაია (დევნილებისა და ომის ვეტერანების პრობლემების თაობაზე), ვ.ბალავაძე (კომენტარი), გ.გაბაშვილი (კომენტარი), დ.დარჩიაშვილი (კომენტარი)
განცხადებების დასრულების შემდეგ ვ.ბალავაძემ პარლამენტს II მოსმენისათვის განსახილველად წარუდგინა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა.
ხ.კალმახელიძემ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “პატიმრობის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს: ჯ.ბაღათურიამ, ლ.ვეფხვაძემ, გ.ცაგარეიშვილმა, დ.ლორთქიფანიძემ.
მომხსენებელმა უპასუხა შეკითხვებს.
შეკითხვის დასაზუსტებლად გამოვიდა ლ.ვეფხვაძე.
თანამოხსენებით გამოვიდა ლ.თორდია.
კანონპროექტთან დაკავშირებით ცალკეული დეპუტატებიდან სიტყვით გამოვიდნენ: გ.ცაგარეიშვილი, ე.ხერხეულიძე, რ.სამყურაშვილი.
ფრაქციების სახელით გამოვიდნენ: რ.მაისურაძე, ლ.ვეფხვაძე (დრო გაიყვეს), დ.ლორთქიფანიძე, გ.ჩივიაშვილი, ლ.თორდია.
ხელის აწევით დეპუტატებმა თანხმობა განაცხადეს დროის გაგრძელებაზე საკითხების ამოწურვამდე.
უმცირესობის სახელით გამოვიდნენ ლ.ვეფხვაძე და დ.ლორთქიოფანიძე (დრო გაიყვეს)
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა ანზორ ბოლქვაძემ.
უმრავლესობის სახელით გამოვიდნენ რ.სამყურაშვილი და პ.კუბლაშვილი (დრო გაიყვეს)
დასკვნითი სიტყვით გამოვიდა ხ.კალმახელიძე.
თ.ჭელიძემ (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე) პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარუდგინა “საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მომსახურების შესახებ” შეთანხმება
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე რატიფიცირებისათვის წარმოადგინა შეთანხმება “საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა.
თ.ჭელიძემ ასევე, პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარუდგინა შეთანხმება “საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა.
ნ.მიქელაძემ რატიფიცირებისათვის წარმოადგინა შეთანხმება “საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარუდგინა “საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმება და შეთანხმების ოქმი
შეკითხვები არ დასმულა.
ნ.მიქელაძემ პარლამენტს ასევე, წარუდგინა I მოსმენით განსახილველად საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” და “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა.
სხდომის თავნჯდომარეობა გააგრძელა დავით ბაქრაძემ.
ნ.მიქელაძემ ასევე, პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა.
ი.ქურდაძემ I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”
მომხსენებელს შეკითხვით მიმართა დ.ლორთქიფანიძემ
მანვე I მოსმენით გამოიტანა საქართველოს კანონის პროექტი “მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა.
მინისტრის მოადგილემ ასევე, I მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
მას შეკითხვით მიმართა დ.ლორთქიფანიძემ
ი.ქურდაძემ ასევე, პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
მომხსენებელს შეკითხვით მიმართა ლ.ვეფხვაძემ
თანამოხსენებით გამოვიდა გ.გაბაშვილი.
კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის ცალკეული წევრებიდან სიტყვით გამოვიდა ლ.ვეფხვაძე.
ფრაქციის სახელით – გ.გაბაშვილი.
ი.გორდულაძემ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა.
გ.ხუროშვილმა I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “იურიდიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა
მანვე I მოსმენით განსახილველად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე I მოსმენით გამოიტანა გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი: “მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, “სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, “საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, “სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, “საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”.
შეკითხვები არ დასმულა.
რეკომენდაციებით გამოვიდა ლ.თორდია
კ.ანჯაფარიძემ I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
მან ასევე, I მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე განსახილველად წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის” დამტკიცების შესახებ” საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა.
კენჭისყრის პროცედურების ჩატარებამდე გამოცხადდა 15-წუთიანი ტექნიკური შესვენება.
შევენების შემდეგ ჩატარდა რეგისტრაცია – 64, კვორუმი – 76
კვორუმი არ შედგა.
10-წუთიანი შესვენების შემდეგ ჩატარდა განმეორებითი რეგისტრაცია – 91
ხელის აწევით დარბაზმა თანხმობა განაცხადა კენჭისყრების ჩატარებაზე.
კენჭისყრებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ დ.ლორთქიფანიძის ინიციატივის გათვალისწინებით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს დაავალა ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, რომელიც შემდგომში განაპირობებს საქართველოს პარლამენტში “უმრავლესობიდან” და “უმცირესობიდან” მეგობრობის ჯგუფის შექმნას და მომავალში მართლმადიდებელთა საპარლამენტო ასამბლეასთან ღირსეულ თანამშრომლობას.
კენჭი ეყარა შემდეგ საკითხებს:
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მომსახურების შესახებ” შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე”
რეგისტრაცია – 91 მომხრე – 83
კვორუმი – 76
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის შესახებ” შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე”
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 88
კვორუმი – 76
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის” დამტკიცების შესახებ” საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 85
კვორუმი – 76
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ” შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე”
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 87
კვორუმი – 76
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე”
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 85
კვორუმი – 76
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმების და შეთანხმების ოქმის რატიფიცირების თაობაზე”
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 84
კვორუმი – 76
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “პატიმრობის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 78
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა ანზორ ბოლქვაძემ
საქართველოს კანონის პროექტი “პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 80
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 81
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 76
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 79
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 80
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 81
კვორუმი – 71
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 80
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 77
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 78
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 76
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ” I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 77
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “იურიდიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 77
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 73
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 75
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 71
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 69
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 75
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 75
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 77
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 75
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 76
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 75
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 75
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 74
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 66
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 73
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 73
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 70
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
სხდომა დასრულდა.