საქართველოს პარლამენტის 2011 წლის
30 მარტის რიგგარეშე სხდომის
ოქმი N 135
სხდომა დაიწყო – 1215სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდნენ – დავით ბაქრაძე
სხდომას ესწრებოდნენ _ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობა სრული შემადგენლობით
რეგისტრაცია გაიარა – 88 პარლამენტის წევრმა,
კვორუმი – 76
პარლამენტის თავმჯდომარემ დარბაზს გააცნო საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 28 მარტის ¹28/03/10 განკარგულება საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ, თანდართული დღის წესრიგით.
დავით ბაქრაძემ განუმარტა პარლამენტის წევრებს შემაჯამებელი სხდომის წინასწარ შეთანხმებული პროცედურების თაობაზე.
ჯ.ბაღათურია (პროცედურა)
ნ.გილაურმა წინადადებით მიმართა პარლამენტის წევრებს მისი შემაჯამებელი სიტყვის მოსმენამდე მოესმინა მათი შენიშვნები და მოსაზრებები მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით
პარლამენტის ცალკეული წევრებიდან სიტყვით გამოვიდნენ: ჯ.ბაღათურია, კ.კოპალიანი, გ.ცაგარეიშვილი
საპარლამენტო უმრავლესობიდან სიტყვით გამოვიდნენ: ნ.წიკლაური, გ.გოდაბრელიძე, შ.მალაშხია, პ.კუბლაშვილი
საპარლამენტო უმცირესობისთვის კვოტით გათვალისწინებული დროდან 10-წუთიანი სიტყვით გამოვიდა მ.ანიკაშვილი.
ვიცე-სპიკერების კვოტით სიტყვით გამოვიდნენ: პ.დავითაია, გ.წერეთელი, ლ.ვეფხვაძე, მ.მაჭავარიანი
საპარლამენტო ფრაქციების სახელით გამოვიდნენ: დ.ლორთქიფანიძე, გ.ახვლედიანი, ზ.მელიქიშვილი
უმცირესობის სახელით სიტყვით გამოვიდა გ.თარგამაძე
უმრავლესობის სახელით გამოვიდნენ გ.გაბაშვილი და პ.ცისკარიშვილი (დრო გაინაწილეს)
პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
ამით მთავრობის მოსმენის კვირეული და პოლიტიკური დებატები დასრულდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დებატები წარმატებულად შეაფასა და მადლობა გადაუხადა დებატებში მონაწილე ორივე მხარეს.
სხდომა დასრულდა.