საქართველოს პარლამენტის 2011 წლის
13 სექტემბრის პლენარული სხდომის
ოქმი N151
სხდომა დაიწყო – 1215სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდა – დავით ბაქრაძე
სხდომას ესწრებოდნენ _ ი.გორდულაძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე), ხ.კაპანაძე (მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე),
რ.კემულარია (ფინანსთა მინისტრის მოადგილე), ლ.ბეჟაშვილი (კონტროლის პალატის თავმჯდომარე)
რეგისტრაცია გაიარა – 92 პარლამენტის წევრმა,
კვორუმი – 76
პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა საქართველოს ჰიმნით.
დღის წესრიგთან დაკავშირებით გამოვიდნენ: გ.ცაგარეიშვილი (ითხოვა დღის წესრიგში ჯ.ბაღათურიას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნის საკითხის დამატება), ხ.გოგორიშვილი (განმარტება), ჯ.ბაღათურია (ახლადშექმნილი ფრაქციის კვოტების საკითხთხის თაობაზე), დ.ბაქრაძე (განმარტება), ხ.გოგორიშვილი (კომენტარი), დ.ბაქრაძე, დ.ლორთქიფანიძე (მოითხოვა სადაო საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვა), ლ.ვეფხვაძე (მოითხოვა საქართველოს კანონის პროექტის “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე” დღის წესრიგიდან ამოღება და საკითხის განხილვის გადადება), დ.ბაქრაძე (განმარტება)
ხელის აწევით დამტკიცდა წარმოდგენილი დღის წესრიგი.
განცხადებებით გამოვიდნენ: ნ.ლალიაშვილი (თელავში შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ასევე სოფელ სანიორეს მოსახლეობის პრობლემების თაობაზე), ლ.ვეფხვაძე (სწავლასთან დაკავშირებით სოციალურად დაუცველი ოჯახების პრობლემებთან დაკავშირებით), მ.ანიკაშვილი (ყველა პენსიონერისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის გამოყოფის თაობაზე), გ.ცაგარეიშვილი (ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრის წიკლაურის, რეპრესირებული ოჯახებისათვის კომპენსაციის გაზრდისა და “ატსტუპნიკების” პრობლემების მოგვარების თაობაზე), დ.ლორთქიფანიძე (ახლადშექმნილი საპარლამენტო ფრაქციის, პარლამენტის მიერ ზოგიერთი კანონის რეგლამენტის დარღვევით მიღების, პირადობის ელექტრონული ბარათების, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გასხვისების და დევნილების გამოსახლების თაობაზე), ჯ.ბაღათურია (მთავრობის მიერ არამიზნობრივად დახარჯული თანხების თაობაზე), გ.გაბაშვილი (კომენტარი ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებების თაობაზე), გ.თარგამაძე (ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობის ზრდასა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის არ არსებობის თაობაზე), პ.მამრაძე (ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის თაობაზე), რ.მაისურაძე (მოუწოდა ხელისუფლებას სომალელი მეკობრეების ტყვეობაში ერთი წლის განმავლობაში მყოფი 15 ქართველი მეზღვაურის გასათავისუფლებად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ), პ.ცისკარიშვილი (კომენტარი პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებების თაობაზე)
განცხადებების დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარეობა
გააგრძელა რუსუდან კერვალიშვილმა
რ.კემულარიამ პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარუდგინა “რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა, მაინის ფრანკფურტი (Kფჭ),
და საქართველოს შორის, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი (მსესხებელი), 20 000 000 ევროზე სასესხო ხელსშეკრულება (ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია - ფაზა III) (წყლის მიწოდება და წყალარინება ბათუმსა და მის მიმდებარე სოფლებში)”
შეკითხვები არ დასმულა
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა დავით ბაქრაძემ
რ.კემულარიამ პარლამენტს ასევე რატიფიცირებისათვის წარუდგინა შეთანხმება “საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა
კ.ანჯაფარიძემ პარლამენტს III მოსმენისათვის წარუდგინა
საქართველოს კანონის პროექტი “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
ი.გორდულაძემ პარლამენტს წარუდგინა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე დასანიშნად საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურები
მან პარლამენტის წევრებს მოკლედ გააცნო კანდიდატების (ეკატერინე მაზმიშვილი, კონსტანტინე ჩლაიძე, რამაზ აფციაური) შრომითი ბიოგრაფიები
შეკითხვები არ დასმულა
მ.ცქიტიშვილმა პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე”
მომხსენებელს შეკითხვით მიმართა ლ.ვეფხვაძემ
თანამოხსენებით გამოვიდა ზ.მელიქიშვილი
კანონპროექტთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდნენ ჯ.ბაღათურია და ლ.ვეფხვაძე
ფრაქციების სახელით გამოვიდნენ: გ.ცაგარეიშვილი და ჯ.ბაღათურია (დრო გაინაწილეს), ნ.წიკლაური და პ.კუბლაშვილი (დრო გაინაწილეს)
საპარლამენტო უმცირესობის სახელით სიტყვით გამოვიდა გ.თარგამაძე
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა რუსუდან კერვალიშვილმა
საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გამოვიდნენ ზ.მელიქიშვილი და პ.ცისკარიშვილი (დრო გაინაწილეს)
დილის სხდომა დასრულდა.
სხდომა განახლდა 1610 საათზე.
სხდომას თავმჯდომარეობდა – რუსუდან კერვალიშვილი
სხდომას ესწრებოდა – ლ.ბეჟაშვილი
სხდომა განახლდა საქართველოს კონტროლის პალატის 2010 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენით. ანგარიში წარმოადგინა კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლ.ბეჟაშვილმა
შეკითხვები არ დასმულა
თანამოხსენებით გამოვიდა ზ.მელიქიშვილი
ბ.ბუცხრიკიძემ პარლამენტს წარუდგინა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი საქართველოს კონტროლის პალატის 2010 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
ზ.გამცემლიძემ პარლამენტს წარუდგინა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2010 წლის საშემოდგომო და 2011 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში
შეკითხვები არ დასმულა
ნ.წიკლაურმა ასევე, წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ 2010 წლის საშემოდგომო და 2011 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ კენჭისყრამდე გამოცხადდა 10-წუთიანი შესვენება
შევენების შემდეგ ჩატარდა რეგისტრაცია – 96
კენჭი ეყარა შემდეგ საკითხებს:
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 96 მომხრე – 92
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” III მოსმენა
რეგისტრაცია – 96 მომხრე – 90
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი საქართველოს კონტროლის პალატის 2010 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე”
რეგისტრაცია – 96 მომხრე – 89
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა, მაინის ფრანკფურტი (Kფჭ),
და საქართველოს შორის, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი (მსესხებელი), 20 000 000 ევროზე სასესხო ხელსშეკრულების (ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია - ფაზა III) (წყლის მიწოდება და წყალარინება ბათუმსა და მის მიმდებარე სოფლებში)” რატიფიცირების თაობაზე”
რეგისტრაცია – 98 მომხრე – 94
კვორუმი – 76
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე”
რეგისტრაცია – 98 მომხრე – 94
კვორუმი – 76
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) დანიშვნაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის თანხმობის მიცემის საკითხი (ერთი ვაკანტური ადგილი)
ეკატერინე მაზმიშვილი
რეგისტრაცია – 98 მომხრე – 88
კვორუმი – 70
წინააღმდეგი _ 0
კონსტანტინე ჩლაიძე
რეგისტრაცია – 98 მომხრე – 13
კვორუმი – 70
წინააღმდეგი _ 2
რამაზ აფციაური
რეგისტრაცია – 98 მომხრე – 15
კვორუმი – 70
წინააღმდეგი _ 5
კენჭისყრა დასრულდა.
ცნობად იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების მიერ 2010 წლის საშემოდგომო და 2011 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშები
სხდომა დასრულდა.