საქართველოს პარლამენტის 2011 წლის
14 ივნისის პლენარული სხდომის
ოქმი N 145
სხდომა დაიწყო – 1120სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდა – დავით ბაქრაძე, გიორგი წერეთელი
სხდომას ესწრებოდნენ _ ი.გორდულაძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე), ი.ქურდაძე (განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე), გ.ხუროშვილი (მთავრობის საპარლამენტო მდივანი), ლ.ბეჟაშვილი (კონტროლის პალატის თავმჯდომარე), დ.ძაგნიძე (იუსტიციის მინისტრის მოადგილე), პ.პეტრიაშვილი (ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე)
რეგისტრაცია გაიარა – 93 პარლამენტის წევრმა,
კვორუმი – 76
დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოთქმულა.
ხელის აწევით დამტკიცდა წარმოდგენილი დღის წესრიგი
განცხადებებით გამოვიდნენ: ჯ.ბაღათურია (ხორცის ბიზნესთან დაკავშირებული კორუფციისა და ქვეყანაში არსებული დიქტატურის თაობაზე), გ.ახვლედიანი (საგადასახადო კოდექსში შესატანი ახალი ცვლილების თაობაზე, რომლის მიხედვითაც ბინის გამქირავებელს უწესდება გადასახადი ერთ კვადრატულ მეტრზე 10 ლარი), მ.ანიკაშვილი (ჰოსპიტალურ სექტორში მიმდინარე რეფორმების თაობაზე, კერძოდ დამწვრობის ცენტრში არსებულ პრობლემებზე), ლ.ვეფხვაძე (ხორცზე, და საერთოდ სურსათზე ფასების პროგრესულად ზრდასთან დაკავშირებით “ქრისტიან-დემოკრატების” სახელით მოითხოვა სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლება), დ.დარჩიაშვილი (კომენტარი ჯ.ბაღათურიას და ლ.ვეფხვაძის განცხადებებთან დაკავშირებით), დ.ლორთქიფანიძე (სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებასთან დაკავშირებით პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილი სოლიდარობის აქციის თაობაზე), გ.ცაგარეიშვილი (სურსათზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით), პ.ცისკარიშვილი (კომენტარები ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებზე), გ.თარგამაძე (პროდუქტის გაძვირების თაობაზე), პ.ცისკარიშვილი (კომენტარი გ.თარგამაძის გამოსვლასთან დაკავშირებით)
განცხადებების დასრულების შემდეგ გ.ხუროშვილმა წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “ერთი მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის და, მეორე მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის თაობაზე”
მომხსენებელს შენიშვნებით მიმართა ლ.ვეფხვაძემ
გ.ხუროშვილმა ასევე, ერთი მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “ნიადაგის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
მანვე I მოსმენისათვის განსახილველად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა
მომხსენებელმა ასევე I მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტები “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ასევე, I მოსმენით განსახილველად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი “თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა
პ.პეტრიაშვილი პარლამენტის წინაშე წარსდგა მთავრობის ანგარიშით საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ
“საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ” საქართველოს მთავრობის მოხსენებასთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი
მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით მომხსენებელს შეკითხვით მიმართა ლ.ვეფხვაძემ
თანამოხსენებით გამოვიდა ბ.ბუცხრიკიძე
საპარლამენტო უმცირესობის სახელით გამოვიდა ლ.ვეფხვაძე
უმრავლესობის სახელით გამოვიდა პ.ცისკარიშვილი
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა გიორგი წერეთელმა
დასკვნითი სიტყვით გამოვიდა პ.პეტრიაშვილი
ი.ქურდაძემ პარლამენტს II მოსმენისათვის განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
მანვე II მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
მანვე II მოსმენით მუხლობრივად განსახილველად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
დ.ძაგნიძემ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
მანვე I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა
კ.ანჯაფარიძემ II მოსმენისათვის მუხლობრივი განხილვით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
მანვე II მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
კ.ანჯაფარიძემ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
მანვე I მოსმენისათვის წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტები: “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
ზ.კუკავამ III მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “ამნისტიის შესახებ”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
მანვე II მოსმენით, მუხლობრივად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
თ.წურწუმიამ I მოსმენით განსახილველად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
მ.ცქიტიშვილმა პარლამენტს III მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
მანვე II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარმოადგინა კანონპროექტთა პაკეტი: “ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს საგადასახადო კოექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; ხოლო, რაც შეეხება პაკეტის დანარჩენ კანონპროექტებს: “სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” ინიციატორის თქმით მომავალში მოხდება მათი უკან გაწვევა.
შეკითხვები არ დასმულა
დილის სხდომა დასრულდა
სხდომა განახლდა 1615სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდა – ანზორ ბოლქვაძე, დავით ბაქრაძე
სხდომას ესწრებოდნენ _ საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და მისი აპარატის თანამშრომლები, ტატო ქელბაქიანი (სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს წარმომადგენელი)
სხდომა განახლდა კენჭისყრის პროცედურებით.
რეგისტრაცია გაიარა – 82 პ/წ, კვორუმი – 76
კენჭისყრაზე დადგა შემდეგი საკითხები:
საქართველოს კანონის პროექტი “ამნისტიის შესახებ” III მოსმენა
რეგისტრაცია – 83 მომხრე – 71
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” III მოსმენა
რეგისტრაცია – 88 მომხრე – 75
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “ნიადაგის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” ერთი მოსმენით
რეგისტრაცია – 89 მომხრე – 72
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე”
რეგისტრაცია – 90 მომხრე – 73
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “ერთი მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის და, მეორე მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის თაობაზე”
რეგისტრაცია – 91 მომხრე – 68
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 91 მომხრე – 60
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 91 მომხრე – 66
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 92 მომხრე – 61
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 61
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 65
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 67
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 1
____________________________________________________________________________
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა დავით ბაქრაძემ
საქართველოს კანონის პროექტი “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 68
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 18
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 14
საქართველოს კანონის პროექტი “მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” II
მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 10
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 20
საქართველოს კანონის პროექტი “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 11
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 9
საქართველოს კანონის პროექტი “ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 62
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 63
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საგადასახადო კოექსში ცვლილების შეტანის შესახებ” II მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 57
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 63
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 61
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 60
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 59
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 70
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 94 მომხრე – 70
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 56
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 96 მომხრე – 65
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” I მოსმენა
რეგისტრაცია – 96 მომხრე – 67
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” I მოსმენა
რეგისტრაცია – 96 მომხრე – 64
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 96 მომხრე – 64
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 96 მომხრე – 63
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” I მოსმენა
რეგისტრაცია – 96 მომხრე – 62
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” I მოსმენა
რეგისტრაცია – 96 მომხრე – 58
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
კენჭისყრის პროცედურების დასრულების შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში პარლამენტის წინაშე წარსდგა მოხსენებით “2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ”
მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს: გ.თარგამაძემ, ჯ.ბაღათურიამ, კ.ხაბაზმა, ნ.ლალიაშვილმა, დ.დარჩიაშვილმა, ლ.ვეფხვაძემ, დ.ლორთქიფანიძემ, პ.კუბლაშვილმა, მ.ანიკაშვილმა, გ.გაბაშვილმა, ე.ხერხეულიძემ, ჩ.თაქთაქიშვილმა, ო.თოიძემ, რ.სამყურაშვილმა, გ.ახვლედიანმა, გ.ცაგარეიშვილმა.
შეკითხვების დასრულების შემდეგ გამოცხადდა 10-წუთიანი შესვენება
შესვენების შემდეგ სახალხო დამცველმა პასუხი გასცა დასმულ შეკითხვებს.
ანგარიშთან დაკავშირებით წამყვანი კომიტეტის სახელით გამოვიდა ლ.თორდია.
ცალკეული პარლამენტის წევრებიდან სიტყვით გამოვიდნენ: ლ.ვეფხვაძე, ჯ.ბაღათურია, დ.დარჩიაშვილი, მ.ანიკაშვილი, გ.ცაგარეიშვილი, ნ.წიკლაური, ო.თოიძე
ფრაქციის სახელით გამოვიდა გ.ახვლედიანი
სიტყვის დასრულების შემდეგ გ.ახვლედიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს ფრაქციის სახელით გადასცა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის გათავისუფლების მოთხოვნის დადგენილების პროექტი
რეგლამენტის თანახმად სხდომის თავმჯდომარემ პირველ რიგში კენჭისყრაზე დააყენა აღნიშნული საკითხის მიზანშეწონილობა
მომხრე – 7 წინააღმდეგი – 22
საკითხი არ გავიდა.
სხდომის დრო გაგრძელდა საკითხის ამოწურვამდე.
ასევე, ფრაქციების სახელით გამოვიდნენ დ.ლორთქიფანიძე და პ.კუბლაშვილი
უმცირესობის სახელით გამოვიდა გ.თარგამაძე
უმრავლესობის სახელით – გ.გაბაშვილი და პ.ცისკარიშვილი (დრო გაინაწილეს)
დებატების დასრულების შემდეგ გ.ახვლედიანმა წარმოადგინა საპარლამენტო ფრაქციის “ქრისტიან-დემოკრატები” წინადადება “2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ” საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენების თაობაზე” დადგენილების პროექტთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ ლ.თორდიამ წარმოადგინა თავად დადგენილების პროექტი “2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ” საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენების თაობაზე”
დადგენილებების კენჭისყრა გადაიდო მომავალი სხდომისთვის.
სხდომა დასრულდა.