საქართველოს პარლამენტის 2011 წლის
22 თებერვლის პლენარული სხდომის
ოქმი N 127
სხდომა დაიწყო – 1105სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდა – მიხეილ მაჭავარიანი, გიორგი წერეთელი
სხდომას ესწრებოდნენ _ ი.გორდულაძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე), გ.ხუროშვილი (მთავრობის საპარლამენტო მდივანი), ი.ქურდაძე (განათლების მინისტრის მოადგილე), გ.მამაცაშვილი (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე)
რეგისტრაცია გაიარა – 65 პარლამენტის წევრმა,
კვორუმი – 76
კვორუმი არ შედგა.
რეგლამენტის მიხედვით გამოცხადდა 15-წუთიანი შესვენება.
შესვენების შემდეგ ჩატარდა განმეორებითი რეგისტრაცია – 86
დღის წესრიგთან დაკავშირებით შეკითხვა დასვა გ.ცაგარეიშვილმა.
ხელის აწევით დარბაზმა თანხმობა განაცხადა წარმოდგენილი დღის წესრიგის დამტკიცებაზე.
განცხადებებით გამოვიდნენ: პ.დავითაია (აფხაზეთში დაწყებული მოსახლეობის უკანონო აღწერის თაობაზე; მოითხოვა ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირება), მ.მაჭავარიანი (აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავალება მიეცა საორგანიზაციო დეპარტამენტს), ლ.ვეფხვაძე (ზოგიერთ რეგიონში არსებული კოლექტიური მრიცხველების გამო ვაუჩერების დარიგებასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე), გ.გაბაშვილი (განმარტება ლ.ვეფხვაძის გამოსვლასთან დაკავშირებით), მ.მაჭავარიანი (განმარტება), ნ.ლალიაშვილი (ბრალი დასდო სასამართლო სისტემას პროკურატურის მითითებების და სურვილების შესრულებაში), მ.ანიკაშვილი (დაზღვევის სისტემის და საერთოდ ჯანდაცვაში არსებული დღემდე მოუგვარებელი ხარვეზების თაობაზე), ჯ.ბაღათურია (სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თაობაზე), დ.ლორთქიფანიძე (პოლიციელების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით), ნ.ერგემლიძე (მხატვართა კავშირის თავმჯდომარის არჩევნების დროს დაშვებულ დარღვევებზე), ა.მინაშვილი (კომენტარი ოპონენტების განცხადებებთან დაკავშირებით), თ.წურწუმია (განმარტება ელექტროვაუჩერების დარიგებასთან დაკავშირებით), გ.წერეთელი (კომენტარი ოპონენტების გამოსვლებთან დაკავშირებით), ლ.თორდია (განმარტება ოპონენტებს დევნილების პრობლემებთან დაკავშირებით), მ.მაჭავარიანი (განმარტება), პ.ცისკარიშვილი (კომენტარი ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით), გ.თარგამაძე (ზოგადად ყველა პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით), მ.მაჭავარიანი (განმარტება), ლ.ვეფხვაძე, გ.წერეთელი, ზ.მელიქიშვილი.
განცხადებების დასრულების შემდეგ გ.ხუროშვილმა პარლამენტს III მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
მანვე III მოსმენით წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტები “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” და “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
მანვე III მომსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
ი.ქურდაძემ პარლამენტს III მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
ი.ქურდაძემ ასევე, III მოსმენით განსახილველად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
მანვე III მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
ი.ქურდაძემ ასევე, III მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა გიორგი წერეთელმა.
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა პარლამენტს III მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
მანვე III მოსმენისათვის წარმოადგინა გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი: “მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, “სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, “საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, “სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, “საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა.
გ.ხუროშვილმა პარლამენტს II მოსმენით, პუნქტობრივი განხილვით წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “იურიდიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა.
გ.ხუროშვილმა პარლამენტს ასევე, II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “პატიმრობის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს ჯ.ბაღათურიამ და გ.ცაგარეიშვილმა.
თანამოხსენებით გამოვიდა ლ.თორდია
აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით თავისი ალტერნატიული წინადადება წარმოადგინა გ.ცაგარეიშვილმა.
შეკითხვები არ დასმულა.
ასევე, პარლამენტს თავისი ალტერნატიული წინადადება წარუდგინა ჯ.ბაღათურიამ, რომელიც მოგვიანებით მოხსნა კენჭისყრიდან.
წარმოდგენილ ალტერნატივებთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა ლ.თორდია.
შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა გ.ხუროშვილი.
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
მოსაზრება გამოთქვა გ.გოდაბრელიძემ.
შეკითხვები არ დასმულა.
გ.ხუროშვილმა ასევე, I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
ი.ქურდაძემ I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
შენიშვნები გამოთქვა გ.როინიშვილმა.
შეკითხვები არ დასმულა.
ი.ქურდაძემ ასევე, I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა.
ი.გორდულაძემ პარლამენტს თანხმობისთვის წარუდგინა ბესარიონ ალავიძის კანდიდატურა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად. Mმან პარლამენტის წევრებს გააცნო კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია.
კომიტეტის სახელით გამოვიდა კ.ანჯაფარიძე.
ი.გორდულაძემ პარლამენტს II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე პარლამენტის წევრებს გააცნო საქართველოს პრეზიდენტის მომართვა “ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთის კონტინგენტის დაქვემდებარებაში დამატებით არტილერიის ინსტრუქტორთა ჯგუფის გაგზავნაზე საქართველოს პარლამენტის თანხმობის მიცემის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა.
დ.ნადაშვილმა წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “საქართველოს კონტროლის პალატის 2010 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა.
დილის სხდომა დასრულდა.
სხდომა განახლდა 1610 საათზე.
სხდომას თავმჯდომარეობდნენ – მიხეილ მაჭავარიანი, ანზორ ბოლქვაძე,
გიორგი წერეთელი
სხდომას ესწრებოდა – გ.მამაცაშვილი
სხდომა განახლდა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით.
გ.მამაცაშვილმა პარლამენტს განსახილველად წარუდგინა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმის B დანართის ცვლილებასთან შეერთების თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “თბილისის ეროვნული პარკის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე ასევე, I მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა.
გ.მამაცაშვილმა პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე I მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “მტირალას ეროვნული პარკის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა.
ა.მინაშვილმა I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე წარუდგინა პარლამენტს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 11 ივლისის ¹161-რს დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა.
კ.ანჯაფარიძემ პარლამენტს II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე პარლამენტს II მოსმენისათვის, მუხლობრივი განხილვით წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
მომხსენებელს შეკითხვით მიმართა თ.წურწუმიამ.
ზ.კუკავამ I მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა.
მანვე პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ კ.გამსახურდიამ პარლამენტს წარუდგინა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა.
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა ანზორ ბოლქვაძემ.
დასკვნასთან დაკავშირებით მოსაზრებებით და სიტყვით გამოვიდნენ: ლ.ვეფხვაძე, რ.სამყურაშვილი, თ.წურწუმია.
გამოსვლების შემდეგ კ.გამსახურდიამ დარბაზს გააცნო საქართველოს პარლამენტის დადგენილება “საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის შესახებ”
ტექსტთან დაკავშირებით მოსაზრებებით გამოვიდნენ ლ.ვეფხვაძე და ლ.თორდია.
დასკვნითი სიტყვით გამოვიდა კ.გამსახურდია.
კენჭისყრის პროცედურებამდე გამოცხადდა 10-წუთიანი ტექნიკური შესვენება.
შესვენების შემდეგ სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა გიორგი წერეთელმა.
რეგისტრაცია გაიარა 80 პარლამენტის წევრმა, კვორუმი – 76
დარბაზმა ხელის აწევით თანხმობა განაცხადა კენჭისყრების ჩატარებაზე.
კეკჭისყრაზე დადგა შემდეგი საკითხები:
საქართველოს კანონის პროექტი “პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” III მოსმენა
რეგისტრაცია – 82 მომხრე – 75
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” III მოსმენა
რეგისტრაცია – 83 მომხრე – 74
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” III მოსმენა
რეგისტრაცია – 83 მომხრე – 73
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” III მოსმენა
რეგისტრაცია – 84 მომხრე – 76
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” III მოსმენა
რეგისტრაცია – 86 მომხრე – 74
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” III მოსმენა
რეგისტრაცია – 88 მომხრე – 74
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” III მოსმენა
რეგისტრაცია – 88 მომხრე – 77
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” III მოსმენა
რეგისტრაცია – 88 მომხრე – 72
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” III მოსმენა
რეგისტრაცია – 89 მომხრე – 73
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” III მოსმენა
რეგისტრაცია – 89 მომხრე – 70
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” III მოსმენა
რეგისტრაცია – 89 მომხრე – 73
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” III მოსმენა
რეგისტრაცია – 89 მომხრე – 70
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” III მოსმენა
რეგისტრაცია – 90 მომხრე – 69
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” III მოსმენა
რეგისტრაცია – 90 მომხრე – 72
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” III მოსმენა
რეგისტრაცია – 91 მომხრე – 71
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” III მოსმენა
რეგისტრაცია – 91 მომხრე – 69
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” III მოსმენა
რეგისტრაცია – 91 მომხრე – 66
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” III მოსმენა
რეგისტრაცია – 91 მომხრე – 71
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” III მოსმენა
რეგისტრაცია – 91 მომხრე – 72
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” III მოსმენა
რეგისტრაცია – 91 მომხრე – 68
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” III მოსმენა
რეგისტრაცია – 91 მომხრე – 67
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
კენჭისყრამდე საქართველოს პარლამენტმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ავღანეთში დაღუპული ქართველი კაპრალის გიორგი ავალიანის ხსოვნას.
საქართველოს პრეზიდენტის მომართვა “ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (IშAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთის კონტინგენტის დაქვემდებარებაში დამატებით არტილერიის ინსტრუქტორთა ჯგუფის გაგზავნაზე საქართველოს პარლამენტის თანხმობის მიცემის შესახებ”
რეგისტრაცია – 91 მომხრე – 73
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 1
____________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “საქართველოს კონტროლის პალატის 2010 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ”
რეგისტრაცია – 92 მომხრე – 69
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “ბესარიონ ალავიძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევის თაობაზე”
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 74
კვორუმი – 71
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ” II მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 69
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “იურიდიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 61
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” II მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 58
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ცაგარეიშვილის ალტერნატიული წინადადება “პატიმრობის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 17
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 14
საქართველოს კანონის პროექტი “პატიმრობის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” II მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 60
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 62
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” I მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 63
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 63
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 60
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 65
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 62
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 61
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 11 ივლისის ¹161-რს დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე”
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 64
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა.
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 75
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე –63
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “თბილისის ეროვნული პარკის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 76
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 93 მომხრე – 74
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 95 მომხრე – 69
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” I მოსმენა
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 80
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “მტირალას ეროვნული პარკის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 81
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმის B დანართის ცვლილებასთან შეერთების თაობაზე”
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 81
კვორუმი – 76
წინააღმდეგი _ 0
____________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 69
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 67
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 68
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 0
___________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 97 მომხრე – 68
კვორუმი – 50
წინააღმდეგი _ 1
სხდომა დასრულდა.