საქართველოს პარლამენტის 2011 წლის
20 დეკემბრიდან მოწვეული რიგგარეშე
სესიის 23 დეკემბრის პლენარული
სხდომის ოქმი N166
სხდომა დაიწყო – 1115სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდა – დავით ბაქრაძე
სხდომას ესწრებოდნენ _ გ.ხუროშვილი (მთავრობის საპარლამენტო მდივანი), რ.კემულარია (ფინანსთა მინისტრის მოადგილე), ი.გორდულაძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე), ი.ქურდაძე (განათლების მინისტრის მოადგილე), ნ.ენუქიძე (ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე)
რეგისტრაცია გაიარა – 96 პარლამენტის წევრმა,
კვორუმი – 76
დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოთქმულა
ხელის აწევით დარბაზმა თანხმობა განაცხადა დღის წესრიგის დამტკიცებაზე
სხდომა დაიწყო საკითხების განხილვით.
პირველ რიგში II მოსმენით განსახილველად წარმოდგენილი იქნა საქართველოს კანონის პროექტი “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” რომლის დაჩქარებული განხილვის გადაწყვეტილებაც მიღებულ იქნა ბიუროს სხდომაზე. აღნიშნული კანონპროექტი წარმოადგინა კ.სუხიშვილმა
შეკითხვები არ დასმულა
ხელის აწევით დარბაზმა თანხმობა განაცხადა განხილული საკითხის კენჭისყრაზე
რეგისტრაცია – 102 მომხრე – 85
კვორუმი – 52
წინააღმდეგი _ 0
სხდომა გაგრძელდა საკითხების განხილვით
გ.ხუროშვილმა პარლამენტს III მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
მანვე პარლამენტს II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
ნ.ენუქიძემ პარლამენტს III მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
მანვე II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში” ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
ნ.ენუქიძემ ასევე, II მოსმენისათვის, მუხლობრივი განხილვით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: “ტყის ფონდის მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
რ.კემულარიამ III მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
თ.მარტიაშვილმა ასევე, III მოსმენისათვის გამოიტანა საქართველოს კანონის პროექტი “იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
თ.წურწუმიამ პარლამენტს III მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
გ.ჯაბუამ III მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა
ო.თოიძემ პარლამენტს II მოსმენისათვის, მუხლობრივი განხილვით წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა
მ.ცქიტიშვილმა II მოსმენით განსახილველად, მუხლობრივად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრება გამოთქვა გ.თარგამაძემ
ფრაქციების სახელით სიტყვით გამოვიდნენ: დ.ლორთქიფანიძე და ჯ.ბაღათურია (დრო გაინაწილეს), პ.დავითაია, პ.კუბლაშვილი
საპარლამენტო უმცირესობის სახელით სიტყვით გამოვიდა ლ.ვეფხვაძე
უმრავლესობის სახელით – ზ.მელიქიშვილი
დასკვნითი სიტყვით გამოვიდა მომხსენებელი
მ.ცქიტიშვილმა ასევე II მოსმენით გამოიტანა გამომდინარე კანონპროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა
ო.თოიძემ ასევე, II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: “ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, “სალიცენზიო და სანებართვო მოაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
ი.ქურდაძემ II მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, მუხლობრივი განხილვით
შეკითხვები არ დასმულა
ხ.ოჩიაურმა პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
ა.ალავიძემ პარლამენტს II მოსმენისათვის წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა
ზ.კუკავამ I მოსმენით განსახილველად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ”
მომხსენებელს შეკითხვით მიმართა მ.ანიკაშვილმა
კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებით და განმარტებებით გამოვიდნენ გ.წერეთელი და ო.თოიძე
ცალკეული პარლამენტის წევრებიდან სიტყვით გამოვიდა მ.ანიკაშვილი
ფრაქციების სახელით გამოვიდნენ: გ.ჩახვაძე, ჯ.ბაღათურია, ზ.მელიქიშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გამოვიდა პ.ცისკარიშვილი
ვ.ბალავაძემ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებებით გამოვიდა ლ.ვეფხვაძე
პ.კუბლაშვილმა პარლამენტს II მოსმენისათვის, მუხლობრივი განხილვით წარუდგინა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს: ლ.ვეფხვაძემ, დ.ლორთქიფანიძემ, ჯ.ბაღათურიამ, თ.დიასამიძემ
ფრაქციის სახელით სიტყვით გამოვიდა თ.დიასამიძე
დ.ბაქრაძე (განმარტება)
დასკვნითი სიტყვით გამოვიდა პ.კუბლაშვილი
ი.გორდულაძემ II მოსმენისათვის, მუხლობრივად წარმოადგინა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
რ.კერვალიშვილმა წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე” გაეროს უშიშროების საბჭოს N1325 (1820,
1888, 1889 და 1960) რეზოლუციის განსახორციელებლად 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ”
შეკითხვები არ დასმულა
ბ.ქუთელიამ (უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე) პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა “საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია”
მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს დ.ლორთქიფანიძემ და ა.მინაშვილმა
რეკომენდაციით გამოვიდა გ.ჩახვაძე
პარლამენტის ცალკეული წევრებიდან სიტყვით გამოვიდა პ.დავითაია
ფრაქციების სახელით გამოვიდნენ ნ.ლალიაშვილი და გ.ჩახვაძე
საპარლამენტო უმრავლესობის სახელით სიტყვით გამოვიდა ა.მინაშვილი
დილის სხდომა დასრულდა.
სხდომა განახლდა 1610სთ.
სხდომას თავმჯდომარეობდნენ – დავით ბაქრაძე, მიხეილ მაჭავარიანი
სხდომას ესწრებოდნენ _
სხდომა განახლდა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით.
კ.სუხიშვილმა III მოსმენისათვის წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
რედაქციული შეკითხვები არ გამოთქმულა
კ.ანჯაფარიძემ პარლამენტს I მოსმენით განსახილველად წარუდგინა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე”
შეკითხვები არ დასმულა
პ.კუბლაშვილმა პარლამენტს II მოსმენით, მუხლობრივი განხილვით წარუდგინა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი “საქართველოს საარჩევნო კოდექსი”
მომხსენებელს შეკითხვებით და შენიშვნებით მიმართეს: ლ.ვეფხვაძემ, გ.ცაგარეიშვილმა, ჯ.ბაღათურიამ, თ.დიასამიძემ, ჩ.თაქთაქიშვილმა, ა.მინაშვილმა, ზ.მელიქიშვილმა
პარლამენტის ცალკეული წევრებიდან და ასევე, ფრაქციის სახელითაც სიტყვით გამოვიდა დ.ლორთქიფანიძე
საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გამოვიდა ა.მინაშვილი
სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა მიხეილ მაჭავარიანმა
საქართველოს საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით თავისი ალტერნატიული წინადადებები წარმოადგინა გ.ცაგარეიშვილმა
შეკითხვები არ დასმულა
ამით დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დასრულდა.
კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე გამოცხადდა 20-წუთიანი შესვენება
შესვენების შემდეგ სხდომის თავმჯდომარეობა გააგრძელა დავით ბაქრაძემ
რეგისტრაცია გაიარა 113 პარლამენტის წევრმა, კვორუმი – 76
დაბაზმა ხელის აწევით თანხმობა განაცხადა კენჭისყრის პროცედურის ჩატარებაზე
კენჭისყრაზე დადგა შემდეგი საკითხები:
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 116 მომხრე – 107
კვორუმი – 69
წინააღმდეგი _ 3
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის” დამტკიცების თაობაზე”
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 111
კვორუმი – 69
წინააღმდეგი _ 3
__________________________________________________________________________
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 118 მომხრე – 114
კვორუმი – 100
წინააღმდეგი _ 4
__________________________________________________________________________
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 119 მომხრე – 112
კვორუმი – 100
წინააღმდეგი _ 3
__________________________________________________________________________
საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ცაგარეიშვილის ალტერნატიული წინადადებები საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დაკავშირებით
რეგისტრაცია – 120 მომხრე – 4
კვორუმი – 69
წინააღმდეგი _ 78
__________________________________________________________________________
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” II მოსმენა (N 28, 33, 50,
51, 71, 77-93, 116, 132 მუხლების გარეშე)
რეგისტრაცია – 120 მომხრე – 111
კვორუმი – 69
წინააღმდეგი _ 3
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” III მოსმენა
რეგისტრაცია – 121 მომხრე – 103
კვორუმი – 61
წინააღმდეგი _ 0
_______________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ” III მოსმენა
რეგისტრაცია – 121 მომხრე – 100
კვორუმი – 61
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” III მოსმენა
რეგისტრაცია – 121 მომხრე – 99
კვორუმი – 61
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” III მოსმენა
რეგისტრაცია – 121 მომხრე – 83
კვორუმი – 61
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” III მოსმენა
რეგისტრაცია – 122 მომხრე – 89
კვორუმი – 62
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 122 მომხრე – 87
კვორუმი – 62
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” III მოსმენა
რეგისტრაცია – 122 მომხრე – 87
კვორუმი – 62
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” III მოსმენა
რეგისტრაცია – 122 მომხრე – 85
კვორუმი – 62
წინააღმდეგი _ 0
_________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 122 მომხრე – 85
კვორუმი – 62
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 122 მომხრე – 88
კვორუმი – 62
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 122 მომხრე – 89
კვორუმი – 62
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში” ცვლილების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 122 მომხრე – 93
კვორუმი – 62
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 122 მომხრე – 84
კვორუმი – 62
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “ტყის ფონდის მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 122 მომხრე – 87
კვორუმი – 62
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 122 მომხრე – 90
კვორუმი – 62
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 122 მომხრე – 83
კვორუმი – 62
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ” II მოსმენა
რეგისტრაცია – 122 მომხრე – 86
კვორუმი – 62
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ” II მოსმენა
რეგისტრაცია – 122 მომხრე – 87
კვორუმი – 62
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” II მოსმენა
რეგისტრაცია – 122 მომხრე – 89
კვორუმი – 62
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” II მოსმენა
რეგისტრაცია – 122 მომხრე – 86
კვორუმი – 62
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 122 მომხრე – 86
კვორუმი – 62
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” II მოსმენა
რეგისტრაცია – 122 მომხრე – 84
კვორუმი – 62
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 122 მომხრე – 86
კვორუმი – 62
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “სალიცენზიო და სანებართვო მოაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 122 მომხრე – 86
კვორუმი – 62
წინააღმდეგი _ 0
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 122 მომხრე – 82
კვორუმი – 62
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” II მოსმენა
რეგისტრაცია – 122 მომხრე – 80
კვორუმი – 62
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” I მოსმენა
რეგისტრაცია – 122 მომხრე – 83
კვორუმი – 62
წინააღმდეგი _ 0
__________________________________________________________________________
საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ” I მოსმენა
რეგისტრაცია – 122 მომხრე – 85
კვორუმი – 62
წინააღმდეგი _ 0
სხდომა დასრულდა