ანგარიში საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2008 წლის საშემოდგომო სესიის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, კომიტეტის დებულებით განსაზღვრული უფლება – მოვალებათა ფარგლებში.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულება საანგარიშო პერიოდში იყო საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება, საქართველოს  მთავრობიდან შემოსულ კანონპროექტებზე მუშაობა, მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების კონტროლი, აგრარულ სექტორში არსებული პრობლემების შესწავლა, მოქალაქეთა წერილებზე რეაგირება და სხვა.

 

საანგარიშო პერიოდში:

კომიტეტში  ჩატარებულია 11 საკომიტეტო სხდომა. განხილულ   იქნა 15 საკითხი.

მათ შორის:

  • კანონშემოქმედებითი საქმიანობის კუთხით 9;
  • საზედამხედველო საქმიანობის კუთხით 6;
  • კომიტეტმა 4 კანონპროექტზე მოამზადა სავალდებულო დასკვნა.

 

კანონშემოქმედებითი საქმიანობა:

  • პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კომიტეტის ინიციატივით შემუშავებული    კანონპროექტი "სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”. რომლის მიზანი იყო საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ცალკეულ ტერმინთა დაზუსტება "საქართველოს სამოქალაქო კოდექსის”  597-ე მუხლში, რომელიც ეხება სტიქიური უბედურების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე იჯარის ქირის შემცირების მოთხოვნას.

  • პარლამენტმა მიიღო კანონი "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე", რომელშიც ახლებურად განიმარტა  თვითნებურად დაკავებული მიწის მნიშვნელობა - ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. 

  • მიღებულ იქნა "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" და "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები და დამატებებიშეტანის თაობაზე" კანონები. მათი მიღების მიზეზი იყო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების დაჩქარების ხელშეწყობა და გამარტივება. ამ ცვლილებებით მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ  მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილება გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს.

  • მნიშვნელოვანი იყ"სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლის შედეგად სახელმწიფოს მიეცა უფლება უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე,  უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება.

  • პირველი მოსმენით მიღებულ იქნა და განხილვის სტადიაშია კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი – "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე".  პრექტის მიზანია ქვეყანაში რძის წარმოების გაზრდა და მომხმარებლის სათანადო ინფორმირება საწარმოო ნედლეულად საღი რძის (უმი რძის) ან მშრალი რძის (რძის ფხვნილის) გამოყენების შესახებ. გამოყენებული იმ ნედლეულის შესახებ, რომლებიც შედის მოცემულ სურსათში და რომლებსაც საკვები მნიშვნელობა გააჩნია.

 

საზედამხედველო საქმიანობის კუთხით მოსმენილი იქნა ინფორმაცია:

  • პროგრამა "სოფლის მეურნეობის დარგის გამოფენების მოწყობის ღონისძიებების ეფექტურობის შესახებ";
  • "სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ";
  • პროგრამა "სოფლის მექანიზაცია 2008" ეფექტურობის შესახებ;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირის "სამტრესტის" მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
  • სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

 

საანგარიშო პერიოდში კომიტეტში გამართული შეხვედრები:

  • საქართველოს "რძის მწარმოებელთა ასოციაციასთან”;
  • ქვეყანაში რძის წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით უცხოელ ექსპერტებთან; 
  • აგრარულ სფეროში მოქმედი ინსტიტუტების ოპტიმიზაციის თემებზე;
  • ქართული წარმოების პროდუქციის აქტიური რეკლამირების ხელშეწყობისათვის საჭირო ღონისძიებების თაობაზე;
  • მოქმედი საგადასახადო კოდექსის დახვეწის თაობაზე;
  • მეჩაიეობის რეაბილიტაციისათვის  გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;
  • ქვეყანაში სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე;
  • მიმდინარეობს აგრარულ სექტორში მომუშავე ინსტიტუტების ოპტიმიზაციის და მათი ეფექტურობის გაზრდისთვის საკითხების დამუშავება.
  •  2009-2012 წლებში ძირითად პრიორიტეტებად  განსაზღვრულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლება, მცენარეთა დაცვა, ეპიზოოტიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება. კომიტეტის რეკომენდაციით 2009 წლის ბიუჯეტში გაზრდილი იქნა მიზნობრივი პროგრამა "მცენარეთა დაცვის” დაფინანსება. 

 

კომიტეტში განხილულია:

  • 94 წერილი, მათ შორის 55 საქმიანი, 39 მოქალაქეთა   განცხადება და ერთი საკანონმდებლო წინადადება.