საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ მზიურის ტერიტორიაზე ჯიუტად გრძელდება არამიზნობრივი მშენებლობები, რაც 23 ივლისს დაგეგმილ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დადასტურდება

მაჟორიტარი დეპუტატები 23 ივლისი 2019
ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ მზიურის ტერიტორიაზე ჯიუტად გრძელდება არამიზნობრივი მშენებლობები, რაც 23 ივლისს დაგეგმილ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დადასტურდება

ვაკის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატი ბიძინა გეგიძე, აქტიურად არის ჩართული არამიზნობრივი, გაუმართლებელი მშენებლობების წინააღმდეგ მიმართულ ყველა პროცესში. 

ბიძინა გეგიძის განცხადებით, „ბოლო დროს შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ დიდი ხნის მუშაობამ და ბრძოლამ, რაც კონკრეტული კომერციული ინტერესებისაგან ქალაქის მწვანე, რეკრეაციული სივრცეების დაცვას ისახავდა მიზნად, შედეგი გამოიღო. განსაკუთრებით, იმედის მომცემი გახლდათ ახალ გენერალურ გეგმასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად უკანანონო და გაუმართლებელი მშენებლობების აკრძალვა. თუმცა, როგორც ვხედავთ, პოზიტიური ცვლილებების მოლოდინი კვლავ მოლოდინად რჩება. დღეს, 23 ივლისს, დაგეგმილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა; სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორისაა ი. ჭავჭავაძის გამზირის დუბლ-საპროექტო გზასა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობა "ვაკე-94"-ის ტერიტორიას შორის, (ნაკვეთი 05/139) მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.14.14.005.197) განაშენიანების რეგულირების გეგმა. აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს, რომ ყოფილი რაგბის კავშირის მიწის ნაკვეთი, მზიურის ტერიტორია, კვლავ სამშენებლო კომპანიის ინტერესების მსხვერპლი უნდა გახდეს გრგ-ს დამტკიცების შემდეგ. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, რაც სრულიად ეწინააღმდეგება როგორც მზიურის მიმდებარე ტერიტორიის ფუქნციურ მნიშვნელობას, ისე მიწის ნაკვეთის თავდაპირველ დანიშნულებას.“

ბიძინა გეგიძე დიდი ხანია აცხადებს, რომ თბილისში „მზიურის“ ტერიტორიაზე რაგბის კავშირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კომერციული მიზნებისთვის გასხვისება უმძიმეს ფაქტს წარმოადგენს.

მაჟორიტარმა დეპუტატმა არაერთგზის მიმართა რაგბის კავშირიდან მიწის შემსყიდველ, სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ხელმძრვანელობას, მრავალსართულიანი შენობების მშენებლობის დაწყების პროცესების შეჩერების და კონსულტაციების გამართვის თხოვნით. თუმცა, როგორც დადასტურდა, სამშენებლო კომპანიასა და მუნიციპალიტეტს განსხვავებული მიზნები ამოძრავებდათ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა
30 ნოემბერი 2023

ბექა ოდიშარია მოსწავლეებს შეხვდა

მსგავსი

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება
27 ივლისი 2023

დავით სონღულაშვილი კახეთში მოსახლეობას ხვდება

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით
12 მაისი 2023

პანელური დისკუსია კახეთში, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
08 დეკემბერი 2022

სოზარ სუბარი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს
30 მაისი 2022

დავით სონღულაშვილი: გურჯაანში, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R