საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბიძინა გეგიძე: „ბრძოლა გრძელდება სპორტისა და რეკრეაციის დასაცავად“

27 დეკემბერი 2018
ბიძინა გეგიძე: „ბრძოლა გრძელდება სპორტისა და რეკრეაციის დასაცავად“

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის” საკანონმდებლო ინიციატივას „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, ბიძინა გეგიძემ პარლამენტში განაცხადა: „კიდევ რამდენ რეკრეაციულ სივრცეში უნდა აშენდეს 40-სართულიანი კორპუსები იმისთვის, რომ კოლეგებმა მეორე მოსმენით კენჭისყრაზე დააყენონ და მხარი დაუჭირონ საკითხს სპორტული, გამაჯანსაღებელი და რეკრეაციული სივრცეების დაცვის შესახებ?! ამ საკითხების ერთ სამართლებრივ სივრცეში მოქცევა აუცილებელია. ერთი თვის წინ გაიყიდა მზიურში რაგბის მოედანი, ხვალ გაიყიდება ვაკის პარკში ტერიტორია, პარალელურად, ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარეობს დრამატული განაშენიანება და ამ პროცესებს შეუქცევადი ხასიათი აქვს. უკვე ექვსი თვეა, ეს საკითხი დგას დღის წესრიგში და კენჭისყრაზე არ გადის სხვადასხვა მიზეზთა გამო. ეს კანონი ძალაში შესული რომ ყოფილიყო, რაგბის კავშირი ვერ გაყიდდა მზიურში მიწას“.

ფრაქციაში აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივის უმთავრეს მიზანს სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ზონების ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა, აღნიშნული სივრცეების დაცვა, შენარჩუნება და განვითარება წარმოადგენს.

აღნიშნული კანონპროექტის პაკეტს პარლამენტმა ერთხმად, პირველი მოსმენით, მხარი 27 ივნისს დაუჭირა, თუმცა, პროცესში თბილისის მერიის ჩართვის შემდეგ, 6 თვის მანძილზე გაჭიანურდა საკითხის მეორე მოსმენაზე გატანა.

ბიძინა გეგიძის განცხადებით, საგაზაფხულო სესიაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ დღის წესრიგში კვლავ დააყენებს აღნიშნულ ინიციატივას. ფრაქციაში იმედოვნებენ, რომ კოლეგები მხარს დაუჭერენ აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც დაიცავს არაკეთილსინდისიერი გარიგებებისგან როგორც სპორტულ, ასევე რეკრეაციულ სივრცეებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R