საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბიძინა გეგიძე და ზაზა პაპუაშვილი კომპანია „ბალტიკ ინვესტმენტ ჯგუფის“ დირექტორს შეხვდნენ

17 იანვარი 2019
ბიძინა გეგიძე და ზაზა პაპუაშვილი კომპანია „ბალტიკ ინვესტმენტ ჯგუფის“ დირექტორს შეხვდნენ

საპარლამენტი ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ აგრძელებს ქ. თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩის მიმდებარედ არსებული ქაოტური მშენებლობების მონიტორინგს.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, ფრაქციის თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა პაპუაშვილი შპს „ბალტიკ ინვესტმენტ ჯგუფის“ დირექტორს, ვიგანტას ზენკევიჩუსს შეხვდნენ. 

შეხვედრის თემა ეხებოდა შპს „ბალტიკ ინვესტმენტ ჯგუფის“ მიერ ჟვანიასა და ჯაფარიძის ქუჩების მიმდებარედ მიმდინარე მაღალსართულიანი სამშენებლო კომპლექსის მშენებლობას, რომლის პროცესშიც მოხდა მთის დიდი ნაწილის მოჭრა, ინერტული მასალა კი სამშენებლო კომპანიამ იქვე, მდინარის ხეობაში ჩაყარა.

კომპანიის დირექტორის, ვიგანტას ზენკევიჩუსის განცხადებით, მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა პროცესი შეთანხმებული იყო ქ. თბილისის მერიასთან და კომპანიას გააჩნია შესაბამისი ნებართვა.

როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, თბილისის მერიის მხრიდან არ ყოფილა არანაირი მოთხოვნა, რომ პროცესში ჩართულიყვნენ გარემოს დაცვის შესაბამისი უწყებები.

აქედან გამომდინარე, კომპანიაზე გაიცა არა მხოლოდ ამ ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყების, არამედ მთის მოჭრისა და ინერტული მასალის ტერიტორიაზე განთავსების ნებართვაც.

„მოცემულ შემთხვევაში, სრულიად ურთიერთგამომრიცხავ და ალოგიკურ ფაქტებთან გვაქვს საქმე. ერთი მხრივ, მერიამ გასცა მშენებლობის ნებართვა, მეორე მხრივ კი გამოაცხადა ტენდერი ტერიტორიის შესწავლასთან დაკავშირებით, რაც მდინარე ვარაზისხევის მარჯვენა და მარცხენა ფერდების საინჟინრო-გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევის სრულფასოვან ჩატარებას გულისხმობს. გამოდის, რომ მერია უშვებს ამ ტერიტორიაზე შესაბამისი რისკების არსებობის შესაძლებლობას, თუმცა, კომპანიებს მშენებლობების შეჩერებას არ სთხოვს. ქალაქის შუაგულში, მეწყერსაშიშ ზონაში ხდება კლდის დიდი მასივის მოჭრა და ნარჩენი მასალის მდინარის ჭალაში ჩაყრა, ამ პროცესში კი არ არის ჩარული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არცერთი შესაბამისი უწყება. პარალელურად, სერიოზული კითხვები ჩნდება ტერიტორიაზე არსებულ კოლექტორთან დაკავშირებით, რომელიც არაერთი კომპეტენტური ექსპერტის აზრით, სტიქიის შემთხვევაში ვერ შეძლებს წყლის საჭირო რაოდენობის გატარებას. ჩვენ ვაპირებთ სერიოზული ოპონირების გაწევას ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან დაუშვებელია, რომ თბილისში ისევ განმეორდეს 13 ივნისის მსგავსი ტრაგედიები. ყველა პასუხისმგებელმა უწყებამ თავიდანვე უნდა მიიღოს პრინციპული ზომები მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე გვექნება სერიოზულ არაკომპეტენტურობასა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდებასთან,“ - აცხადებს ფრაქციის თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე.

„ვფიქრობ, სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. არსებობს საექსპერტო დასკვნები, რომელთა მიხედვითაც აღნიშნულ ტერიტორია მეწყერსაშიშია და აქ ხალხის ცხოვრება საერთოდ არ არის მიზანშეწონილი. ეს საკითხი სიღრმისეულად უნდა ყოფილიყო შესწავლილი მანამ, სანამ სხვადასხვა კომპანიას მიეცემოდა მშენებლობის ნებართვა. არსებობს რისკი, რომ ტენდერის შედეგად გამოვლენილმა კომპანიამ სწორედ ეს ეჭვები დაადასტუროს, რის შემდეგაც იზარალებს როგორც იქ მყოფი მოსახლეობა, ასევე, არაერთი ინვესტორი,“ - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ მოცემულ საკითხზე მუშაობის აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი რეაგირება მოსახლეობისა და ბიზნესის ინტერესების დასაცავად.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R