საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბიძინა გეგიძე ეხმაურება ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას

27 დეკემბერი 2018
ბიძინა გეგიძე ეხმაურება ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას

ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე ეხმაურება ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციის დატოვების შესახებ.

„ქალბატონო ეკა, პირველ რიგში, გიდასტურებთ დიდ პატივისცემას. დღევანდელი თქვენი გადაწყვეტილება ძალიან ემოციურია პირადად ჩემთვის. მინდა, მადლობა გითხრა 2006 წელს დაწყებული ბრძოლისა და თანამებრძოლობისთვის. ისტორიაში ერთხელ ხდება ასეთი უთანასწორო ბრძოლა და ჩვენ ვიბრძოდით მხოლოდ ერთი რამისთვის - სამართლიანობისთვის. ეს იყო რეჟიმთან ბრძოლა, რა დროსაც ვერ ვიფიქრებდით, რომ ერთ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა იმ სიას წარმოადგენდა, ვინც ჩვენს თანამებრძოლებს ასამართლებდა. ეს გაუგებარი და ნონსენსია. ამიტომ მქონდა მე და ჩვენი ფრაქციის ყველა წევრს ასეთი მძაფრი რეაქცია. ძალიან დიდი ყურადღებით ველოდებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგ გადაწყვეტილებას, ეს ჩემთვის ბევრის მაჩვენებელი იქნება.

რა თქმა უნდა, ეკა ბესელიაზე კარგად ვერავინ დაიცავს სამართლებრივ ნორმებსა თუ რეგლამენტს, მაგრამ, როგორც ძველ თანამებრძოლს, მინდა გთხოვოთ, დღეს რადგან ასეთი მოცემულობაა, კომიტეტმა არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რაც საზოგადოებაში უნდობლობას გამოიწვევს. მართლმსაჯულება ეყრდნობა ყველაზე მთავარ ფუნდამენტს, ეს არის ნდობა. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი ეკა ბოლომდე კლდესავით დადგება, რომ მაქსიმალურად გააუმჯობესოს სამართლებრივი სივრცე“, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R