საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბიძინა გეგიძე - მზიურის პარკში კატასტროფული ტემპით მიმდინარეობს მწვანე საფარის განადგურება და ურბანული ოკუპაცია

ფრაქციები 28 თებერვალი 2019
ბიძინა გეგიძე - მზიურის პარკში კატასტროფული ტემპით მიმდინარეობს მწვანე საფარის განადგურება და ურბანული ოკუპაცია

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ბიძინა გეგიძე, ბაგებში, ე.წ. მეტრაპარკის დასახლებისა და ილია ჭავჭავაძის I ჩიხის, ამხანაგობა „მზიური რეზიდენსის“ მაცხოვრებლებს შეხვდა, სადაც რეკრეაციულ ზონებსა და მეწყერსაშიშ ადგილებში დაგეგმილია ახალი, მრავალსართულიანი სამშენებლო კომპლექსების მშენებლობა. 

როგორც ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, „წყნეთის გზატკეცილის მიმდებარედ, შპს „მეტრა დეველოპმენტის“ მიერ დაგეგმილია 3 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა აქტიურად გამწვანებულ სივრცეში, მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, რომელიც მიზნად ისახავს ბუნებრივი ლანდშაფტის სრულ განადგურებას, რაც გამოიწვევს მეწყერული პროცესების გააქტიურებას“.

არსებული ინფორმაციით, შპს „მეტრა დეველოპმენტის“ მიერ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში უკვე წარდგენილია საცხოვრებელი კომპლექსის არქიტექტურული პროექტი და პროცესი განხილვის ეტაპზეა.

„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მაცხოვრებლების უსაფრთხოების მიზნით, აკრძალული უნდა იყოს აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებითი მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, კომპანიის მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლოდ ტერიტორიის მომზადება. აღნიშნული სრულებით ეწინააღმდეგება მოსახლეობისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნის პრინციპს, რადგან დაგეგმილი სამუშაოები ხორციელდება ფერდობზე, ძალიან რთულ რელიეფზე, რომელიც ქანობი და მეწყერსაშიში ტერიტორიაა“, - აცხადებს ბიძინა გეგიძე.

ვაკის მაჟორიტარის განცხადებით, არანაკლებ პრობლემატურია მშენებლობა უშუალოდ მზიურის პარკის ტერიტორიაზე, რომელიც რეკრეაციული ზონაა და არაერთი ნარგავია გაშენებული.

„უგულებელყოფილია მერიის დაპირებები, თითქოს მზიურის პარკის ტერიტორიაზე არ დაუშვებენ მშენებლობებს. მზიურის პარკის ტერიტორიაზე შეიცვალა მიწის ნაკვეთების ფუნქციური ზონის სტატუსი, გაიზარდა სამშენებლო კოეფიციენტები და გაიცა სამშენებლო ნებართვა ორ 14- სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე, ხოლო მესამე შენობაზე ნებართვის გაცემაზე მიმდინარეობს განხილვა. ჭავჭავაძის პირველ ჩიხში მსგავსი მასშტაბების პროექტის მშენებლობა საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. გარდა ამისა, პარკის ტერიტორიაზე უკვე მოჭრილია ათეულობით ხე და მზიურის პარკი, ფაქტობრივად, კორპუსების ეზოს ფუნქციას შეიძენს“, - განაცხადა ვაკის მაჟორიტარმა. 

ბიძინა გეგიძის შეფასებით, პრობლემაა ის ფაქტიც, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა არ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა პროექტის დამტკიცებისა და განხილვის პროცესში მათ ჩართულობაზე, რაც პირდაპირი სამართალდარღვევა და საკუთარი მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფაა. როგორც ვაკის მაჟორიტარმა განაცხადა, ადგილზე დეტალურად მოიკვლევს აღნიშნულ პრობლემებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

კახა კუჭავა ფრაქციის - „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს შეხვდა
14 მაისი 2021

კახა კუჭავა ფრაქციის - „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს შეხვდა

მსგავსი

ალექსანდრე ელისაშვილის და ლევან იოსელიანის ბრიფინგი
09 მარტი 2021

ალექსანდრე ელისაშვილის და ლევან იოსელიანის ბრიფინგი

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებზე იმსჯელა
04 მარტი 2021

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებზე იმსჯელა

14 ოქტომბერი 2020

ისნის რაიონში არსებულ N156 საბავშვო ბაღში რაგბის მოედანი გაიხსნა

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა
09 სექტემბერი 2020

ფრაქცია „ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R