საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბიძინა გეგიძე - საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმს, სამართლიანია

21 თებერვალი 2019
ბიძინა გეგიძე - საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმს, სამართლიანია

დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტის განხილვისას აღნიშნა, რომ პროცესი არაჯანსაღია და საჭიროა ისეთი რეალობის შექმნა, რაც უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სასამართლოს მიმართ ნდობის აღდგენას. 

„უკვე 2 თვე გავიდა, რაც აქტიური კამათი მიდის სასამართლო სისტემაში პროცესის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით, თუმცა, ამ 2 თვის მანძილზე პრობლემა იმავე წერტილშია, საიდანაც დაიწყო. ჩვენ ისევ ბევრი კითხვა გვაქვს, საზოგადოებაში არის ნდობის დეფიციტი მართლმსაჯულების მიმართ. გაუაზრებელი რიტორიკა კი ამ კითხვებსა და უნდობლობას ვერ აქარწყლებს.

საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმის გამოცხადებას, არის პრაგმატული, სამართლიანი და კონსტიტუციურიც, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს, ჩვენი ამომრჩეველი განიცდის ნდობის დეფიციტის მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. ყველამ გავიაზროთ სად ვართ მისული, რას ელოდება ჩვენგან ამომრჩეველი.

შეფუთვის მცდელობა და კონსტიტუციით აპელირება, თითქოს ინიციატივამ ე.წ. კონსტიტუციური ტესტი ვერ გაიარა, ვერანაირად ვერ იქნება თვითკმარი, რადგან ეს პროცესი არის პოლიტიკური და არა მხოლოდ სამართლებრივი. პოლიტიკურია იმიტომ, რომ სასამართლოს მიმართ ნდობის აღდგენა, ჯერ-ჯერობით, ვერ მოვახერხეთ. მე მხარს ვუჭერს კანონპროექტს, რომელიც უნდა იქცეს კანონად, საიდანაც უნდა დაიწყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და ნდობის გაჩენა,“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R