საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბიძინა გეგიძე: „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი პროცესისადმი მინიმალური ნდობაც კი არ არის“

15 იანვარი 2019
ბიძინა გეგიძე: „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი პროცესისადმი მინიმალური ნდობაც კი არ არის“

საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრები: ბიძინა გეგიძე, კობა ნაკაიძე და ზაზა პაპუაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორ არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს შეხვდნენ.

მხარეებმა შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ პროცესზე ისაუბრეს. როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ აღნიშნეს, პროცესის სამართლიანობისა და ღიაობისთვის საკონსულტაციო ჯგუფის შექმნაა საჭირო, რომელიც მოამზადებს მიუკერძოებელ დასკვნას კანდიდატთა შესახებ, ამასთან, პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე.

როგორც „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, ბიძინა გეგიძემ განაცხადა: „ამ ეტაპისთვის არ მაქვს იმის აღქმა, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალეა და პროგრესულად მიმდინარეობს. საჭიროა საზოგადოებაში გაჩნდეს პროცესის მიმართ ნდობა. მე პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართე კონკრეტული წინადადებით, თუ როგორ ვხედავ ამ პროცესს. იქ სამი ძირითადი მიმართულება იყო: ფორმატი, დღის წესრიგი და სივრცეები. ჯერჯერობით, არ მაქვს იმის აღქმა, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და პროგრესულია. ეს ჯერ არ ჩანს. აუცილებელია, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს პროცესის მიმართ ნდობა. ჯერჯერობით, მინიმალური ნდობაც არ არსებობს“, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R