საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დავით უსუფაშვილი: ევროპა ელის ჩვენგან ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომების გათვალისწინებას

პლენარული სხდომები 07 ივნისი 2022
დავით უსუფაშვილი: ევროპა ელის ჩვენგან ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომების გათვალისწინებას
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავისუფალი ტრიბუნის ფორმატში პოლიტიკური ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ სახელით დავით უსუფაშვილმა იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც ამავე პოლიტიკური ჯგუფის მოსაზრებით, ქვეყნის წინაშე დგას. მისი თქმით, ევროპული სტანდარტის სახელმწიფო, პირველ რიგში, სჭირდება ქართველ ხალხს და არა ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს.
 
„სწორედ ასეთი ევროპული სტილის სახელმწიფოა შემძლე იმისა, რომ: სათანადოდ უპატრონოს ჩვენს სამშობლოს და მოგვცეს საშუალება, რომ ვემსახუროთ მას; ქართველი ხალხი ერთდროულად უზრუნველყოს კეთილდღეობითაც, თავისუფლებითაც და უსაფრთხოებითაც. „ლელო“ არ სვამს კითხვას - იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობას ისევე, როგორც არ სვამს კითხვას, ქართველი ხალხი იმსახურებს თუ არა სუფთა ჰაერს. ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ევროპული ინტეგრაცია, ევროკავშირის წევრობა, ნატოს წევრობა ისეთივე სასიცოცხლო აუცილებლობაა, როგორც ჰაერი თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენ სხვა კითხვას ვსვამთ, ვაკეთებთ თუ არა ყველაფერს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ამ მიზანს, რაც შეიძლება მეტად ვიყოთ გაძლიერებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, თანადგომით და იმ სირთულეების დაძლევით, რაშიც დღეს ქვეყანაა მოქცეული“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მან ისაუბრა, რას აკეთებს პოლიტიკური ჯგუფი „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით და სახელისუფლებო გუნდს შესთავაზა ერთიანი გზავნილი გაიგზავნოს ევროპაში. „ეს არის შარლ მიშელის შეთანხმებაზე დაბრუნება. ეს არის ყველაზე სრული, მოკლე და ეფექტური გამოსავალი. რატომ? იმიტომ, რომ ევროკავშირი და ევროპა ბოლო დღეებში გადასულია გადაწყვეტილებების მიღების საგანგებო რეჟიმზე. ბევრი რამ 6 თვის წინ იყო შეუძლებელი, დღეს შესაძლებელია და თავად ევროპამ აღიარა თავისი წილი შეცდომები 2008 წელს საქართველოში რუსული აგრესიის პერიოდში დაკავებული პოზიციების გამო, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს დაკავებული პოზიციის გამო. მათ თვითონ გამოთქვეს მზაობა, განიხილონ ჩვენი განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების თაობაზე“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
 
მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მოლოდინზე საქართველოსგან.
 
„ჩვენი მხრიდან ევროპა ელის ასეთივე საგანგებო ზომების მიღებას, გონს მოსვლას, საით მივდივართ და ეს გზა მიდის თუ არა ევროპისკენ. ევროპა ელის ჩვენგან ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომების გათვალისწინებას ეს იმ 9 წელიწადში იყო, ამ 9 წელიწადში იყო, თუ კიდევ იმის იქით. ელის იმის დანახვას, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალები, ქვეყნის ამ ყველაზე მნიშვნელოვან, სტრატეგიულ საკითხზე ახერხებენ ერთად დგომას და წყვეტენ ერთმანეთისკენ ხელის გაშვერას და იმ ტრადიციულ კინკლაობას, რაც საქართველოშია გამეფებული. იქნებ დარჩენილ დროში იმ ფონზე, როდესაც ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება ამ სტატუსის მხარდასაჭერად სამივე ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფები საქართველოს მიუთითებენ იმ პრობლემებზე, რაც მოსაგვარებელია. გავაკეთოთ ეს ჩვენც. შევწყვიტოთ ის ქედმაღლური პოზიციონირება, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა და ახლა სიტყვა ევროპაზეა. არ არის ეს ასე. და თუნდაც იმიტომ არ არის ასე, რომ მმართველ პარტიას 2024 წლისთვის ჰქონდა გაცხადებული განაცხადის შეტანა ანუ ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელი გვქონდა, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გამო გაჩნდა ეს შესაძლებლობა. ამიტომ სწორი პოზიციაა არა დამუნათება, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, ჩვენ ვიმსახურებთ, არამედ მათთან დიალოგი, აღიარება იმისა, რომ გვაქვს მოსაგვარებელი საკითხები. სანამ ისინი რეზოლუციაში ჩაწერენ, ჩვენ არ ვიცით, რომ გვაქვს მოსაგვარებელი საკითხები?“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
 
მისი თქმით, პრობლემების აღიარებაშია ევროპული კულტურის მთელი ხიბლი და იმაში, რომ 27 ქვეყანა ერთად დგას და ერთად აგვარებს პრობლემებს.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა, რომელიც ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა
08 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა, რომელიც ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა
08 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
08 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, მხარი დაუჭირა
08 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა
08 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R