საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 23 Feb 2026
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი დაუჭირა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ინსტრუმენტების კონსოლიდაციაა. მისივე თქმით, აღნიშნული კონსოლიდაცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდება, რომელიც კონცეპტუალურად საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბანკად გადაკეთდება.

„საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციის შედეგად საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბანკი შეიქმნება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს უპასუხებს და სრულყოფილად განახორციელებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, საქართველოს განვითარების ფონდმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მაგრამ დღის წესრიგში რეფორმის აუცილებლობა დადგა. მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბანკი ადგილობრივ წარმოებას ეფექტიანად დაეხმარება და მცირე და საშუალო ბიზნესს შეუწყობს ხელს.

„ქვეყნის ეკონომიკის სექტორული განვითარების მიმართულებით ბანკის შექმნა დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ეს რეფორმა დადებით გავლენას მოახდენს როგორც ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, ასევე ეკონომიკურ ზრდაზე. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა, რომელიც ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა
08 Jun 2026

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა
08 Jun 2026

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
08 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, მხარი დაუჭირა
08 Jun 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა
08 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R