საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლები დაათვალიერეს

მედია და საზოგადოება 16 მაისი 2025
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლები დაათვალიერეს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ და კომიტეტის წევრებმა: ვლადიმერ ბოჟაძემ, ვლადიმერ კახაძემ და ლიკა შარტავამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ვოლსკისთან და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძესთან ერთად, ჩუღურეთის რაიონში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დაათვალიერეს.


პარლამენტის წევრები 30-ე, 37-ე, 63-ე, 31-ე და 26-ე საჯარო სკოლებს ესტუმრნენ და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.


30-ე საჯარო სკოლაში ჩუღურეთის რაიონში არსებულ თხუთმეტივე საჯარო სკოლის დირექტორთან შეხვედრა გაიმართა, სადაც სკოლებში მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრეს.


„დღეს შეხვედრა გვქონდა დირექტორებთან, რესურს-ცენტრის ხელმძღვანელებთან და დავათვალიერეთ ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც რეაბილიტაცია მიმდინარეობს და არსებობს გარკვეული გამოწვევები. უკვე ტრადიციად ვაქციეთ, რომ საჭიროებებზე, ერთობლივი ძალისხმევით ვიღებთ მყისიერ გადაწყვეტილებებს, რათა ეს გამოწვევები დროულად დავძლიოთ. დღესაც, ჩუღურეთის რაიონში ვესტუმრეთ იმ სკოლებს, სადაც მნიშვნელოვანია კონკრეტული მიმართულებებით საკითხების დროული გადაწყვეტა“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.


საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლის დირექტორებს მიაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სარემონტო საკითხებთან და სკოლებში ლაბორატორიების აღჭურვასთან დაკავშირებით, მათ შეუძლიათ მიმართონ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს და მათი მხრიდან მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება.


„მიმდინარე და მომდევნო თვეში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, ჩვენ თბილისის ყველა რაიონში შევხვდებით სკოლის დირექტორებს და გავეცნობით იმ გადაუდებელ საჭიროებებს, რომელთა გადაწყვეტაც ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხდეს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.


საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე, დაათვალიერეს 23-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო-აღდგენითი პროცესი, რომლის პროექტირება 14 მილიონი ლარი დაჯდა.


„ძალიან მალე სკოლის ამ შენობაში ახალგარემონტებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გვექნება. ჩვენ დღეს ვნახეთ რაიონის ყველა ის საჯარო სკოლა, სადაც აუცილებელია ინფრასტრუქტურის განახლება-აღდგენა. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საჯარო სკოლები აღჭურვილი იქნას ინფრასტრუქტურულად“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ.


კანონმდებლებთან ერთად, დღეს სკოლები დაათვალიერეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი მოდებაძემ, მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი კუპრავამ, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ლაბუჩიძემ, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა ზურაბ ჩიკვილაძემ და ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა დავით მაქაცარიამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გივი მიქანაძე და გიორგი სოსიაშვილი ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ
12 ივნისი 2025

გივი მიქანაძე და გიორგი სოსიაშვილი ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

მსგავსი

შოთა ბერეკაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
12 ივნისი 2025

შოთა ბერეკაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
12 ივნისი 2025

პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

გივი მიქანაძე და გიორგი ჩაკვეტაძე გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს შეხვდნენ
12 ივნისი 2025

გივი მიქანაძე და გიორგი ჩაკვეტაძე გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს შეხვდნენ

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
12 ივნისი 2025

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R