გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების წარმომადგენლებმა ევროპარლამენტში გამართულ ენერგეტიკული გაერთიანების პლენუმში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის უფროსმა დენის სალუქვაძემ და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატის უფროსმა თამილა შაბაშვილმა ევროპარლამენტში გამართულ ენერგეტიკული გაერთიანების პლენუმში მიიღეს მონაწილეობა.
ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმი (ECPP) 3 დეკემბერს, ქალაქ ბრიუსელში შეიკრიბა, სადაც ევროპის ენერგეტიკული მომავლის ძირითადი საკითხები განიხილეს.
სხდომის ძირითადი თემა იყო ევროკავშირთან დაჩქარებული ინტეგრაცია და ენერგეტიკულ სიღარიბესთან დაკავშირებული გამოწვევები.
პლენუმის სხდომაზე ენერგეტიკული საზოგადოების სამდივნოს დირექტორმა არტურ ლორკოვსკიმ ხაზი გაუსვა ენერგეტიკული ინტეგრაციის გზით ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.