საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 11 ივნისი 2025
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.

საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, „პროკურატურის შესახებ“ ორგანულ კანონში გენერალური პროკურორის კანდიდატურის წარდგენის არსებული ნორმით არჩევისა და შერჩევის წესის ერთმანეთში აღრევა ხდება.

საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს გენერალური პროკურორის კანდიდატურის წარდგენისა და თანამდებობაზე განწესების პროცედურასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების გადაჭრას და უფრო ეფექტური მოდელის დამკვიდრებას.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, საპროკურორო საბჭოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილებაა, რომ წარადგინოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი, მაგრამ კონსტიტუციაზე დაბალი იერარქიის მქონე კანონით გათვალისწინებულია სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების თუ აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთთვიანი კონსულტაციის გამართვა. ამის შემდეგ, სამი კანდიდატურის შერჩევა და ხმათა ორი მესამედის მოპოვების შემთხვევაში, კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.

„გამოწვევა სწორედ ამ პროცედურაში მდგომარეობს. კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებაში ჩართული არიან სხვა პირები, რაც არ არის მიზანშეწონილი. ამიტომ გთავაზობთ, რომ საპროკურორო საბჭომ თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება განახორციელოს ამ პირების ჩარევის გარეშე და საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს ჰქონდეს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატის დასახელების უფლება. კანდიდატებს საპროკურორო საბჭო მოუსმენს. კენჭისყრა ღია წესით გაიმართება და ვინც მიიღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერას ისე, რომ სხვა კანდიდატზე მეტი ხმათა რაოდენობა მოიპოვოს - მისი წარდგენა მოხდება საქართველოს პარლამენტში. საქართველოს პარლამენტი, მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის გენერალური პროკურორის პოსტზე არჩევის, ან არჩევაზე უარის თქმის შესახებ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომიტეტის წევრებმა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

კანონპროექტის ინიციატორი არიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა, რომელიც ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა
08 ივნისი 2026

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა
08 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
08 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა
08 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R