საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

მედია და საზოგადოება 16 მარტი 2026
ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

პარლამენტში ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.


საბჭოს სხდომაზე ტუბერკულოზის სფეროს პოლიტიკის პრიორიტეტებისა და გლობალურად ტუბერკულოზის ვაქცინაციისთვის მზადყოფნის თაობაზე ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში წარადგინა ტუბერკულოზის გლობალური საბჭოს პოლიტიკის საკითხების ხელმძღვანელმა ჯანიკა ჰაუსერმა და ამავე საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა მენეჯერმა, თამბაქოს კონტროლის ხელმძღვანელმა ალესია მატუშევიჩმა.


როგორც ჯანიკა ჰაუსერმა აღინიშნა, BCG ვაქცინაცია კარგად იცავს ბავშვებს დაავადებისგან, თუმცა ეს ვაქცინა არ არის ეფექტიანი მოზრდილებისთვის, რაც მსოფლიოში ტუბერკულოზის გავრცელების მიზეზია და რის გამოც მნიშვნელოვანია ახალი ვაქცინის შემუშავება.


მისი თქმით, ამჟამად ტუბერკულოზის ორი სახეობის ვაქცინა გადის ტესტირების მესამე ეტაპს, რომელიც მოზრდილი და ზრდასრული ადამიანების ტუბერკულოზით დაავადებისგან დაცვისკენ არის მიმართული.


„ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ ტუბერკულოზთან ბრძოლაში საქართველოს პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების აქტიურ ჩართულობას, რაც ცხადჰყოფს ამ მიმართულებით სახელმწიფოს მაღალ ვალდებულებას“, - განაცხადა სხდომაზე ალესია მატუშევიჩმა.


მისი თქმით, საქართველომ ბოლო ათწლეულებში სერიოზულ პროგრესს მიაღწია, ტუბერკულოზის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა და ინოვაციური მკურნალობის შემოღების თვალსაზრისით, ქვეყანა რეგიონული ლიდერია.


სხდომაზე საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტუბერკულოზის დასრულების სტრატეგიის (END TB) ძირითად მიმართულებებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ირინა ჯავახაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, ტუბერკულოზის დასრულების გლობალური სტრატეგია 2015-2035 წლებს მოიცავს და მისი მიზანი ტუბერკულოზისგან თავისუფალი სამყარო - ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის დასრულება და ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილიანობის, დაავადებისა და ტანჯვის ნულოვანი დონის მიღწევაა.


მომხსენებელმა მიმოიხილა ბოლო 5 წლის სიტუაციური ანალიზი, ისაუბრა ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესსა და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე.


„ბოლო ანალიზის თანახმად, დღეს ტუბერკულოზის შემთხვევების რაოდენობა იმის მეხუთედია, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში იყო. საქართველოში ამ პერიოდში არსებული 5000-მდე შემთხვევიდან დღეს ქვეყანაში 1140-მდე შემთხვევაა. ადრე ამ რაოდენობის შემთხვევები მხოლოდ პენიტენციურ სისტემაში გვხვდებოდა. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო, დონორ ორგანიზაციებთან ერთობლივი ძალისხმევით ტუბერკულოზისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსს მივიღებთ, რაც ჩვენი მთავარი მიზანია“, - აღნიშნა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ.


სხდომაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტყვიით მოშხამვის პრევენციის და ტყვიაზე მდგრადი ზედამხედველობის სისტემის დანერგვის მიმდინარეობაზე, აგრეთვე ტექნიკური დახმარების, სისტემის დანერგვის პროცესში არსებული პრობლემების, გამოწვევებისა და მოლოდინების თაობაზე ისაუბრა.


საბჭოს სხდომაში საქართველოს პარლამენტის წევრები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს, UNICEF საქართველოს ოფისის, პროფესიული ასოციაციების, სამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა, რომელიც ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა
08 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა, რომელიც ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა
08 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
08 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, მხარი დაუჭირა
08 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა
08 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R