პარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა
აპარატი 03 თებერვალი 2025

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კახა ოქროჯანაშვილის დანიშვნის ბრძანებას 30 იანვარს მოაწერა ხელი.
კახა ოქროჯანაშვილი სხვადასხვა წლებში მუშაობდა: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ.