საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის ბიურომ პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ რეგისტრაციაში გაატარა

მედია და საზოგადოება 07 თებერვალი 2025
პარლამენტის ბიურომ პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ რეგისტრაციაში გაატარა

პარლამენტის ბიურომ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ რეგისტრაციაში გაატარა.


„ევროპელი სოციალისტების“ ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე კომიტეტს განცხადებით მიმართეს საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა: ილია ინჯიამ, ვარლამ ლიპარტელიანმა და ნიკა ელისაშვილმა.


საკითხის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია დადგენილ სტანდარტებს შეესაბამება.


ბიურომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი პარლამენტის კომიტეტებში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიასა და მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები.


ბიურომ ასევე დაამტკიცა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში“ წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები.


ბიურომ ცნობად მიიღო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა.


​ასევე ცნობად მიიღო განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის, გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებში შექმნილი ერთობლივი თემატური მოკვლევის - „სასკოლო საზოგადოების ჩართულობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის პროცესში“ - ჯგუფის დასკვნა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლები დაათვალიერეს
16 მაისი 2025

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლები დაათვალიერეს

მსგავსი

დავით მათიკაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა
16 მაისი 2025

დავით მათიკაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების უხეში შელახვის ფაქტებზე რამდენიმე პირი გამოჰკითხა
15 მაისი 2025

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების უხეში შელახვის ფაქტებზე რამდენიმე პირი გამოჰკითხა

გივი მიქანაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
15 მაისი 2025

გივი მიქანაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გივი მიქანაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
15 მაისი 2025

გივი მიქანაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R