საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების უხეში შელახვის ფაქტებზე რამდენიმე პირი გამოჰკითხა

მედია და საზოგადოება 15 მაისი 2025
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების უხეში შელახვის ფაქტებზე რამდენიმე პირი გამოჰკითხა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მორიგი სხდომა გამართა.


კომისიამ ბიზნესის რეკეტის, ქონების მისაკუთრების მიზნით მესაკუთრის დაპატიმრების, წამების, არაადამიანური მოპყრობისა და უფლებების უხეში შელახვის ფაქტებზე - გურამ თირქიას, გოდერძი თირქიას, თამაზ წულაიას, დავით ქანთარიას და ბესარიონ ხვინთელიანის ახსნა-განმარტება მოისმინა.

როგორც გურამ თირქიამ განაცხადა, გიგი უგულავამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობისას, მის დისშვილს, ბიზნესმენ ანზორ კიკალიშვილს ახალი ხელისუფლების დახმარების მიზნით, 5 მილიონი აშშ დოლარის ჩარიცხა მოსთხოვა, სანაცვლოდ კი, გურამ თირქიასთვის ერთი სასტუმროს აშენებას შეჰპირდა. მისივე თქმით, უარის მიღების შემდეგ გიგი უგულავა ანზორ კიკალიშვილს მისი ბიძისთვის ყველაფრის წართმევით დაემუქრა.


გურამ თირქიას განცხადებით, მოგვიანებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია მისგან 41 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის გადაცემას ითხოვდა.


გურამ თირქიას თქმით, ზეწოლის მიზნით, დროებით დაკავებული ჰყავდათ მისი მეუღლე და შვილი, მას კი 10 წლით ციხეში ჩასმით ემუქრებოდნენ.


როგორც მან განაცხადა, ზეწოლის შედეგად მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს გადაუფორმა, რის შემდეგაც 5-წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს.


„ჩემი დაკავება სურდათ იმისთვის, რომ შემდგომში ანზორ კიკალიშვილისთვის ფული გამოეძალათ“, - განაცხადა გურამ თირქიამ და დასძინა, რომ მისთვის მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის საქმის კურსში იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშინდელი გუბერნატორი ზაზა გოროზია და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.


აღნიშნულ საქმეზე კომისიას ახსნა-განმარტება ასევე მისცა გურამ თირქიას შვილმა, გოდერძი თირქიამ.

დროებით საგამოძიებო კომისიას ზუგდიდში არსებულ უნივერმაღ „ენგურის“ საქმეზე ახსნა-განმარტება მისცა თამაზ წულაიამ.
როგორც მან აღნიშნა, იგი უნივერმაღ „ენგურის“ ყველაზე დიდი აქციონერი იყო და მისგან წილის დათმობა მოითხოვეს, უარის შემდეგ კი, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა როლანდ ახალაიამ ის, ორ ვაჟთან ერთად, დააკავა.


თამაზ წულაიამ დეტალურად ისაუბრა თუ როგორ წაართვეს უნივერმაღ „ენგურის“ სხვა აქციონერებს წილები და ასევე, როგორ მიითვისა როლანდ ახალაიამ ზუგდიდში კიდევ 21 ობიექტი.


მისივე თქმით, როლანდ ახალიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ზაზა გოროზიამ მას ანაკლიაში მიწის ნაკვეთიც წაართვეს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცოტა ხნის წინ დაიბრუნა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დავით ქანთარიამ განაცხადა, რომ ფოთის მერად მუშაობის პერიოდთან დაკავშირებით როლანდ ახალაიამ ცრუ ბრალდებით ორჯერ დააკავა.


მისივე თქმით, 2004 წელს მას ბრალად წაუყენეს მერიის მიერ აღებული ბანკის კრედიტის გადაუხდელობა, ხოლო 2006 წელს - მოქალაქეებისთვის დახმარებების გაცემა.


როგორც დავით ქანთარიამ აღნიშნა, პირველი პატიმრობის დროს მას დიაბეტი განუვითარდა, ხოლო მეორე პატიმრობის დროს, არასწორი მკურნალობის გამო, ორივე თირკმელი დაუზიანდა.


მისივე თქმით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როლანდ ახალაიამ სამეგრელოში 400-ზე მეტი ჩინოვნიკი გამოგონილი ბრალდებით დააკავა.

უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა ბესარიონ ხვინთელიანმა. მისი განცხადებით, 2010 წელს, თაღლითობის გამოგონილი ბრალდებით იგი დააკავეს, მთელი ქონება დაუყადაღეს, შემდგომში კი, ქონების ნაწილი ჩამოართვეს.
მან დეტალურად ისაუბრა გლდანის მე-8 და რუსთავის მე-16 საპყრობილეებში მისი და სხვა პატიმრების ცემისა და წამების ფაქტებზე.


როგორც ბესარიონ ხვინთელიანმა აღნიშნა, ციხეში მან სხეულის დაზიანებები მიიღო, ინფარქტი გადაიტანა და მოციმციმე არითმია განუვითარდა.


მისივე თქმით, ადვოკატ გიორგი მშვენიერაძის საშუალებით, ხელისუფლება 5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, საპროცესო გარიგებას სთავაზობდა.


ბესარიონ ხვინთელიანის მოსაზრებით, ვინაიდან მას დაფუძნებული ჰქონდა პოლიტიკური პარტია, ჰქონდა ფინანსური რესურსი, საქართველოში შემოჰქონდა უცხოური ინვესტიციები, ავტორიტეტით სარგებლობდა აფხაზეთიდან დევნილებში, წინა ხელისუფლებამ მასში პოლიტიკური საფრთხე დაინახა და სწორედ ამიტომ გახდა მათი სამიზნე.


მან ასევე მისი ოჯახის წევრებზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. კერძოდ, არაოფიციალურად ორჯერ დააკავეს და დაკითხეს მისი მეუღლე, რის გამოც იგი იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა.


ბესარიონ ხვინთელიანის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იგი როგორც პოლიტპატიმარი, ციხიდან გათავისუფლდა.

როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, კომისიის მორიგი სხდომა 19 მაისს გაიმართება.


„ორშაბათს, სხდომას 2011 წლის 26 მაისის თემის შესწავლით გავხსნით. სხდომაზე მოწვეული არიან ძალიან მნიშვნელოვანი და საზოგადოებისთვის თვალსაჩინო პირები, რომლებიც გვიამბობენ 2011 წლის 26 მაისს, გამთენიისას რა ჩაიდინა სააკაშვილმა და როგორ ჩაიბარა სამხედრო აღლუმი საკუთარი ხალხის ძვლებზე და სისხლით მორწყულ რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გივი მიქანაძე და გიორგი სოსიაშვილი ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ
12 ივნისი 2025

გივი მიქანაძე და გიორგი სოსიაშვილი ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

მსგავსი

შოთა ბერეკაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
12 ივნისი 2025

შოთა ბერეკაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
12 ივნისი 2025

პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

გივი მიქანაძე და გიორგი ჩაკვეტაძე გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს შეხვდნენ
12 ივნისი 2025

გივი მიქანაძე და გიორგი ჩაკვეტაძე გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს შეხვდნენ

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
12 ივნისი 2025

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R