საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტში საქართველო-მონტენეგროს მეგობრობის ჯგუფების შეხვედრა გაიმართა

მეგობრობის ჯგუფები 25 სექტემბერი 2024
პარლამენტში საქართველო-მონტენეგროს მეგობრობის ჯგუფების შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, კოლეგებთან ერთად, მონტენეგროს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.

 

შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.

 

მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე, მეგობრობის ჯგუფებსა და დარგობრივ კომიტეტებს შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

„შეხვედრაზე განვიხილეთ ორივე ქვეყანაში საელჩოების გახსნის საკითხი. ვისაუბრეთ რამდენად არის შესაძლებელი თბილისსა და პოდგორიცას შორის დაინიშნოს პირდაპირი ავიარეისები. ტურიზმის განვითარებისა და ხალხთა დაახლოების ხელშეწყობის მიზნით, ასევე განვიხილეთ მონტენეგროს და საქართველოს ქალაქების დამეგობრების საკითხი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მომავალ წელს, მონტენეგროში დაგეგმილია ქართული კულტურის დღეების გამართვა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებაზე“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, ასევე, საპატიო კონსულები საქართველოსა და მონტენეგროს მხრიდან - თემურ ქურხული და რადე ვუიაჩიჩი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლები დაათვალიერეს
16 მაისი 2025

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლები დაათვალიერეს

მსგავსი

დავით მათიკაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა
16 მაისი 2025

დავით მათიკაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების უხეში შელახვის ფაქტებზე რამდენიმე პირი გამოჰკითხა
15 მაისი 2025

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების უხეში შელახვის ფაქტებზე რამდენიმე პირი გამოჰკითხა

გივი მიქანაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
15 მაისი 2025

გივი მიქანაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გივი მიქანაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
15 მაისი 2025

გივი მიქანაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R