საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პლენარული სხდომები 13 მაისი 2025
საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და 81 ხმით მიიღეს პარლამენტის რეგლამენტის ახალი პროექტი, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. საკითხი სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.


მესამე მოსმენით განხილვამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალასთან“ კონსულტაციებისა და პოზიციების შეჯერების შედეგად, სხდომაზე მეორე მოსმენით რეგლამენტის პროექტის 149-ე მუხლი წარადგინა, რომელიც ინტერპელაციას შეეხება.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს არსებული თვეში ერთი ინტერპელაციის ნაცვლად, კითხვების არსებობის შემთხვევაში, ყოველ სასესიო კვირაში, ინტერპელაციისთვის ორი დღე იქნება გამოყოფილი - ოთხშაბათი და ხუთშაბათი, ფიქსირებული დროით - 12:00-დან 15:00 საათამდე.

„ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება ხშირი კონტაქტი იყოს საზედამხედველო წარმომადგენლობით ორგანოსა და აღმასრულებელ ორგანოს შორის. საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე მოვუსმინოთ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ამავე დროს, ყოველი თვის ბოლო ოთხშაბათს, პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია გაიმართება.


პარლამენტის თავმჯდომარემ ინტერპელაციის პროცედურა დეტალურად განმარტა.

რაც შეეხება მესამე მოსმენით განსახილველ საკანონმდებლო პაკეტს, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, რედაქციული ცვლილებები ეხება 122-ე მუხლის მესამე პუნქტს და 229-ე მუხლის მეექვსე პუნქტს.

„ამ რეგლამენტის შემუშავებაში ბევრი ადამიანის შრომა არის ჩადებული და მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ზოგადად, უჩვეულო არ არის, რომ ახალი მოწვევის პარლამენტმა ახალი რეგლამენტი მიიღოს. პარლამენტის რეგლამენტი, თავისი არსით გამორჩეული საკანონმდებლო აქტია, ვინაიდან მას ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარე და ჩართული არ არის სხვა ინსტიტუციები. პარლამენტი თავად ადგენს საკუთარი მუშაობის წესს და ამაში გამოიხატება საპარლამენტო სუვერენიტეტი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტმა მივიღეთ ჩვენი რეგლამენტი და შემდეგი მოწვევის პარლამენტს ექნება შესაძლებლობა ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით კიდევ გარკვეული სიახლეები შემოიტანოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ახალი რეგლამენტი 1 ივლისიდან ამოქმედდება.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ერთი მხრივ, იქნება კონსტიტუციასთან სრულად თანხვედრაში მყოფი რეგლამენტი და ამავე დროს გააქტიურდება კონსტიტუციით გათვალისწინებული ინსტრუმენტები, რომელიც საპარლამენტო პრაქტიკაში არ გამოიყენებოდა.

„ახალი მოწესრიგებით, ეს იქნება საზოგადოებისთვის საინტერესო, აქტუალურ საკითხებზე კონცენტრირებული, რეგულარული კონტაქტი აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებს შორის და ვფიქრობ, ამ მხრივ, ახალი რეგლამენტით, საინტერესო პრაქტიკა გველოდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გივი მიქანაძე და გიორგი სოსიაშვილი ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ
12 ივნისი 2025

გივი მიქანაძე და გიორგი სოსიაშვილი ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

მსგავსი

შოთა ბერეკაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
12 ივნისი 2025

შოთა ბერეკაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
12 ივნისი 2025

პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

გივი მიქანაძე და გიორგი ჩაკვეტაძე გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს შეხვდნენ
12 ივნისი 2025

გივი მიქანაძე და გიორგი ჩაკვეტაძე გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს შეხვდნენ

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
12 ივნისი 2025

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R