საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საკანონმდებლო ორგანომ „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ ცვლილება მიიღო

პლენარული სხდომები 29 აპრილი 2025
საკანონმდებლო ორგანომ „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ ცვლილება მიიღო

პარლამენტმა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით, 78 ხმით მიიღო.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები უზრუნველყოფს რკინიგზის მგზავრთა მომსახურების დონისა და სარკინიგზო საწარმოების ანგარიშვალდებულების გაზრდას.


ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით.


ცვლილებებით განისაზღვრება სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვაზე ზედამხედველობისა და მონიტორინგის საკითხი. სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულებაზე ზედამხედველობასა და მონიტორინგზე უფლებამოსილად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო განისაზღვრება.


​ასევე, ჩნდება სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის ყოლის ვალდებულება და წესრიგდება აღნიშნული პირის სერტიფიცირების საკითხი. კოდექსში ჩნდება ისეთი ახალი ტერმინები, როგორიცაა - „ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი“, „ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი“, „ტუროპერატორი“, „ბილეთების გამყიდველი“, „დანიშნულების პუნქტი“ და სხვა.


სარკინიგზო კოდექსით განისაზღვრება მნიშვნელოვანი გარანტიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირების გადაყვანისათვის.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლები დაათვალიერეს
16 მაისი 2025

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლები დაათვალიერეს

მსგავსი

დავით მათიკაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა
16 მაისი 2025

დავით მათიკაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების უხეში შელახვის ფაქტებზე რამდენიმე პირი გამოჰკითხა
15 მაისი 2025

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების უხეში შელახვის ფაქტებზე რამდენიმე პირი გამოჰკითხა

გივი მიქანაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
15 მაისი 2025

გივი მიქანაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გივი მიქანაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
15 მაისი 2025

გივი მიქანაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R