საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები ისრაელის ქალაქ აფულას დელეგაციას შეხვდნენ

მეგობრობის ჯგუფები 24 ოქტომბერი 2022
საქართველოს პარლამენტის ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები ისრაელის ქალაქ აფულას დელეგაციას შეხვდნენ

ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე და ჯგუფის წევრები ხატია წილოსანი და ნინო იობაშვილი ისრაელის ქალაქ აფულას დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის მრავალმხრივი ურთიერთობების შესახებ და ამ ურთიერთობათა კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაძმობილებული ქალაქების თელავისა და აფულას შორის კულტურული, სპორტული, ახალგაზრდული და კონკრეტულ ბიზნესის მიმართულებებით დაწყებულ თანამშრომლობას.

„სტუმრებთან ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელზეც უკვე შეთანხმდნენ თელავის მერიასთან. აღინიშნა, რომ კულტურული, სპორტული, ახალგაზრდული და ბიზნესის მიმართულებებით არის კონკრეტული წინადადებები, რაც იძლევა საშუალებას ვთქვათ, რომ ორმხრივი თანამშრომლობა უკვე წარმატებულია, რადგან მას პირველი მნიშვნელოვანი შედეგები უკვე მოაქვს. დაიგეგმა გაცვლითი ვიზიტები და ეს პროცესი შემდგომშიც გაგრძელდება. ჩვენი მხრიდან შევთავაზეთ, რომ ბიზნეს ურთიერთობები გაფართოვდეს და მეტი ინვესტიცია შემოვიდეს ისრაელიდან. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ მეგობრობის ჯგუფის ოფიციალური ვიზიტისას ისრაელში, რომელიც ახლო მომავალში იგეგმება, ჩვენ ჩავალთ ამ ქალაქში, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს შევხვდებით. გავაცნობთ მათ ჩვენთან არსებული საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, რომ ხელი შევუწყოთ მეტი ებრაული ინვესტიციის მოზიდვას საქართველოში. ასევე, აღვუთქვით სტუმრებს, რომ ჩვენი მხრიდან ამ დაძმობილებულ ქალაქებს შორის მეგობრობის და ურთიერთობის განვითარებას პოლიტიკური მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ქალაქების დამეგობრების ინიციატივა სწორედ ამ მეგობრობის ჯგუფს და მის ხელმძღვანელს ეკუთვნის, რომლის შესახებაც საუბარი ერთი წლის წინ დაიწყო. მიმდინარე წლის ზაფხულში კი, ქართული დელეგაციის ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, თელავსა და აფულას შორის მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის საფუძველზე, კონკრეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით ისრაელის დელეგაცია უკვე მეხუთედ ჩამოვიდა საქართველოში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა, რომელიც ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა
08 ივნისი 2026

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა
08 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
08 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა
08 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R