საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

​საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა შალვა პაპუაშვილის მიერ მომზადებულ ცვლილებებს, რომელიც ჰერალდიკის საბჭოს, ეროვნულ ბიბლიოთეკას და კვლევით ცენტრს შეეხება

მედია და საზოგადოება 03 Feb 2025
​საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა შალვა პაპუაშვილის მიერ მომზადებულ ცვლილებებს, რომელიც ჰერალდიკის საბჭოს, ეროვნულ ბიბლიოთეკას და კვლევით ცენტრს შეეხება

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების თაობაზე იმსჯელა.

საკითხი კომიტეტს განსახილველად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა. პროექტი ითვალისწინებს რეგლამენტიდან XVIII თავის ამოღებას, რომელიც პარლამენტთან არსებულ დაწესებულებებს: საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და კვლევით ცენტრს შეეხება.

„საკითხი შეეხება პარლამენტთან არსებულ სამ დაწესებულებას: ეროვნულ ბიბლიოთეკას, ჰერალდიკის საბჭოს და სსიპ - კვლევით ცენტრს. ეროვნული ბიბლიოთეკის შემთხვევაში მოხდება მისთვის დამსახურებული იურიდიული სტატუსის მინიჭება და ჩამოყალიბდება როგორც სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც იქნება კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში. ცვლილების შემდეგ, ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდება საჯარო მოხელის სტატუსი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცვლილებების თანახმად, პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ნაცვლად შეიქმნება საქართველოს მთავრობასთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტი. მასში ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო თავისი სტრუქტურითა და ბიუჯეტით იქნება წარმოდგენილი.

„აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, პარლამენტის დადგენილებების ნაცვლად, შესაბამისი საკითხები დარეგულირდეს საქართველოს მთავრობის აქტებით, რაც ერთი ქოლგის ქვეშ მოაქცევს როგორც სახელმწიფო სიმბოლოების, ასევე სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან დაკავშირებულ ჰერალდიკის სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობას. ამჟამად საბჭოში დასაქმებული თანამშრომლები გადავლენ და კონკურსის გარეშე დაინიშნებიან სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება კვლევით ცენტრს, მომხსენებლის განმარტებით, ამ სამსახურის ლიკვიდაცია მოხდება.

მის ბალანსზე არსებული რესურსები გადაეცემა პარლამენტს და პარლამენტის აპარატი გააგრძელებს კვლევით საქმიანობას.

კვლევითი ცენტრიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

​შალვა პაპუაშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში განხილვის თემა იყო, თუ როგორი სამართლებრივი ფორმა უნდა ჰქონოდა ამა თუ იმ სტრუქტურას, წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით შესწავლილია არაერთი საერთაშორისო გამოცდილება, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა წარმოდგენილი პროექტი.

კანონპროექტთა პაკეტს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
09 Jun 2026

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

მსგავსი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელა
09 Jun 2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელა

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილა
09 Jun 2026

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა, რომელიც ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა
08 Jun 2026

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R