საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი: 300 ათასი ქართველი შეეწირა როგორც ჩვენი ქვეყნის დაცვას ფაშიზმის და ნაციზმისგან, ისე ევროპის გათავისუფლებას ნაციზმისგან, რომ არა ეს მსხვერპლი, ევროპა დღეს არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის

თავმჯდომარე 09 მაისი 2025
შალვა პაპუაშვილი: 300 ათასი ქართველი შეეწირა როგორც ჩვენი ქვეყნის დაცვას ფაშიზმის და ნაციზმისგან, ისე ევროპის გათავისუფლებას ნაციზმისგან, რომ არა ეს მსხვერპლი, ევროპა დღეს არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იმყოფებოდა, სადაც ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.


„დღეს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავია, იმ დიდი გამარჯვების, რომელშიც ჩვენს ხალხს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. 300 ათასი ჩვენი მოქალაქე დაეცა ამ ბრძოლებში, 300 ათასი ქართველი შეეწირა როგორც ჩვენი ქვეყნის დაცვას ფაშიზმის და ნაციზმისგან, ისე ევროპის გათავისუფლებას ნაციზმისგან. რომ არა ეს მსხვერპლი, ევროპა დღეს არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დააფასოს დღევანდელი დღე და დააფასოს ქართველი ხალხის წვლილი მეორე მსოფლიო ომში ნაციზმის დამარცხებაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიკვიძის პარკში არსებული მელიტონ ქანთარიას მონუმენტი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.


​დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გივი მიქანაძე გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
21 მაისი 2025

გივი მიქანაძე გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

მსგავსი

გივი მიქანაძემ გაერო-ში შეხვედრა გამართა
21 მაისი 2025

გივი მიქანაძემ გაერო-ში შეხვედრა გამართა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილა
20 მაისი 2025

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ზოგადი და პროფესიული განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები განიხილა
20 მაისი 2025

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ზოგადი და პროფესიული განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები განიხილა

გიორგი გაბუნიამ საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ დახურვის ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
20 მაისი 2025

გიორგი გაბუნიამ საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ დახურვის ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R