საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი - ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი სიძლიერეა, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება და დაცვა, რათა ქართული კულტურის სიდიადე მომავალ თაობებს გადავცეთ

თავმჯდომარე 25 სექტემბერი 2024
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი სიძლიერეა, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება და დაცვა, რათა ქართული კულტურის სიდიადე მომავალ თაობებს გადავცეთ
„მოხარული ვარ, რომ თბილისში საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესის გამართვის ტრადიცია გრძელდება. ეს თავყრილობა არა მხოლოდ ჩვენს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას ეძღვნება, არამედ დადასტურებაა ძალისხმევის, რომელიც ჩვენი ენის, ლიტერატურის, ისტორიის, კულტურის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაზეა მიმართული”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქართველოლოგიის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
 
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სწორედ ათასწლეულებით ჩამოყალიბებული იდენტობით გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და უნიკალური ქართული ენა გაამდიდრებს ევროპულ ოჯახს.
 
„დღეს ხაზს ვუსვამთ უდიდეს წვლილს, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შეიტანეს ჩვენი ერის თვითმყოფადობის გამომხატველი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის შექმნაში. ყოველთვის სიამაყით წარმოვთქვამთ ქართველოლოგიური სამეცნიერო სკოლების ფუძემდებელთა - ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის, აკაკი შანიძის, შალვა მირიანაშვილის, გიორგი ჩიტაიას სახელებს. ამავე დროს, განსაკუთრებით საამაყოა, რომ საქართველოს ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას იკვლევდნენ მსოფლიოში აღიარებული ევროპელი ქართველოლოგებიც: მარი ბროსე, დევიდ ლანგი, იულიუს ასფალგი, ჰუგო შუხარდტი და სხვანი. ამ ადამიანებმა ხელი შეუწყეს ქართული წვლილის გამოვლენას საკაცობრიო ცივილიზაციის განვითარებაში. ქართული ენა, ლიტერატურა, ისტორია, კულტურა გვაერთიანებს, როგორც ერს. სწორედ ჩვენი განსაკუთრებული კულტურული მემკვიდრეობით ვადგავართ ევროპულ გზას. სწორედ ჩვენი ათასწლეულებით ჩამოყალიბებული იდენტობით გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და გავამდიდრებთ ევროპულ ოჯახს, მათ შორის, ჩვენი უნიკალური ენით, რომელიც ევროკავშირის 24 ოფიციალურ ენას დაემატება და დამწერლობით, რომელიც ევროკავშირში მეოთხე დამწერლობა იქნება.
 
თანამედროვე მსოფლიოში, გლობალიზაციის ფონზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ამიტომ ძალიან ვაფასებთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ძალისხმევას, რომელიც ჩვენი ეროვნული ენის, ისტორიისა და კულტურის შემსწავლელი დარგების შენარჩუნებასა და შემდგომ განვითარებაზეა მიმართული. დღევანდელი კონგრესი შესანიშნავი პლატფორმაა მკვლევრებსა და მეცნიერებს შორის ცოდნისა და იდეების გაცვლისათვის, რაც ხელს შეუწყობს ქართველოლოგიის სფეროს თანამედროვეობასთან შესაბამისობაში განვითარებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
 
შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ქართველოლოგიის ქართველ და უცხოელ მეცნიერებსა და მკვლევრებს საქმიანობისთვის და ასევე, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას გაწეული შრომისთვის.
 
„ჩვენი წარსულის უკეთ გააზრებითა და დაფასებით შევძლებთ ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული მომავლის აშენებას. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი სიძლიერეა. ამიტომ მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება და დაცვა, რათა ქართული კულტურის სიდიადე მომავალ თაობებს გადავცეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველოლოგიის ქართველ და უცხოელ მეცნიერებსა და მკვლევრებს მათი ძალიან ღირებული საქმიანობისთვის. ასევე, მადლობა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას დღევანდელი ღონისძიების უკვე მეოთხედ ჩატარებისთვის. საინტერესო და წარმატებულ შეხვედრებს გისურვებთ!” - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მიიღო
09 ივნისი 2026

პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მიიღო

მსგავსი

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
09 ივნისი 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა ეგრისის ეროვნული პარკის შექმნას მხარი დაუჭირა
09 ივნისი 2026

პარლამენტმა ეგრისის ეროვნული პარკის შექმნას მხარი დაუჭირა

შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, „საქართველოს პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი წარადგინა
09 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, „საქართველოს პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი წარადგინა

შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა
09 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R