საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი - განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, 4 ოქტომბერს, ქართველი ხალხი გამოვიდა არა 4 საათზე დაანონსებულ დამხობაზე, არამედ დილის 8 საათიდან საარჩევნო უბნებზე და თავისი სიტყვა თქვა არჩევნების გზით

თავმჯდომარე 13 ოქტომბერი 2025
შალვა პაპუაშვილი - განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, 4 ოქტომბერს, ქართველი ხალხი გამოვიდა არა 4 საათზე დაანონსებულ დამხობაზე, არამედ დილის 8 საათიდან საარჩევნო უბნებზე და თავისი სიტყვა თქვა არჩევნების გზით

„მინდა ყველას, მთლიანად ქვეყანას მოგილოცოთ წარმატებით ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ციკლი ამით დასრულდა - შარშან პარლამენტის არჩევნებით, შემდეგ პრეზიდენტის არჩევით და წელს, 4 ოქტომბერს უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევით. ამით, ყველა არჩევითი კონსტიტუციური ორგანო დაკომპლექტებულია და არის შესაძლებლობა, რომ მომდევნო 3 წელი ქვეყანა სრულად იყოს კონცენტრირებული განვითარების იმ გეგმებზე, რომელიც როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას წარდგენილია გამარჯვებული გუნდის მიერ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.


მან კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს, რომელმაც 4 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე თავისი ნება არჩევნების გზით გამოხატა.

„მიხარია, რომ მილიონ 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და ამით, თვითმმართველობის არჩევნებზე საპარლამენტო არჩევნების შედეგი გავიმეორეთ. ეს უფრო მაღალი შედეგია, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ჰქონდა. ამიტომ მინდა მადლობა გადავუხადო უპირველეს ყოვლისა, თითოეულ მოქალაქეს, ვინც 4 ოქტომბერს მივიდა საარჩევნო უბნებზე და თავისი პოლიტიკური პრეფერენცია დააფიქსირა, განურჩევლად იმისა, რომელი პარტიის მხარდამჭერია. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ მოქალაქეებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაამყარეს ის დემოკრატიული მანდატი, რომელიც ხელისუფლებას აქვს. ამით, მათ გაამყარეს ასევე რწმენა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს გარკვეულწილად იყო, მათ შორის, ერთწლიანი, გარედან თავსმოხვეული პროცესის შეფასება.

„ამ არჩევნებითაც მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ხელისუფლების ნაბიჯების სისწორე, დაადასტურეს ხელისუფლების პოლიტიკის სისწორე, დაადასტურეს აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო, მათ შორის ის კანონები, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში მივიღეთ. დადასტურდა, რომ ყველა ამ პოლიტიკურ თუ სამართლებრივ გადაწყვეტილებას აქვს ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა. ეს არის დემოკრატია. ხალხის სიტყვა არის მთავარი და ძალაუფლება მოდის ხალხიდან. ხალხმა, ამ ერთწლიანი საარჩევნო ციკლით, მისი ძალაუფლების მანდატი გადასცა მოქმედ ხელისუფლებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა 4 ოქტომბერს არჩევნების პარალელურად განვითარებულ მოვლენებს.

„მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო 4 ოქტომბერს არჩევნების პარალელურად წინასწარ დაანონსებულ დამხობის შეკრებას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ვაფრთხილებდით, მათ შორის მათ, ვინც უცხოეთიდან სოლიდარობას თუ მხარდაჭერას უცხადებდა - აღსრულდა კიდეც ის, რაც წინასწარ იყო დაანონსებული. გაისმა მოწოდებები ხელისუფლების დამხობისკენ. ფაქტობრივად 90-იანი წლების კადრები გაგვახსენა ამ ყველაფერმა, როდესაც ტაშს უკრავდნენ ძალადობისკენ მოწოდებას. ეს დამაფიქრებელია ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენს საზოგადოებაში არის რამდენიმე ასეული თუ ათასი ადამიანი, რომელიც იმ დღეს წინასწარი განზრახვით შეიკრიბა იმისთვის, რომ ქვეყანა აერია და ამას აბსოლუტურად გააზრებულად აკეთებდა. დამხობა დაანონსდა, დამხობა დაიწყო, თუმცა დამხობა მალევე ჩაიშალა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სამართალდამცავ ორგანოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რომლებმაც ძალადობის აღკვეთა შეძლეს.

„25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 2 მძიმედ დაშავდა. ჯგუფები, რომლებიც აანონსებდნენ ან ძალადობას, ამ ჯგუფების მედია მხარდამჭერი პლატფორმები, ონლაინ თუ ტელემედია და ამ ჯგუფების მხარდამჭერი უცხოური ჯგუფები - არცერთმა არ მოიკითხა ამ პოლიციელების მდგომარეობა, რაც ასევე მიუთითებს იმ გულცივ დამოკიდებულებაზე, რომელიც არსებობს ჩვენი საზოგადოების მშვიდობიანი განვითარების მიმართ ზოგიერთ ჯგუფებში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტმა  მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს
09 ივნისი 2026

პარლამენტმა  მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს

მსგავსი

პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მიიღო
09 ივნისი 2026

პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
09 ივნისი 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა ეგრისის ეროვნული პარკის შექმნას მხარი დაუჭირა
09 ივნისი 2026

პარლამენტმა ეგრისის ეროვნული პარკის შექმნას მხარი დაუჭირა

შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, „საქართველოს პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი წარადგინა
09 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, „საქართველოს პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი წარადგინა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R