საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე და მისი მოადგილე ზაზა პაპუაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

24 აპრილი 2019
ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე და მისი მოადგილე ზაზა პაპუაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა პაპუაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა ხუციშვილს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანთა ოჯახებისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესების შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა.

ფრაქცია აღნიშნული მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივაზე 2018 წლის ივლისიდან მუშაობს. ინიციატივა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნის მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლისათვის საშემოსავლო გადასახადის მოხსნას წლის განმავლობაში 6000 ლარამდე მიღებული შემოსავლის ფარგლებში.

შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯერეს ინიციატივის იმპლემენტაციის პერსპექტივები, განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახებისათვის მიზნობრივი დახმარებებისა და შეღავათების გათვალისწინების შესაძლებლობები დღევანდელი მოცემულობის შესაბამისად.

„ჩვენი ინიციატივაა მწვავე სოციალური პრობლემის წინაშე მდგომი ოჯახების ხელშეწყობა, შშმ პირთა რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაზე ზრუნვა. ამ მიმართულებით ძალისხმევისა და ინიციატივების მიმართვა ჩვენი ფრაქციისათვის პრიორიტეტულია. რა თქმა, უნდა, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ფინანსთა სამინისტროს პოზიციის მოსმენა და საუკეთესო გამოსავლის ერთობლივად მოძიება.“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

საუბრის დროს, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გამოხატა სრული ღიაობა და მზადყოფნა ინიციატივაზე ერთობლივი მუშაობის მიმართულებით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R