საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა ინერგება

მედია და საზოგადოება 08 აპრილი 2026
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა ინერგება

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა  „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე იმსჯელა, რომელიც სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა წარადგინა.

პროექტის თანახმად, ინერგება ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა. აღნიშნული კატეგორიის მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა 5 წლის მოქმედების ვადით და საქართველოში ყოფნის 1 წლის ვადით. 

როგორც მომხსენებელმა განმარტა, აღნიშნული კატეგორიის ვიზა გაიცემა საქართველოში უსაფრთხო ქვეყნებიდან მომავალ პირზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის ტურისტული მიზნით და რომელსაც ასევე აქვს უფლება განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ, თუ ეს საქმიანობა უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას. აღნიშნული ვიზა ასევე გაიცემა ამ პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებზე.

„C5 კატეგორიის ვიზა არის მიზნობრივი და თანამედროვე ეკონომიკური ინსტრუმენტი, რომლის შემოღებით მოხდება უსაფრთხო ქვეყნებიდან დაბალრისკიანი და მაღალშემოსავლიანი ვიზიტორების მოზიდვა. აღნიშნული კატეგორიის ვიზა ქმნის დამატებით შესაძლებლობას ინვესტიციების მოსაზიდად. ასევე,  წარმოდგენილ ინიციატივას მნიშვნელოვანი როლი აქვს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესების კუთხითაც“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

წარმოდგენილი ცვლილებით განისაზღვრება, რომ საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ დაექვემდებარება.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონებში, რომლის თანახმად, C5 კატეგორიის ვიზის გაცემის საკითხის განხილვისთვის მოსაკრებელი და ბაჟი განისაზღვრება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 500 აშშ დოლარის ოდენობით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა, რომელიც ევროპარლამენტში მედიის წარმომადგენლებისთვის დადგენილი წესების მაგალითზე შემუშავდა
08 ივნისი 2026

მსგავსი

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა
08 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა
08 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა
08 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R