საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა

თარიღი
17 სექტემბერი 2025 15:00

2025 წლის 17 სექტემბერი, 15:00 საათი
აბასთუმნის ობსერვატორია
ადიგენის მუნიციპალიტეტი
დაბა აბასთუმანი


დღის წესრიგი


1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/62; 30.06.2025) განხილვა პირველი მოსმენით;
მომხსენებელი - ზვიად გაბისონია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;

2. მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებისა და არსებული გამოწვევების ხედვა;
მომხსენებელი - ზვიად გაბისონია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;

3. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ანგარიშის მოსმენა;
მომხსენებელი - თეიმურაზ დოჭვირი, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი;

4. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მოსმენა და პრეზენტაცია მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობ პროგრამებზე;
მომხსენებელი - თინათინ ჯაჭვაძე - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტექნოლოგიების გადაცემის მენეჯერი.