საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

თარიღი
08 ივნისი 2026 13:00

2026 წლის 8 ივნისი, 13:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)


დღის წესრიგი


განსახილველი საკითხი:

1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (1-5150/26/11; 29.05.2026);
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე;
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ (1-4740/26, 20.05.2026);
მომხსენებელი: საქართველოს გენერალური აუდიტორის მოადგილე სოფიო დვალიშვილი;

2. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ" (1-5152/26; 29.05.2026);
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე;

3. საქართველოს პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, თორნიკე ბერეკაშვილის, ლევან მაჭავარიანისა და მარიამ ლაშხის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (296/3-XIმპ; 15.04.2026) (III მოსმენა);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი ანტონ ობოლაშვილი;

4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტი ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ (1-5412/26, 5.06.2026);
მომხსენებელი: საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე;

5. „2017 წლის 12 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ N5 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (297/6-XIმპ; 22.04.2026) (წამყვანი);
მომხსენებელი: საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი;

6. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026-2027 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ;
მომხსენებელი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე;

7. საქართველოს ეროვნული ბანკის 2026-2027 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ;
მომხსენებელი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე.